სატანკო ბრძოლა ელ-ალამეინთან (ნაწილი მეორე)


სატანკო ბრძოლა ელ-ალამეინთან

(ნაწილი მეორე)

hesf8uv8gre

გადამწყვეტი ბრძოლა

შემდეგი თვე-ნახევრის განმავლობაში ღერძის ქვეყნების ჯარებს ჩრდილოეთ აფრიკაში არანაირი აქტიურობა არ გამოუვლენიათ, ხოლო ბრიტანელები მომავალი დარტყმისთვის ემზადებოდნენ. ერვინ რომელი, აუცილებელი თავდაცვითი ღონისძიებებისა და შესაბამისი ბრძანებების გაცემის შემდეგ, 22 სექტემბერს გერმანიაში გაფრინდა გენერალ-ფელდმარშლის რეგალიების მისაღებად და ასევე სამკურნალოდ (რომელს ძალიან გაუდიდდა ღვიძლი და ყელის ქრონიკული ანთება აწუხებდა). ნაცისტურმა პროპაგანდამ გენერალ-ფელდმარშლის ბერლინში ჩასვლა სათავისოდ გამოიყენა და გამარჯვების საყვირების ხმაურით დაფარა სირთულეები, რომელსაც ვერმახტი აწყდებოდა როგორც საბჭოთა-გერმანიის ფრონტზე, ისე აფრიკის კონტინენტზე.

Continue reading

სატანკო ბრძოლა ელ-ალამეინთან


სატანკო ბრძოლა ელ-ალამეინთან

(ნაწილი პირველი)

1

სატანკო ბრძოლა ელ-ალამეინთან მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, საბჭოთა-გერმანიის ფრონტს მიღმა გამართული, ამ სახის უმსხვილესი ოპერაცია იყო. ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოში. ბრიტანული მე-8 არმიის ჯავშანსატანკო ნაწილებმა პირველად შეძლეს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება გერმანული “აფრიკული კორპუსის” სატანკო ნაწილებთან, რომელსაც ლეგენდარული გერმანელი სარდალი, ერვინ რომელი მეთაურობდა.  ელ-ალამეინის ბრძოლა, სტალინგრადთან ერთად,  გარდამტეხ მომენტად იქცა ანტიჰიტლერული კოალიციისა და ღერძის ქვეყნების უდიდეს დაპირისპირებაში. დასავლურ ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენა “Operation SuperCharge”-ად ან უბრალოდ “ელ-ალამეინის მეორე ბრძოლად” მოიხსენიება.

აფრიკული ისტორია

საბრძოლო მოქმედებები ჩრდილოეთ აფრიკაში 1940 წლის 13 სექტემბერს იტალიური ჯარების აღმოსავლეთ ლიბიასა და ეგვიპტეში შეჭრით დაიწყო, რის მიზანსაც წარმოადგენდა კაიროს, ალექსანდრიის – ხმელთაშუა ზღვაში ბრიტანული ფლოტის მთავარი ბაზის, და სუეცის არხის დაკავება და ამის შემდგომ ახლო და შუა აღმოსავლეთში გაღწევა. ვინაიდან სამხედრო წარმატებები იტალიურ არმიას თან არ დევდა, მალე ინგლისელებთან საბრძოლველად ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე გერმანული ჯარები გადასხდნენ. 1940-41 წლებში ბრძოლები გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობდა, და ჩრდილოეთ აფრიკის ბედიც სწორედ 1942 წლის კამპანიებმა გადაწყვიტა. რაც შეეხება ჩვენს ისტორიას, ის იწყება ოპერაციით (1942 წლის 4 მაისიდან 4 ივლისამდე), რომელმაც ღერძის ქვეყნების ჯარები ელ-ალამეინის ზღუდესთან გაიყვანა.

Continue reading

ოპერაცია “მერკური”


უვერტურა

1941 წლის აპრილში ბალკანეთის ლაშქრობის მსვლელობისას გერმანიამ და იტალიამ კონტინენტური საბერძნეთის ოკუპირება მოახდინეს. რა თქმა უნდა, ამით კონტროლი არ დამყარებულა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და მხოლოდ აქედან ინგლისის გაძევების დასაწყისს წარმოადგენდა. ამისათვის საჭირო იყო სუეცის არხის, კვიპროსისა და მალტის წართმევა, თუმცა უპირველეს ამოცანას კრეტის დაკავება წარმოადგენდა.

Continue reading

Ju.87-ის ევროპული კარიერა


Ju.87-ის ევროპული კარიერა

პოლონეთი, დანია, ნორვეგია, ბელგია, საფრანგეთი…

ესპანეთის შედგომ „შტუკების“ სამიზნედ პოლონეთი იქცა. პოლონეთზე თავდასხმაში მონაწილეობდა ლუფტვაფეს შემდეგი ქვედანაყოფების Ju-87-ები:

Continue reading

პანტერები კურსკის შვერილზე


პანტერები კურსკის შვერილზე

k-r_w-kdaw8

(ჟურნალი “ტანკომასტერი” — 1999. — No 5)

ტანკ “პანტერაზე” მრავალი წიგნი და სტატიაა დაწერილი. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამ სახელგანთქმული საბრძოლო მანქანის შესახებ ახალს უკვე ვერც ვერაფერს ვიტყვით. და, მიუხედავად ამისა, “პანტერების” ისტორიაში მრავლადაა ე.წ. “თეთრი ლაქები”, რომლების ჯერაც უცდიან თავიანთ მკვლევარებს. ერთ-ერთ ასეთ “ლაქას”, როგორც აღმოჩნდა, წარმოადგენს “პანტერების” გამოყენება 1943 წლის ივლისში ოპერაცია “ციტადელის” მსვლელობის დროს.

