Стрела-2 – Стрела-2М


Стрела-2  – Стрела-2М

გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი

Стрела-2

შექმნის ისტორია

გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექს (გსსკ) „Стрела-2“-ის შესაქმნელად სამუშაოები სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1960 წლის 25 აგვისტოს მიღებული დადგენილების შესაბამისად დაიწყო. ამ დროისათვის მიღებული იქნა შეზღუდული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ში 1958 წელს დაწყებული იქნა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შემუშავება, რომელსაც პასიური სითბური თვითდამიზნების თავაკით (თდთ) აღჭურვილი რაკეტა გააჩნდა. მით უფრო, რომ 1950-იანი წლების მიწურულს ამერიკული ტელევიზიით ნაჩვენები იქნა მსროლელის მხარზე შემოდებული გამშვები მილიდან საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ რაკეტის გასროლაც. აღნიშნულმა ფაქტმა დაადასტურა გადასატანი საზენიტო სარაკეტო იარაღის შექმნის რეალური შესაძლებლობები. როგორც ცნობილია, ასეთი იარაღი აშშ-ში 1965 წელს იქნა შექმნილი, მისი სახელწოდება იყო „რედ აი“.

Continue reading

F/A-18E/F Super Hornet


F/A-18E/F Super Hornet

საგემბანო გამანადგურებელ-ბომბდამშენი

საგემბანო გამანადგურებელ-ბომბდამშენი F/A-18 „ჰორნეტი“, რომელიც სახმელეთო ბაზირების ექსპერიმენტული გამანადურებლის, Northrop YF-17-ის (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ მეოთხე თაობის მსუბუქი გამანადგურებლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში General Dynamics YF-16-ის მთავარი მეტოქე) ბაზაზე 1970-იანი წლების მეორე ნახევარში შეიქმნა, დასაწყისიდანვე განკუთვნილი იყო როგორც წმინდა „გამანადგურებლური“ მოვალეობების, ისე დამრტყმელი ამოცანების შესასრულებლად.

Continue reading

ერიხ ჰარტმანი


ერიხ ჰარტმანი

ერიხ ჰარტმანი (Erich Hartmann) გერმანელი სამხედრო მფრინავი და მეორე მსოფლიო ომის და ზოგადად, ყველაზე შედეგიანი ასი.  გამარჯვებათა საერთო რაოდენობა – 352 (ყველა მათგანი აღმოსავლეთის ფრონტზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 7 ერთეული გამანადგურებელი P-51 „მუსტანგი“ რუმინეთის თავზე). პიველი ბრძოლა: აღმოსავლეთის ფრონტი, 1942 წლის ოქტომბერი. გაფრენათა საერთო რაოდენობა: 1425. დაჯილდოვებულია რაინდის ჯვრით მუხის ფოთლებით, ხმლებითა და ბრილიანტებით.

Continue reading

კურსკის ბრძოლა


კურსკის ბრძოლა

საბჭოთა კავშირის არმიის უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკი 1943 წლის მარტში სტრატეგიული შეტევის გეგმაზე მუშაობდა, რომლის ამოცანასაც გერმანული არმიათა ჯგუფების, „სამხრეთისა“ და „ცენტრის“ ძირითადი ძალები განადგურება და  მოწინააღმდეგის თავდაცვის შემუსვრა წარმოადგენდა, სმოლენსკიდან შავი ზღვამდე არსებულ ფრონტზე. განზრახული იყო, რომ საბჭოთა ჯარები პირველად უნდა გადასულიყვნენ შეტევაზე. თუმცა კი, აპრილის შუა რიცხვებში იმ მონაცემების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ვერმახტის სარდლობა კურსკზე შეტევის განხორციელებას გეგმავდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საბჭოელებს გერმანული ჯარები მძლავრი თავდაცვით უნდა დაეუძლურებინათ, ხოლო შემდეგ კი კონტრიერიშზე გადასულიყვნენ. სტრატეგიული ინიციატივის მფლობელმა საბჭოთა მხარემ, წინასწარი განზრახვით, საბრძოლო მოქმედებები არა შეტევით, არამედ თავდაცვით დაიწყო. მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ ეს ჩანაფიქრი გამართლებული იყო.

Continue reading