MBT Revolution


 MBT Revolution

„რაინმეტალის“ მისიაზე ორიენტირებული მოდერნიზების მოდულარული პროგრამა ძირითადი საბრძოლო ტანკებისათვის

2010 წელს გერმანულმა კომპანია Rheinmetall-მა ძირითადი სარძოლო ტანკების მოდერნიზაციის ახალი კონცეპცია შეიმუშავა, სახელწოდებით – MBT Revolution-ი. 2011 წელს კი საერთაშორისო თავდაცვით გამოფენა IDEX – 2011-ზე წარმოდგენილი იქნა ტანკი Leopard-2, რომელიც ზემოთ აღნიშნული სტანდარტის მიხედვით იყო მოდერნიზებული.

Continue reading

9К79-1 Точка-У


9К79-1 Точка-У

ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი

სადივიზიონო სარაკეტო კომპლექს Точка-ს შემუშავება, მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, 1968 წლის 4 მარტიდან დაიწყო. ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ტოჩკა“ განკუთვნილია მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში წერტილოვანი, მცირე ზომის სამიზნეების გასანადგურებლად, კერძოდ კი ისეთების, როგორიცაა:  სადაზვერვო-მოიერიშე კომპლექსების სახმელეთო საშუალებები, სხვადასხვა სახეობის ჯარების მართვის პუნქტები, შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების სადგომები, სარეზერვო ჯარების დაჯგუფებები, საბრძოლო საშუალებათა საცავები, საწვავის მარაგები და სხვა მატერიალური საშუალებები.

Continue reading

RM-70


RM-70

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

1960-იანი წლების მიწურულს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის თავდაცვითმა მრეწველობამ   მუშაობა დაასრულა ზალპური ცეხლის რეაქტიულ სისტემა RM-70-ზე,  რომელიც საბჭოური წარმოების ანალოგიური ტიპის საბრძოლო მანქანაზე – БМ-21 „გრადზე“  იყო ბაზირებული.  RM-70-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების სერიული წარმოება 1970 წლიდან დაიწყო. ამჟამინდელი მონაცემებით აღნიშნული საარტილერიო სისტემები  ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, საქართველოს, ანგოლის, ინდონეზიის, ირანის, ლიბიის, ზიმბაბვესა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში იმყოფება. 

Continue reading

Ми-24


Ми-24

მრავალმიზნობრივი დამრტყმელი შვეულმფრენი

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ ვიეტნამში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სპეციალიზირებული საბრძოლო შვეულმფრენების წარმატებით გამოყენებამ, ხოლო ამის შემდეგ მსგავსი ტიპის შვეულმფრენების სხვა ქვეყნების არმიებში გამოჩენამ, საბჭოთა კავშირში ასეთივე შვეულმფრენის შემუშავების აუცილებლობა გამოიწვია.

Continue reading