ADATS


ADATS

ჰაერსაწინააღმდეგო – ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა

ამერიკული წარმოების თვითმავალი სარაკეტო კომპლექსი ADATS-ი (Air Defense Anti-Tank System – საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა) ორმაგი დანიშნულებისაა და განკუთვნილია როგორც მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი (მათ შორის დაბალ სიმაღლეზე მფრენი) თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა თუ უპილოტო საფრენი აპარატების, ისე  სახმელეთო შეჯავშნული სამიზნეების (მაგალითად, ძირითადი საბრძოლო ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების და ა. შ.) აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. აღნიშნული კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია როგორც მობილური, ისე სტაციონარული ობიექტების დასაცავად.

Continue reading

Negev


Negev

 ხელის ტყვიამფრქვევი

გასული საუკუნის  80-იანი წლების მიწურულს ისრაელის თავდაცვთმა ძალებმა – ცაჰალმა – 5.56-მმ-იანი მსუბუქი ხელის ტყვიამფრქვევის შექმნის საჭიროება დაინახა. ახალ იარაღს სრულიად უნდა ჩაენაცვლებინა საიმედო, თუმცა ქვეითებისათვის საკმაოდ მძიმე 7.62-მმ-იანი  FN MAG-ი ტიპის ტყვიამფრქვევები.

Continue reading

CAESAR


CAESAR

თვითმავალი საარტილერიო დანადგარი

ფრანგული წარმოების 155-მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი CAESAR-ი (CAmion Equipé d’un Système d’ARtillerie- საარტილერიო სისტემით აღჭურვილი სატვირთო ავტომობილი) ფრანგული კომპანია  Nexter Systems-ის (ყოფილი Giat-ი) მიერ შემუშავდა. თითმავალი საარტილერიო სისტემა 155-მმ-იანი ჰაუბიცითაა შეიარაღებული, რომლის ლულის სიგრძე 52 კალიბრია. საარტილერიო დანადგარი Renault Sherpa 10-ის ტიპის 6×6 სავალი ნაწილის ფორმულის მქონე შასიზეა ბაზირებული, თუმცა თავდაპირველად სისტემებს Unimog U2450-ის ტიპის შასიზე ათავსებდნენ.

Continue reading

FV510 Warrior


FV510 Warrior

ქვეითთა საბრძოლო მანქანა

ბრიტანული მუხლუხა ქვეითთა საბრძოლო მანქანა FV510 Warrior-ზე მუშაობა კომპანია Alvis Vickers-მა (ამჟამინდელმა BAE Systems Land Systems-მა) დაიწყო. ახალი საბრძოლო მანქანით ბრიტანეთის არმიაში მოძველებული FV430-ის სერიის ჯავშანმანქანების ჩანაცვლება მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ Warrior-ი არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეითთა საბრძოლო მანქანის დასახელებას, არამედ მუხლუხა ჯავშანმანქანების მთელი ოჯახის სახელწოდებას წარმოადგენს.

Continue reading