სპარსეთის ყურის ომი (ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“). ნაწილი I


სპარსეთის ყურის ომი

(ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“) 

ნაწილი I

1990-1991 წწ. სპარსეთის ყურის ომი, რომლის ყველაზე უფრო აქტიური ფაზაც ცნობილია როგორც ოპერაციაუდაბოს ქარიშხალი“, გახდა პირველი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელმაც ნათლად აჩვენა ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური ომების წარმოების მეთოდები. ის, რაც პირველად იქნა გამოყენებული ერაყსა და ქუვეითში 90-იანი წლების დასაწყისში, შემდგომში დასავლეთის ქვეყნების მიერ განვითარებული ომის წარმოების სტანდარტი გახდა. ეს იყოსაერთაშორისო კოალიციისსაფარქვეშ შენიღბული ამერიკული დამრტყმელი მუშტის, ავიაციის გადამწყვეტი როლის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და მაღალტექნოლოგიური იარაღის, აგერეთვე საბრძოლო მოქმედებებთან ერთად კარგად მოფიქრებული და მძლავრი საინფორმაციო კამპანიის გამოყენება.

საბჭოთა კავშირში მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ქუვეითს აგრესიის უდანაშაულო მსხვერპლად, ხოლო საერთაშორისო კოალიციასსამართლიან ძალად წარმოაჩენდნენ, რომელიც სუსტი მხარის დახმარებას ცდილობდა. რაც შეეხება სადამს, ეს მსოფლიო ბოროტების მატარებელი უბრალოდ იმსახურებდა სანიმუშო გაროზგვას. ამასობაში, ერაყი იმავე გარემოებებით იტანჯებოდა, რომლებიც ასევეახრჩობდასაბჭოთა კავშირსაც, და რომლებმაც 1991 წლის დეკემბერში ის რღვევამდე მიიყვანა.

ეს იყო დაბალი მსოფლიო ფასები ნავთობზე, რომლებიც ნაკარნახევი იყო მისი უმსხვილესი ექსპორტიორებისქუვეითისა და საუდის არაბეთის პოლიტიკით. შეგვიძლია მხოლოდ გამოვიცნოთ, თვითონ თვლიდნენ ისინი საჭიროდ ერთი ბარელი ნავთობის 18 დოლარად გაყიდვას თუ მათ ვაშინგტონიდან კარნახობდნენ ამას? გასაგებია, რომ არც ერაყს და არც სსრკ არ შეეძლოთ თავიანთ ნავთობში მეტი მოეთხოვათ, ხოლო ამავე დროს ორივე ეს რეჟიმი უკვე დიდი ხანია მტკიცედ იჯდა ნავთობდოლარების ნემსზე.

თუმცასსრკ გარკვეული მრეწველობა გააჩნდა და ნახევარ ევრაზიასაც იკავებდა, ხოლო ერაყს ბევრად უფრო უარესად ჰქონდა საქმე. ირანთან ომმა ერაყის ბიუჯეტში ვებერთელა ხვრელი დატოვა. ქვეყნის 19 მილიონი მცხოვრებიდან 1 მილიონ ადამიანზე მეტიიარაღქვეშიმყოფებოდა. მისი სატანკო პარკი მანქანების რაოდენობის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებდა (5.5 ათასი ერთეული). ყველაფერმა ამან  ქვეყანა   მიიყვანა იქამდე, რომ ერაყის 45 მლრდ. დოლარის საერთო წლიური ბიუჯეტიდან 13 მლრდ. დოლარი სამხედრო ხარჯებს შეადგენდა. სურათს ავსებდა აგრეთვე მწვავე სოციალური პრობლემები, სახელდობრ, სურსათსანოვაგის ნაკლებობა. ერაყის ეკონომიკა უბრალოდ სულს ღაფავდა.

ქვეყნის შველა მხოლოდ ერთი ზომას, ნავთობზე ფასის ზრდას შეეძლო, თუკი ის ბარელზე მინიმუმ 25 დოლარი გახდებოდა. სწორედ ამის მიღწევას ცდილობდა სადამ ჰუსეინი მეზობლებისსაუდის არაბეთისა და ქუვეითისაგან. თუმცა ამ უკანასკნელებს დასავლეთისთვის ნავთობის დაბალ ფასად მიწოდება სურდათ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ხვდებოდნენ, თუ რა დიდი ომის საფრთხეს უქმნიდნენ თავიანთ ქვეყნებს. შექმნილ სიტუაციაში ერაყის ლიდერს მხოლოდ ერთი თავზე ხელაღებული გადაწყვეტილება რებოდაშეჭრა ჯიუტი მეზობლების ტერიტორიაზე.

