HK MP-5


MP-5

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი

9×19 მმ კალიბრის ვაზნაზე გათვლილი Heckler und Koch-ის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP-5 არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ცეცხლსასროლი იარაღი თავის კლასში. ამ პისტოლეტ-ტყიამფრქვევის შემუშავება  1960-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო, იარაღის პირველი პროტოტიპებს HK MP-54-ებად, ან უბრალოდ HK 54-ებად მოიხსენიებდნენ.

1966 წელს, გერმანიის პოლიციამ და სასაზღვრო დაცვამ პისტოლეტ- ტყვიამფრქვევი HK 54 შეიარაღებაში ახალი დასახელებით – MP-5-ით მიიღო. თავდაპირველად იარაღის მხოლოდ ორი ვერსია არსებობდა – MP-5 ფიქსირებული კონდახით და MP-5A1 – ტელესკოპურად დასაკეცი კონდახით. 

რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანია Heckler und Koch-მა MP-5-ს მცირედი მოდიფიკაცია ჩაუტარა; შეიცვალა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სამიზნეები (არსებული ღია ნაჭდევიანი ასაწევ-დასაწევი უკანა სამიზნე შეიცვალა დოლურის მსგავსი მბრუნავი დიოპტერული სამიზნით, ხოლო წინა მარტივი პისტოლეტის მსგავსი სამიზნის ნაცვლად წრისებური სამიზნე დამაგრდა) და მისი ლულის დაბოლოება.

მოდერნიზაცია ასევე შეეხო იარაღის მჭიდებსაც: MP-5-ის ადრინდელი ვარიანტების მჭიდები არა მოხრილი, არამედ სწორი იყო. მჭიდის მოხრამ აამაღლა მისი საიმედოობა. ასევე მოდერნიზება განიცადა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დამრტყმელ-გამშვებმა მექანიზმმა – ის თავდაპირველად დაშტამპული ფოლადისაგან, ხოლო პისტოლეტის სახელური პოლიმერული  მასალებისაგან იყო დამზადებული. მოდერნიზაციის შემდეგ  კი თითქმის ყველაფერი პოლიმერული მასალებისაგან დამზადდა. იარაღზე ასევე შესაძლებელი გახდა რამდენიმე ცეცხლის წარმოების რამდენიმე რეჟიმის შერჩევაც.

წლების განმავლობაში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP-5 მსოფლიოს მაშტაბით მრავალი ქვეყნის პოლიციის, უსაფრთხოებისა და შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში იქნა მიღებული, მათ შორის  გერმანიის პოლიციისა და სასაზღვრო ძალების, ბრიტანეთის პოლიციისა და არმიის ელიტური სპეცრაზმ SAS-ის, ამერიკული პოლიციის, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის შეიარაღებაშიც იმყოფება.

MP-5-ის სერიული წარმოება კომპანია Heckler und Koch-ის მიერ გერმანიაში ამჟამადაც  მიმდინარეობს. გარდა გერმანიისა, იარაღი ლიცენზიურად ასევე იწარმოება საბერძნეთის, პაკისტანისა და მექსიკის მიერაც.

ამ გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ერთადერთ რეალურ კონკურენტად მხოლოდ ებრაული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი UZI-ი მიიჩნევა, რომელიც ასევე ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და შეიარაღებაში ყოფნის თითქმის სამოცწლიანი სტაჟი გააჩნია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ MP-5 არ იმყოფება გერმანიის არმიის – ბუნდესვერის შეიარაღებაში. შესაძლებელია, რომ ეს ფაქტი ეკონომიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიის არმიას MP-5-ის ნაცვლად შეიარაღებაში MP-2-ები ჰქონდა, რომლებიც ებრაული UZI-ის ბელგიაში წარმოებული ლიცენზირებული ვარიანტი იყო. ამჟამად MP-2-ების ჩანაცვლება უახლესი MP-7-ებით მიმდინარეობს.

