იარაღი ცივილიზაციაა


იარაღი ცივილიზაციაა

წერილის ავტორი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარი მაიორი ლ. ქაუდილი

ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის მხოლოდ ორი გზა გააჩნიათ: არგუმენტი და ძალა. თუ გსურთ, რომ მე რაღაც გავაკეთო თქვენთვის, თქვენ ამისთვის ორიდან ერთ-ერთი უნდა ამოირჩიოთ  – ან დამარწმუნოთ არგუმენტით ან მაიძულოთ შევასრულო თქვენი ბრძანება ძალის გამოყენების მუქარით. ყოველი ადამიანური ურთიერთობა ამ ორიდან ერთ-ერთ კატეგორიას მიეკუთვნება გამონაკლისების გარეშე. არგუმენტი ან ძალა, ესაა და ეს.

Continue reading

„რეინჯერის დღე“ – ამერიკული სპეცრაზმის ჩავარდნა


„რეინჯერის დღე“ –  ამერიკული სპეცრაზმის ჩავარდნა

1991 წელს სომალიში სამოქალაქო შეტაკებების მსვლელობისას დიქტატორ სიად ბეირის ცენტრალიზებული ხელისუფლება დამხობილი იქნა. მის ნაცვლად ქვეყანაში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი მებრძოლთა დაჯგუფებები გამეფდნენ. უპირველეს ყოვლისა ბრძოლა დაიწყო სურსათ-სანოვაგის საწყობებისთვის. მთლიანად ჩამოინგრა ეკონომიკა, მათ შორის ამ ქვეყნისათვის ისეთი ტრადიციული დარგი, როგორცაა სოფლის მეურნეობა. სურათს აგრეთვე ავსებდა გვალვა და მოუსავლიანობა. ქვეყანაში შიმშილი დაიწყო.

Continue reading

ОРСИС Т-5000


ОРСИС Т-5000

მაღალსიზუსტიანი სნაიპერული შაშხანა

მაღალი სიზუსტის სნაიპერული შაშხანა ОРСИС Т-5000 (ОРСИС  – ОРужейные СИСтемы; ასევე ORSIS T-5000) სამრეწველო ჯგუფ „Промтехнологии“-ის საიარაღო ქარხანა „ОРСИС“-ის მიერ იწარმოება, რომელიც მოსკოვში მდებარეობს. ეს ქარხანა, რომელიც 2011 წლის მაისში ამოქმედდა,  უნიკალურია რუსული საიარაღო მრეწველობისთვის.

Continue reading

ისრაელის სატანკო ჯარები იომ-ქიფურის ომში: ბრძოლა გოლანის სიმაღლეებისთვის


ისრაელის სატანკო ჯარები იომ-ქიფურის ომში:

ბრძოლა გოლანის სიმაღლეებისთვის

იომ-ქიფურის ომი (რიგით მეოთხე არაბეთ-ისრაელის ომებიდან) ისრაელის სატანკო ჯარების ისტორიაში ყველაზე მძიმე იყო. საქმე თვით ისრაელის სახელმწიფოს არსებობას ეხებოდა. ამ კონფლიქტში ისრაელელებს წინ აღუდგა  არაბული ქვეყნების კოალიცია, რომელშიც ეგვიპტე, სირია, იორდანია და ერაყი შედიოდა. ამასთანავე ჩამოთვლილ ქვეყნებს სერიოზული სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა ჰქონდა სსრკ-ისაგან.

Continue reading

ჰანს-ულრიხ რუდელი


ჰანს-ულრიხ რუდელი

bntlfl9qhg8

ჰაუნს-ულრიხ რუდელი სამართლიანად მიიჩნევა მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ცნობილ სამხედრო მფრინავად. რუდელი ძირითადად, ნელ და მოწყვლად მოპიკირე ბომბდამშენ Ju-87 „შტუკა“-თი დაფრინავდა. არასრულ ოთხ წელიწადში მან 2530 საბრძოლო გაფრენა შეასრულა (ამათგან დაახლოებთ 400 საბრძოლო გაფრენა რუდელმა გამანადგურებელ Focke-Wulf 190-ით შეასრულა, რომლის დროსაც მან 11 საჰაერო გამარჯვება მოიპოვა), რომელიც აღემატება ნებისმიერი სხვა პილოტის ანალგიურ მაჩვენებელს მსოფლიოში.

Continue reading

Barrett REC7


Barrett REC7

საიერიშო შაშხანა

საიერიშო შაშხანა Barrett REC7 (დასახელებაში არსებული აბრევიატურა REC ინგლისურად იშიფრება როგორც „Reliability-Enhanced Carbine“ – „საიმედოობა გაზრდილი კარაბინი“, ხოლო რიცხვი „7“ მისი შექმნის წელს, ანუ 2007-ს აღნიშნავს ) ამერიკული კომპანია Barrett Firearms-ის მიერ არის დაპროექტებული. აღნიშნული იარაღი შედარებით უფრო ადრინდელი მოდელის, M468-ს მოდერნიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ სახელგანთქმული ავტომატურ შაშხანა M16-ის კონსტრუქციის ბაზაზე  შემუშავდა.

Continue reading