ქუვეითში შეჭრის ოფიციალურ მიზეზად დასახელებული იქნა ქუვეითის მიერ ერაყული ნავთობსაბადოებიდან ნავთობისქურდობადახრილი ბურღვის ტექნოლოგიის მეშვეობით. ეს, რა თქმა უნდა, მოგონილ საბაბს წარმოადგენდა. ომის ყველაზე უფრო სავარაუდო  მიზეზი რესურსების მსოფლიო ბაზარზე არსებული ზემოთ აღწერილი სიტუაცია იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულ ერაყს ყოველთვის ჰქონდა სუვერენიტეტის პრეტენზია ქუვეითის ტერიტოტიაზე. 1961 წელს როგორც კი ქუვეითმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ერაყი მაშინვე შეეცადა მიეთვისებინა ეს ტერიტორია, თუმცა ბრიტანული და საუდის არაბული სამხედრო კონტიგენტების ჩასვლამ ქუვეითს დამოუკიდებლობის შენარჩუების საშუალება მისცა. იმისათვის, რათა უზრუნველეყო თავისი შემდგომში უსაფრთხოება, ქუვეითი არაბული ქვეყნების ლიგაში შევიდა. 70-80-იან წლებში ეს პატარა ქვეყანა (პრაქტიკულადქალაქიპორტი მცირე მომიჯნავე ტერიტორიითა და რამდენიმე კუნძულით) ძალიან გამდიდრდა ნავთობის მოპოვების ხარჯზე. ფული ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში ჩაიდო. ქუვეითის მოქალაქეთა ცხოვრების დონე ბევრად აღემატებოდა ერაყელთა ცხოვრების დონეს.

1990 წლის 18 ივლისს ბაღდადმა ოფიციალურად დასდო ბრალი ქუვეითს მოსაზღვრე და სადავო რუმაილას საბადოდან უკანონო ნავთობმოპოვებაში. ქუვეითი ერაყის მისამართით საპასუხო ბრალდებებით გამოვიდა. უკვე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქუვეითს თავიდანვე ჰქონდა საგარეო მხარდაჭერის იმედი. ერაყისა და ქუვეითის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შეფარდებისას, რომელიც 50:1-თან იყო, ნათლად ჩანს, რომ ჰუსეინს  მისი მოწინააღმდეგის ტარაკანივით გაჭყლეტა შეეძლო.

საინტერესოა, რომ ამ კონფლიქტში ერაყს მხარი დაუჭირა მისმა არც თუ დიდი ხნის წინანდელმა მტერმაირანმა. შემდგომში ის თავის ტერიტორიაზე ერაყულ სამხედრო ავიაციას მიიღებს.

1- აგვისტოს ქალაქ ჯიდში (საუდის არაბეთი) ეგვიპტის პრეზიდენტ . მუბარაქის შუამდგომლობით ერაყისა და ქუვეითის მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა დაწყებისთანვე ჩაიშალა. ერაყული მხარის მოთხოვნები ქუვეითის მხრიდან უსასყიდლო მატერიალურ დახმარებასა და ტერიტორიულ დათმობაზე დავიდა. ერაყმაც და ქუვეითმაც იცოდნენ, რომ ეს მოთხოვნები შეუსრულებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქუვეითის მხარეს დროის გაჭიანურება შეეძლო, მან სასწრაფოდ უარყო ერაყის ყველა მოთხოვნა. ახლა უკვე ომი გარდაუვალი იყო.

ერაყის ლიდერს მიაწერენ საუბარს, რომელიც იმავე დღეს ქუვეითის ემირთან გაიმართა. ჰუსეინი, რომელიც ემირს შუა დღის შემდეგ ურეკავს, დაინტერესდა:

         როგორ ბრძანდებით, შეიხ ჯაბერ?

         დიდება ალაჰს, კარგად ვარ, უკვე ვისადილე, – უპასუხა ემირმა.

