AF2011-A1


AF2011-A1

ორლულიანი ნახევრად ავტომატური პისტოლეტი

2011 წელს, ლეგენდარული პისტოლეტის, Colt 1911-A1-ის შექმნიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არმიას მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან დღემდე ემსახურებოდა,  იარაღების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანია Arsenal Firearms-მა ორლულიანი პისტოლეტი AF2011-A1 შექმნა.

ცეცხლსასროლი იარაღის ორლულიანი დიზაინი ძალზე პოპულარულია გლუვლულიან სანადირო თოფებში, სხვა სახის ცეცლსასროლ იარაღებში კი ეს უკიდურესად იშვიათი მოვლენაა და ისიც მხოლოდ საკოლექციო მოდელებში.

AF2011-A1 პირველი სერიულად წარმოებული ორლულიანი ნახევრად ავტომატური პისტოლეტია. მისი შექმნის იდეა დაახლოებით ათი წლის წინ შვეიცარიელ მეიარაღეს, ვივიან მიულერს დაებადა. ეს ადამიანი მაშინ ექსპერიმენტებს ატარებდა და ცნობილი პისტოლეტის, Sig P210-ის სხვადასხვა ნაწილებს ჯერ ერთმანეთზე ადუღებდა, ხოლო შემდეგ ერთმანეთისაგან აცალკევებდა. ამ ექსპერმინეტების შედეგად მან მიიღო გრძელსაკეტიანი, ორლულიანი  9-მმ-იანი, დეკორატიულად მორთული საკოლექციო პისტოლეტი, რომელიც ნამდვილად კარგად ისროდა.

იდეას ხორცი შეესხა და მსოფლიოში პირველი სერიულად წარმოებული ორლულიანი პისტოლეტი შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ AF2011-A1 არ არის მსოფლიოში პირველად შექმნილი ორლულიანი პისტოლეტი, თუმცა კი ის ნამდვილად არის პირველი ნახევრად ავტომატური ორლულიანი პისტოლეტი, რომელიც .45 კალიბრიან ვაზნებზეა გათვლილი.

ორი ლულის წყალობით,  AF2011-A1-ს 16 ტყვიის გასროლა სამ წამში შეუძლია – პისტოლეტი ერთდროულად ორ-ორ ვაზნას ისვრის. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ, როგორც ამბობენ, პისტოლეტი საკმაოდ კარგი სიზუსტითა და მაღალი შექუჩულობით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტს ორი ლულა გააჩნია, მისი სხვა ძირითადი გარეგანი დეტალები გაორმაგებული არ არის, ანუ პისტოლეტს გააჩნია ერთი საკეტი, ერთი სახელური და ერთი დამცველი. გარდა ამისა, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე შესაძლებელია პისტოლეტზე ცალ-ცალკე, ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე ორი ან მხოლოდ ერთი სასხლეტის კავისა და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გამოყენება. ორი განცალკევებული სასხლეტის გამოყენების შემთხვევაში კი მსროლელს პისტოლეტის ორიდან ერთ-ერთი მისთვის სასურველი ლულიდან შეუძლია გასროლის განხორციელება.

AF2011-A1-ს მრავალი განსაკუთრებული ნაწილი აქვს, როგორიც არის, მაგალითად, ერთი საკეტი, ერთი ჩარჩო, ორმაგი ჩახმახის ერთი დეზი, ერთი დამცველი, ერთი, თუმცა ორი განყოფილების მქონე მქონე მჭიდი და სხვა მრავალი, თუმცა ამათგან ახალი პისტოლეტის ყველაზე საინტერესო საყურადღებო მახასიათებელი არის ის, რომ AF2011-A1-ის დეტალთა დიდი ნაწილი ურთიერთშეცვლადია  სტანდარტულ Colt 1911-ის ანალოგიურ დეტალებთან.

AF2011-A1-ის მჭიდში 16 ცალი .45 ACP-ს ტიპის ვაზნა თავსდება. ვაზნები მჭიდში ორ რიგად არის განთავსებული. რეალურად, პისტოლეტს ორი 8-8 ვაზნიანი მჭიდი აქვს, თუმცა ისინი ერთ ძირზეა ბაზირებული.

პისტოლეტის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი Colt 1911-A1-ის მსგავსია და საკეტის მცირე უკუსვლაზეა დაფუძნებული.

როგორც მაწარმოებელი კომპანია იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პისტოლეტის სახელური ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო სქელია, იგი ხელში ისევე თავსდება როგორც სხვა .45-კალიბრიანი პისტოლეტები.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, პისტოლეტი საკმაოდ კარგი სიზუსტით გამორჩევა, თუკი იარაღის არატრადიციულ დიზაინს გავითვალისწინებთ. მწარმოებელთა მტკიცებით, AF2011-A1-იდან გასროლილი 16-ვე ტყვია 15 იარდის ( 13.7 მეტრი)  სიშორეზე მყოფ სამიზნეზე დაახლოებით ფორთოხლისხელა ჯგუფს აკეთებს. ხოლო 25 იარდიდან (22.8 მეტრიდან) სროლის შემთხვევაში სამიზნეზე ტყვიების ჯგუფი დაახლოებით საზამთროს დიამეტრის ზომის ფართობს იკავებს.

პისტოლეტის ორივე ლულიდან ერთდროულად გასროლისას მნიშვნელოვნად იმატებს იარაღის ე. წ. „შემაჩერებელი ძალა“, რაც მოწინააღმდეგის ერთი გასროლით შეჩერებისა და მიწაზე დაგდების შესაძლებლობას იძლევა. იარაღიდან ერთდროულად გასროლილი ორი ტყვიის მასა 460 გრანზე მეტია. ისინი, სროლის დისტანციიდან გამომდინარე, სამიზნეს ერთმანეთისაგან ერთი ან ორი დუიმის დაშორებით ხვდებიან.

AF2011-A1-ის ტიპის პისტოლეტის შემაჩერებელი ძალა მართლაც რომ საშინელია: ერთდროულად გასროლილ .45-კალიბრიან  ორ ტყვიას, რომელთა საერთო წონა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 460 გრანს აღემატება შეუძლია მიწაზე დასცეს არათუ ადამიანი, არამედ ხარიც კი და თან სრულიად უპრობლემოდ. ეს ასევე ნიშნავს, რომ პისტოლეტს შეუძლია სამი წამის განმავლობაში სამიზნისათვის 3 600 გრანზე მეტი საერთო წონის 16 ტყვია დაახალოს. შედარებისათვის იგივეს გასაკეთებლად 9 მმ კალიბრის ჩვეულებრივ ერთლულიან პისტოლეტს 10-ჯერ მეტი დრო დასჭირდებოდა, ამში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია მისი ხელახალი გადატენვის დროც.

როგორც ამბობენ, ამ იარაღის სროლა არა მხოლოდ ძალიან სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, არამედ ძალიან სახალისოც არის.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:

ტიპი

ნახევრად ავტომატური

ავტომატიკა

მოკლე უკუცემა, Colt 1911-A1-ის ავტომატიკის ანალოგიური

კალიბრი

.45 ACP; .38 Super Auto

მჭიდი

2 მჭიდი, თითოეული 8-8 ვაზნიანი

პისტოლეტის სიგრძე

220 მმ

ლულის სიგრძე

125 მმ

პისტოლეტის სიმაღლე

145 მმ

პისტოლეტის სიგანე

50 მმ

პისტოლეტის წონა

1.850 გრ. (ცარიელი)

 იხილეთ აგრეთვე:

1 thoughts on “AF2011-A1

დატოვეთ კომენტარი