Continue reading

ფალუჯის პირველი შტურმი – ოპერაცია “Vigilant Resolve” (აპრილი 2004)


სუნიტური სამკუთხედი

ფალუჯის პაციფიკაციისკენ მიმართული ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელმაც მიიღო კოდური სახელწოდება “ფხიზელი გადაწყვეტილება” (Vigilant Resolve), ფაქტიურად 2004 წლის 4 აპრილს დაიწყო, როდესაც საზღვაო ქვეითებმა ბლოკპოსტებით, ტანკებით, ჯავშანმანქანებითა და “ჰამვებით” გადაკეტეს ქალაქის ყველა მისადგომი, მთლიანად მოწყვიტეს რა ქალაქი გარესამყაროს, და ამით პრაქტიკაში მოახდინეს საყოველთაოდ მიღებული ამერიკული საბლოკადო ტაქტიკის ქმედითობის დემონსტრირება.

Continue reading

ადმირალ იამამოტოს უკანასკნელი გაფრენა


ოპერაცია შურისძიება

1943 წლის 17 აპრილის საღამოს ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-13 საჰაერო არმიის სარდლობამ ვაშინგტონიდან ზესაიდუმლო შეტყობინება მიიღო. საზღვაო დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომდევნო დილით იაპონიის გაერთიანებული ფლოტის სარდალი რაბაულადან ბუგენვილში მიფრინავდა. ადმირალი ისოროკუ იამამოტო მოწინავე სამხედრო-საზღვაო ბაზების ინსპექციას ასრულებდა, და შემთხვევით მოხვდა ამერიკული Р-38-ის ტიპის გამნადგურებლების მოქმედების არეალში, რომლებიც კუნძულ გუადალკანალის აეროდრომზე ბაზირებდნენ.

Continue reading

პოლკოვნიკ დულიტლის რეიდი


პოლკოვნიკ დულიტლის რეიდი


როდესაც წყნარ ოკეანეში ომი დაიწყო, თავიდან სტრატეგიული ინიციატივა იაპონელებს ეპყრათ ხელთ. იაპონურმა არმიამ ამერიკელებს მრავალი მნიშვნელოვანი მარცხი მიაყენა: პერლ-ჰარბორი, კლარკ-ფილდი, უეიკი, გუამი და მანილა. აუცილებელი იყო რევანში. 1942 წლის 10 იანვარს, შაბათ დღეს, კომანდორი ფრენსის ს. ლოუ, აშშ-ის ფლოტის სარდალ ადმირალ ერნსტ ჯ. კინგის შტაბის ოპერატიული ოფიცერი, უახლესი ამერიკული ავიამზიდის – „ჰორნეტის“ – დასათვალიერებლად ნორფოლკის ბაზაზე ჩავიდა. როდესაც ლოუს თვითმფრინავმა უკვე სიმაღლე აიღო და ვაშინგტონისკენ გაემართა, ლოუმ მეზობელ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე დატანილი ხაზი შენიშნა. ამერიკულ ბომბდამშენთა წყვილი ამ მომენტში სასწავლო ფრენებს ახორციელებდა აეროდრომის შეზღუდულ ზოლებზე. სწორედ მაშინ ლოუს თავში დაებადა იაპონიის დედაქალაქზე იერიშის განხორციელების გეგმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების საშუალო ბომბდამშენების გამოყენებით.

Continue reading

თავდასხმა პერლ-ჰარბორზე


თავდასხმა პერლ-ჰარბორზე

პერლ-ჰარბორის ტრაგედიის მიზეზებზე ცალსახა პასუხის გაცემა, ალბათ, შეუძლებელია.  ამერიკელი ისტორიკოსები მეტწილად აქცენტირებენ იაპონელთა თავდასხმის მოულოდნელობასა და „მუხანათობაზე“. მართლაც, 1930-იანი წლების რთულ საერთაშორისო ვითარებაში აშშ მთელი ძალებით ცდილობდა შეენარჩუნებინა მშვიდობა წყნარ ოკეანეში და არ დაეშვა ურთიერთობების გამწვავებას იაპონიასთან. აკეთებდა ამას არა მხოლოდ და არა იმდენად მშვიდობისმოყვარეობიდან გამომდინარე.  უბრალოდ ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდლობა თვლიდა, რომ მათი ქვეყანა მზად არ იყო მომავალი მსოფლიო ომის ორ ფრონტზე ბრძოლისთვის, და პრიორიტეტის სახით ევროპის მიმართულება აირჩია. ამერიკელები არა მხოლოდ არ ერეოდნენ იაპონია-ჩინეთის ომში, არამედ რეაგირებაც კი არ მოახდინეს იაპონური თვითმფრინავების მიერ ამერიკული საკანონერო გემ „პენაის“ განადგურებაზე, რომელმაც ბორტზე მიიღო აშშ-ის საელჩოს ევაკუირებული თანამშრომლები (ინციდენტი მოხდა 1937 წლის 12 დეკემბერს მდინარე იანძზე).

Continue reading

„ზეზუსტი მსროლელები“ ვერმახტიდან


„ზეზუსტი მსროლელები“ ვერმახტიდან

როდესაც საუბარია მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სნაიპინგის შესახებ, მაშინ, როგორც წესი, საბჭოელ სნაიპერებს იგონებენ.  მართლაც, სნაიპერული მოძრაობის ისეთი მასშტაბები, როგორიც იმ წლებში წითელ არმიაში იყო, არც ერთ სხვა არმიაში არ ყოფილა, ხოლო საბჭოელი სნაიპერების მიერ განადგურებული მტრის ჯარისკაცებისა და ოფიცრების საერთო რაოდენობა ათობით ათასს მოითვლის.

Continue reading