        ვფიცავ ალაჰს, – თქვა სადამმა, – საუზმობა ქუვეითში შენ უკვე არ მოგიწევს!

შ ე ჭ რ ა

ერაყის ჯარების ქუვეითში შეჭრის სქემა, 1990 წლის აგვისტო

1990 წლის 2 აგვისტოს, ღამის 2.00 სთზე ერაყული დაჯგუფება, რომელიც 120 ათას ჯარისკაცსა და 350 ტანკს მოითვლიდა, ქუვეითის ტერიტორიაზე შეიჭრა. ერაყის ავიაციამ იერიში მიიტანა ქუვეითის დედაქალაქზექუვეითსითიზე.

პირველებმა ქუვეითის ტერიტორიაზე ერაყელმა კომანდოსებმა შეაღწიეს, რომლებიც გზას უსუფთავებდნენ ძირითად ძალებს. ქუვეითის არმიისათვის ერაყელთა თავდასხმა მოულოდნელი გახდა. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იყო, ვიდრე უცნაური, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩებაშეჭრის მომენტში ქუვეითის არმია არ იმყოფებოდა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ერაყულ ჯარებს, რომლებიც ქუვეითის სიღრმეში მიიწევედნენ, ქუვეითელთა მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. მხოლოდ ცალკეულმა ნაწილებმა შეძლეს მოწინააღმდეგესთან შებრძოლება, თუმცა ცენტრთან კოორდინაციის, ზურგის მხარდაჭერისა და შემოჭრილი ძალების ექვსჯერადი რიცხობრივი უპირატესობისას, ყველა ეს მცდელობა განწირული იყო წარუმატებელობისთვის.

შეჭრა ორი მიმართულებით განხორციელდა: ქუვეითსითისკენ მიმავალი მთავარი გზატკეცილის გასწვრივ  და ქუვეითსითიდან სამხრეთით, რაც მიზნად ქუვეითის დედაქალაქის ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან მოკვეთას ისახავდა.

ძირითადი ერაყული ძალების შეტევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე,  01:30 სთზე ერაყელმა სპეცრაზმელებმა შვეულმფრენებიდან დასმანის სასახლეზე გადმოსხდომა სცადეს, ქუვეითის ემირ ჯაბერ აჰმად ალჯაბერის შეპყრობის მიზნით, თუმცა ემირის გვარდიამ, М-84-ის ტიპის ტანკების მხარდაჭერით, ჩაშალა შეტევა და მნიშვნელოვანი დანაკარგებიც მიაყენა ერაყელებს. ამან ემირს მისცა შესაძლებლობა გაქცევით ეშველა საკუთარი თავისთვისიგი შვეულმფრენით ევაკუირებული იქნა მეზობელ საუდის არაბეთში. 5:00 სთზე სასახლესთან თავი მოიყარეს ერაყული არმიის დამატებითმა ძალებმა. ბრძოლა 2 აგვისტოს დღის დასასრულამდე გაგრძელდა. საბოლოო ჯამში გვარიანად დაზიანებული სასახლე ერაყული ქვედანაყოფების მიერ იქნა დაკავებული და დარბეული. ამ ბრძოლაში დაიღუპა ემირის უმცროსი ძმა ფაჰად ალაჰმედ ალჯაბერი.

უკვე  ადრე დილით ერაყული ნაწილები ქუვეითსითიში შევიდნენ. ამავე დროს ერაყელმა საზღვაო ქვეითებმა, რომლებიც კატერებით გადმოსხდნენ, ქალაქს სანაპიროს მხრიდან შეუტიეს. დაკავებული იქნა აეროპორტები  და ქუვეითის სამხედროსაჰაერო ძალების ორი ბაზა. ქუვეითის სამხედრო ავიაციამ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოასწრო და საუდის არაბეთში გადაბაზირდა.

მძლავრი და კოორდინირებული აგრესიის წინააღმდეგ ქუვეითის არმიამ მხოლოდ თავდაცვის ცალკეული კერების დაპირისპირება შეძლო. თუმცა, ამაშიც კი ჩანდა ქუვეითელთა მომზადების კარგი დონე და სიმტკიცე. დასმანის სასახლის ბრძოლის გარდა, 2 აგვისტოს საკმაოდ მსხვილი ბრძოლა გაიმართა ალჯაჰრში, ქუვეითსითის დასავლეთ გარეუბანში, სალმიალჯაჰრის გზატკეცილზე. ეს ბრძოლა ცნობილია როგორცბრძოლა ხიდებისთვის“.