MP-5-ის წარმატების საიდუმლო არის ის, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და საიმედო იარაღია. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ახასიათებს ერთეულოვანი გასროლების ძალიან მაღალი სიზუსტე, რისი ერთ-ერთი უდიდესი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ სროლა ჩაკეტილი საკეტიდან წარმოებს. გარდა ამისა, იარაღის წარმატებას ასევე შეუწყო ხელი მისმა მოსახერხებელმა დიზაინმა და, რა თქმა უნდა, კარგმა მარკეტინგმაც.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არცერთ ამჟამინდელ პისტოლეტ-ტყიამფრქვევს არ შეუძლია ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს MP-5-ს პოპულარულობის მხრივ (ებრაული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ UZI-ის სერიული წარმოება ამჟამად არ მიმდინარეობს).

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP-5 სხვა არაფერია თუ არა Heckler-Koch G3-ის ტიპის საიერიშო შაშხანის შემცირებული ვერსია. MP-5 იყენებს იგივე საბაზისო კონსტრუქციას დაშტამპული ფოლადის ლულის კოლოფითა და ავტომატიკის მუშაობის იგივე პრინციპით – ორივე იარაღი ნახევრად თავისუფალი საკეტის მუშაობის პრინციპს იყენებს.

MP-5-ზე შესაძლებელია ცეცხლის წარმოების სამი რეჟიმის – ნახევრად ავტომატურის, სრულად ავტომატურისა და 2-3-ტყვიიანი ჯერის შერჩევა. იარაღის ცეცხლის წარმოების რეჟიმის გადამრთველ ბერკეტს მცველის ფუნქციაც აქვს შეთავსებული.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის წარმოება ყოველთვის ჩაკეტილი საკეტიდან წარმოებს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სროლის სიზუსტეს, განსაკუთრებით ერთეულოვანი გასროლების შემთხვევაში. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ამავდროულად ზღუდავს ინტენსიური ცეცხლის წარმოების ხანგრძლივობას, ვინაიდან საკეტის სწრაფად გადახურებას იწვევს, რაც თავის მხრივ პრობლემებს მიზეზი და იარაღის მოქმედების შეფერხების, ე.წ. გაჭედვის მიზეზი შეიძლება გახდეს.

იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ეს პრობლემა, შესაძლებელია MP-5-ის გადასატენი სახელურის უკანა პოზიციაში, სპეციალურ ნაჭდევში ჩაკეტვა, რაც საკეტის ღია პოზიციაში დატოვებისა და მისი გაგრილების საშუალებას იძლევა. ოღონდ ლულაში ამ დროს ვაზნა არ იქნება.

სროლის ხელახლა განახლებისათვის კი მხოლოდ გადასატენი სახელურის ნაჭდევიდან მარტივი მოძრაობით გათავისუფლება და, რა თქმა უნდა, სასხლეტის გამოკვრაა საჭირო.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ MP-5-ის თანამედროვე ვარიანტების ლულებზე შესაძლებელია სწრაფად მოსახსნელი  მაყუჩების დაყენება. იარაღები სტანდარტულად აღჭურვილია ღია ტიპის სამიზნეებით.

საჭიროების შემთხვევაში სპეციალური სწრაფად მოსახსნელი დამჭერების წყალობით იარაღზე შესაძლებელია ღამის, ოპტიკური და წითელწერტილიანი სამიზნე მოწყობილობების დამონტაჟება. იარაღის სტანდარტული მჭიდი 30 ვაზნის ტევადობისაა, თუმცა ასევე არსებობს შემცირებული 15 ვაზნის ტევადობის მჭიდებიც.

1980-90-იან წლებში შემუშავდა და შეზღუდული რაოდენობით იწარმოებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სპეციალური ვერსიები ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანიზაციებისათვისა და სამოქალაქო ბაზრისათვის. ეს ვერსიები, სტანდარტული 9×19 მმ კალიბრის ვაზნების ნაცვლად, გაცილებით უფრო მძლავრ 10mm Auto-სა (10×25 მმ ) და .40 S&W-ის (10×22 მმ ) ტიპის ვაზნებზე იყო გათვლილი. იარაღის ამ ვერსიების გარჩევა სტანდარტული 9 მმ კალიბრის მოდელებისაგან მარტივად არის შესაძლებელი მათი სწორი 30-ვაზნიანი პლასტმასისაგან დამზადებული მჭიდის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მაყუჩის დამაგრება MP-5-ის ყველა ვარიანტზეა შესაძლებელი, ასევე არსებობს განსაკუთრებული ვარიანტი, რომელიც  ინტეგრირებული მაყუჩით არის აღჭურვილი, ეს ვარიანტია MP5SD2, ან იგივე SD3 (განსხვავებული დასახელება იარაღს განსხვავებული კონდახების გამო აქვს). ამ ვარიანტის ლულის ბოლოში ინტეგრირებული მაყუჩია დამაგრებული, რომლის მოხსნაც შეუძლებელია. გარდა ამისა MP5SD2-ს დახვრეტილი ლულა გააჩნია, რომელსაც ტყვიის საწყის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე დაბლა ჩამოყავს. MP-5SD-ც სტანდარტულ 9-მმ-იან ვაზნებს იყენებს, მისთვის არ არის გათვალისწინებული სპეციალური ქვებგერითი ვაზნები.