დილის 04:30 სთზე ქუვეითის არმიის 35- სატანკო ბრიგადამ, პოლკოვნიკ სალემ ალმასუდის მეთაურობით, მიიღო ბრძანება გადაადგილებულო ალჯაჰრის რაიონში, რათა ხელი შეეშალა ერაყული ჯარების კოლონის შეტევისთვის ქუვეითსითიზე. უკვე 05:00 სთზე 35- ბრიგადის ქვედანაყოფებმა მითითებულ რაიონში გადაადგილება დაიწყეს. ვინაიდან არ იყო საკმარისი დრო მოსამზადებლად, ბრიგადა ბრძოლაში არასრული შემადგენლობით გაემართა. ორი სატანკო ბატალიონიდან (რომლებიც ბრიტანულიჩიფტენისტიპის ტანკებით იყვნენ აღჭურვილი) მხოლოდ ერთის მობილიზება მოხერხდა, БМП-2-ების ასეულისა და 155-მმიანი ქვემეხების ბატარეის მხარდაჭერით.

05:30 სთზე ერაყის ეროვნული გვარდიის სატანკო დივიზიახამურაბი“, რომელიც აღჭურვილი იყო ტანკ Т-72-ებითა ქსმ БМП-ებით, ქუვეითსითიში შევიდა. ერაყელები სალაშქრო კოლონაში მოძრაობდნენ, და ქუვეითურ ტანკებთან შეხვედრა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ერაყული ძალების შეტევა ამ მონაკვეთზე შეჩერებული იქნა. ალჯაჰრში საბრძოლო მოქმედებები 4 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. განადგურებული იქნა 25 ერაყული Т-72. ქუვეითელთა მხარეს დანაკარი 2 „ჩიფტენსშეადგენდა. საბოლოო ჯამში, საწვავისა და საბრძოლო მასალების უკმარისობის გამო, 35- ბრიგადა იძულებული გახდა ბრძოლიდან გასულიყო და უკან დაეხია საუდის არაბეთის ტერიტორიაზე.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების ორი დღის შემდეგ ქუვეითის არმია სრულად იქნა განადგურებული, ხოლო ქვეყნის ტერიტორია კონტროლქვეშ ერაყული ჯარების მიერ იქნა  აღებული. როგორც ქუვეითური წყაროები იტყობინებოდნენ, ქუვეითის შეიარაღებული ძალების 4200 სამხედრო მოსამსახურე მოკლული, ხოლო 12 000 ტყვედ იქნა ჩავარდნილი. მხოლოდ რამდენიმე ქვედანაყოფის ნარჩენებმა შეძლო გაქცევა საზღვარგარეთ, მცირე რაოდენობით ტექნიკასთან ერთად.

ხელისუფლება ქუვეითში გადაცემული იქნა მარიონეტულთავისუფალი ქუვეითის დროებით მთავრობაზე“, რომელსაც პოლკოვნიკი ალა ჰუსეინ ალი ხელმძღვანელობდა. ქუვეითის ოკუპაციით ერაყმა დედამიწის ნავთობის მარაგების 1/5-ზე მოიპოვა კონტროლი. თუმცა არსებობდა ალბათობა, რომ სადამი არ დაკმაყოფილდებოდა მიღწეულით და საუდის არაბეთის ოკუპაციასაც შეეცდებოდა

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი უ რ ი   ო მ ი

ქუვეითისბლიცკრიგთანთითქმის ერთდროულად, ამერიკულმა კოსმოსურმა დაზვერვამ საუდის არაბეთის საზღვრისკენ სულ ცოტა შვიდი ერაყული დივიზიის გადაადგილება გამოავლინა. ბაღდადის რადიო იტყობინებოდა  ცხრა ქვეითი, ერთი სატანკო და რესპუბლიკური გვარდიის ერთი დივიზიის ფორმირების შესახებ. 6 აგვისტოდან დაიწყო საუდის არაბეთის სახმელეთო ძალების ჩრდილოეთით, ოკუპირებული ქუვეითის საზღვრისკენ გადასროლა. ამავე დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლულია 661, რომელშიც დაგმობილი იყო ქუვეითში შეჭრა, და ერაყთან მიმართებაში დაწესებული იქნა ეკონომიური სანქციები.

ამ დროს აშშ ომისთვის მზადებას იწყებს. აშშის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსი) „ნატოსწევრ ქვეყნებს განუცხადა, რომერაყის ამ რეგიონის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში შეჭრის შემთხვევაშიის აპირებდა აშშის შეიარაღებული ძალების გამოყენება. პენტაგონის წინასწარი შეფასებით, ჯარების დაჯგუფების შექმნას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ერაყთან საბრძოლველად, 45 დღეღამე დასჭირდებოდა. ამას გარდა, ბუშმა დაზვერვის წინაშე ერაყში სიტუაციის დესტაბილიზებისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩამოგდების ამოცანა დააყენა, თუმცა დაამატა, რომ თავი შეეკავებინათ მასზე ხელის აღმართვისგან.

7 აგვისტოს აშშის თავდაცვის მინისტრი . ჩეინი ელრიადში ჩავიდა, სადაც ამერიკული თვითმფრინავების საუდის არაბეთის სამხედროსაჰაერო ბაზებზე განთავსებასთან დაკავშირებით საკითხები განიხილა.

ამერიკულმა ჯარებმა საუდის არაბეთშიასვლა ომის მეშვიდე დღეს, 8 აგვისტოს დაიწყესოპერაციაუდაბნოს ფარისფარგლებში ამ ქვეყნის ტერიტორიაზე 82- საჰაეროსადესანტო დივიზიის ნაწილები გადმოსხდნენ, რომლებიც აშშის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის შემადგენლობიდან იყვნენ. ეგვიპტის პრეზიდენტმა . მუბარაქმა ნება დართო აშშის სამხედროსაჰაერო ძალებს გამოეყენებინათ ქვეყნის საჰაერო სივრცე და ნება დართო ექვსი საბრძოლო ხომალდისაგან შემდგარ საავიამზიდო დამრტყმელ ჯგუფს, ატომურ ავიამზიდეიზენჰაუერისმეთაურობით, სუეცის არხის გავლით გასულიყვნენ. ამერიკული ჯარებისთვის თავისი სამხედრო ბაზები გახსნენს ესპანეთმა და იტალიამაც.

8 აგვისტოსთავისუფალი ქუვეითის დროებითმა მთავრობამშემდეგი თხოვნით მიმართა პრეზიდენტ . ჰუსეინს: „ქუვეითი უნდა დაბრუნდეს სამშობლოს წიაღშიდიდ ერაყში“. ესსათხოვარიდაკმაყოფილებული იქნა, და ერაყმა განცხადება გააკეთა ქვეყნის შემადგენლობაში მე-19 პროვინციად ქუვეითის მიერთების შესახებ.

სადამ ჰუსეინს, რასაკვირველია, ესმოდა, რომ ქუვეითის ოკუპაცია ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა, და რომ ამერიკელთა საომარი მზადება კარგად არ დამთავრდებოდა. ამიტომაც უკვე აგვისტოს დასაწყისიდან ერაყმა აქტიურად დაიწყო შესაძლებლობათა ძებნა კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ერაყული ჯარები ქუვეითს აშშისა და მისი მოკავშირეების მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ დატოვებდნენ.

12 აგვისტოს ჰუსეინმა მოუწოდა ისრაელს გასულიყო ლიბანის, სირიისა და პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მან მოითხოვა საუდის არაბეთში მყოფი ამერიკული ძალების არაბული სახელმწიფოების ჯარებით შეცვლა (ეგვიპტის გამოკლებით), და ასევე ერაყთან მიმართებაში ეკონომიკური სანქციების მოხსნა.

აგვისტოში ერაყის მხრიდან მიღებული იქნა კიდევ ერთი წინადადება: ქუვეითის გათავისუფლება სპარსეთის ყურეზე გარანტირებული გასასვლელის, რუმაილას საბადოზე სრული კონტროლისა და ნავთობის თაობაზე აშშ-თან შეთანხმების დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა ორივე მხარისთვის, და უზრუნველყოფდა ერაყის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლას. მაგრამ სადამთან უკვე არავინ აპირებდა მოლაპარაკებას. მისი დასჯა გადაწყვეტილი იყო.