MP-5-ს ასევე გააჩნია ნახევრადავტომატური ვარიანტებიც, რომლებიც სამოქალაქო სექტორისათვის არის გათვლილი. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია, მაგალითად, HK-94,  რომელსაც ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად 406 მმ სიგრძის ლულა გააჩნია. ამერიკაში ასევე არის კომპანია Special Weapons LLC-ი, რომელიც პისტოლეტის სხვადასხვა კალიბრზე, მათ შორის  .45ACP-ზე გათვლილ MP-5-ის ნახევრად ავტომატურ ასლებს აწარმოებს, სამოქალაქო ბაზრისთვის.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:

MP-5A2

MP-5A3

კალიბრი

9x19mm Parabellum (ასევე .40S&W და 10mm Auto)

წონა(ცარიელი)

2.54 კგ

2.88 კგ

სიგრძე

680 მმ

490 / 660 მმ

ლულის სიგრძე

225 მმ

სროლის ტემპი

800 გასროლა/წთ

მჭიდის ტევადობა

15 ან 30 ვაზნა

 

იხილეთ აგრეთვე:

HK MP7

FN P90

Heckler & Koch G36

2 thoughts on “HK MP-5

  1. Good Morning

    I hope you are well.

    I would like to contribute to your blog one of the articles I have written on blockchain-based gun control.

    I have saved the article on my google drive which you can find here:

    https://drive.google.com/drive/folders/12vxe0Uo7O1Qzon2Yuj0AhGI3dxJaONIo?usp=sharing

    I am sorry but I did not have any time to find any royalty free images so it would be fab if you could add some.

    I will try to write up a few more articles on my gun collection as and when I get some free time!

    I hope your readers enjoy reading my article. It would be great if you could send me a link once you have had a chance to put it up so that I could show it off to my friends haha!

    Cheers

    Tony

  2. Hi there,

    My name is Taylor and I work at WhiteboardVideoService.com.

    I’m mailing you because I found your site: wordpress.com and was wondering if you are interested in adding a whiteboard style animated video? If you are not the person to contact I would be very grateful if you could pass this message to them.

    Here are some of the video styles I create:

    1. Whiteboard style

    2. Niche specific Animated explainers

    3. Chalkboard/Glassboard style

    4. Kinetic typography

    5. Presentation style

    If you are interested please let me know, and if none of them speak to your imagination I do many other styles as well, so please do reach out to me personally.

    I’ve made quite a lot of interesting, engaging videos, you can see over 40 examples I did for other sites on WhiteboardVideoService.com

    The videos are very cool and it’s really amazing what I can create for you. I do everything including script, music and voiceover. It will really help bring your website to life, engage your users and help you stand out from your competitors. So head over to WhiteboardVideoService.com today.

    If you prefer me to show and talk through the video styles, I would be very happy to call you. I have some time later this week and early next, so please let me know when, and the best number I can reach you on.

    Kind regards,

    Taylor Jones

    Video Magician at WhiteboardVideoService.com

    PS: You are probably wondering, even if I would like a video, I’m very busy, what do I have to do?
    After you purchase, I only need your website link. Yes, really.

    PPS: It you are interested, you are certainly thinking, how much?
    The first completely done for you video is only $77, including custom script, video and music (the next is $97). If you would like a voice over as well, it’s only $177. Head over to WhiteboardVideoAnimationService.com to see what I can do for you today.

    PPPS: If this is not of interest please accept my apologies and reply with no with your site in the subject line so you are not bothered again.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s