15 აგვისტოს ჰუსეინმა ძლიერი დიპლომატიური სვლა გააკეთა: მან მიიღო ირანის პირობები საზავო ხელშეკრულებაზე, ამით თვითონ დაასრულა ირან-ერაყის მრავალწლიანი ომი. ამან მას ხელფეხი გაუხსნა ქვეყნის აღმოსავლეთით, რამაც სამხრეთისაკენ კიდევ თხუთმეტი ერაყული დივიზიის გადასროლის საშუალება მისცა.

რაც შეეხება სსრკ-ს, რომელთანაც ერაყს 1972 წლიდან აკავშირებდა შეთანხმება მეგობრობასა და თანამშრომლობაზე, მისი დიპლომატიური პოლიტიკა მოცემულ სიტუაციაში საცოდავ სანახაობას წარმოადგენდა.  თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ ყბედობას „საერთოსაკაცობრიო ფასეულობებზე“, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით სსრკ-სთვის ხელსაყრელი იქნებოდა ერაყის გამარჯვება, ან, თუნდაც, აშშ-ის ჩათრევა ხანგრძლივ სისხლისმღვრელ კონფლიქტში. ერთი მხრივ, ეს გაზრდიდა ფასებს ნავთობზე, მაშასადამე, გაამტკიცებდა სსრკ-ის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე, ხოლო მეორე მხრივ კი ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებდა აშშ-ს. თუმცა, საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელიც ამერიკის კალთაზე იყო გამობმული, შეუდგა სადამის დარწმუნებას  დანებებულიყო და მშვიდობით მოეგვარებინა საქმე, და რაც მთავარია, საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა ერაყისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება. ამგვარად, ამერიკელები „დაზღვეულნი“ აღმოჩდნენ საბჭოური წარმოების  შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის თანამედროვე  ნიმუშებთან მულოდნელი შეხვედრებისგან.

ერაყთან მიმართებაში შექმნილ სიტუაციაში რამდენადმე კომიკურად  გამოიყურებოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭო. ოთხი თვის განმავლობაში, რომელიც ქუვეითში შეჭრის შემდეგ იყო გასული, ამ ორგანიზაციამ თერთმეტი რეზოლუცია მიიღო ერაყული ჯარების ქუვეითის ტერიტორიიდან გამოსვლის შესახებ, თუმცა სადამს რამედ არც ერთი მათგანი არ ჩაუგდია. საბოლოოდ, 29 ნოემბერს მიღებული იქნა რეზოლუცია 678, ერაყული ჯარების ქუვეითიდან 1991 წლის 15 იანვრამდე გამოსვლის შესახებ. თუკი ეს მითითებულ ვადამდე შესრულებული არ იქნებოდა, მაშინ ერაყთან მიმართებაში მიღებული იქნებოდა „ყველა აუცილებელი ზომა“. საბრძოლო ოპერაციის დაწყებამდე ნახევარი თვით ადრე გამოცხადებული იქნა „კეთილი ნების პაუზა“, რომლის დროსაც სადამს ჯერ კიდევ შეეძლო გონს მოსულიყო.

ამ დროს ამერიკელები განაგრძობდნენ მიზანმიმართულ მზადებას ომისთვის.

ცსს-ის, პენტაგონისა და მთელი რიგი სხვა უწყებათა სპეციალისტებმა რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის განვითარების შესაძლო ვარიანტებისა და ასევე ერაყთან საბრძოლო შეტაკების მსვლელობაში სავარაუდო დანაკარგებისა და ზარალის საგულდაგულოდ დაანგარიშება დაიწყეს. ამგვარად, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ბიუროს მოხსენებაში აღინიშნა, რომ „თუკი საბრძოლო მოქმედებები ნახევარ წელს გაგრძელდება, ხარჯები მათზე 86 მლრდ. დოლარს შეადგენს, ხოლო ამერიკის არმიის დანაკარგები მიაღწევს 45 ათას დაღუპულ და დაჭრილ ადამიანს, 900 ტანკსა და 600 თვითმფრინავს; თუკი ომი ერთ თვეზე მეტ ხანს არ გაგრძელდება, მაშინ დაჭრილთა და დაშავებულთა რიცხვი დაახლოებით 3 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო დანაკარგები საბრძოლო ტექნიკაში 200 ტანკისა და 100 თვითმფრინავის დონეზე იქნება“. თვით პრეზიდენტ ჯ. ბუშის აზრით, ომი ერაყთან რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა, ხოლო დანაკარგები 500 – 1000 ადამიანი იქნებოდა. ამავე დროს პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია აშშ-ის არმიის მიერ მომარაგებული გვამებისთვის განკუთვნილი ტომრების რაოდენობის შესახებ, რაც 16 ათასს შეადგენდა.

აშშ მომავალ ომში მიზნად არ ისახავდა ერაყის სრულ განადგურებას. ამგვარად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლ. ესპინმა განაცხადა, რომ უნდა მიღწეულიყო ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც „ერაყი საკმარისად სუსტი იქნებოდა და ვერ შეძლებდა თავის ყველაზე სუსტ მეზობელზე დამუქრებას, ამავდროულად საკმარისად ძლიერი იმისათვის, რათა წინააღმდეგობა გაეწია მისი მეზობლებიდან უძლიერესისთვის“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერაყის სამხედრო მანქანის სრული განადგურება არ პასუხობდა აშშ-ის ინტერესებს, იმიტომ, რომ ამას რეგიონში ირანის სასარგებლოდ სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების გამოწვევა შეეძლო.

უკვე 7 აგვისტოს აშშის მიერ დაწყებული იქნა ოპერაცია, კოდური სახელწოდებითუდაბნოს ფარი“. მისი ძირითადი ამოცანები მოიცავდა ანტიერაყული კოალიციის ჯარების დაჯგუფებების სპარსეთის ყურის ზონაში გაშლას, ამ ნაწილებისთვის აუცილებელი მატერიალური საშუალებებისა და ტექნიკის მობილიზაციასა და გადასროლასმატერიალური მომარაგების მობილიზაციას, კოალიციის ჯარების  ერაყის საწინააღმდეგოდ მოქმედების აქტიური ფაზისთვის მომზადებას.

ოქტომბრის დასაწყისში აშშის თავდაცვის მინისტრმა . ჩეინმა განცხადება გააკეთა ოპერაციაუდაბნოს ფარისპირველი ეტაპის დასრულების შესახებ. საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გადასროლილი იქნა აშშის არმიის მე-18 საჰაეროსადესანტო კორპუსი, რჩეული 82- საჰაეროსადესანტო, 24- მექანიზირებული და 101- საჰაეროსაიერიშო დივიზიების შემადგენლობით. საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ნაწილში და სპარსეთის ყურის ზონაში მყოფ აშშის სამხედროსაზღვაო ფლოტის ხომალდებზე 70 ათასი საზღვაო ქვეითი განთავსდა. აშშის სამხედროსაჰაერო ძალებისა და სამხედროსაზღვაო ფლოტის საგემბანო ავიაციის 500-მდე თვითმფრინავი ერაყის ტერიტორიის მთელს სიღრმეზე დარტყმების მიყენების სასწავლო დავალებებს ამუშავებდა.

ამ ძალებთან ერთდროულად, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ანტიერაყული კოალიციის სხვა მონაწილე ქვეყნების ჯარები გაიშალა. სადამის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ორმოცზე მეტი სახელმწიფო დათანხმდა. საუდის არაბეთის დასაცავად ავღანელი მოჯაჰიდებიც კი ჩავიდნენ. თუმცა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კონტიგენტები (აშშის გარდა) წარმოადგინა დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ეგვიპტემ და სირიამ.

ქვემოთ განხილული იქნება კონფლიქტის ძირითადი მონაწილე ქვეყნების ჯარების დაჯგუფებები, მათი აღჭურვილობა და შეიარაღება, გადასროლის პროცესი.

ა შ შ – ი ს   ჯ ა რ ე ბ ი ს   დ ა ჯ გ უ ფ ე ბ ა

მ ა რ თ ვ ა

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ხუთი შტაბი გააჩნია, რომელთა დახმარებითაც კოორდინირებას უწევს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული სამხედრო ნაწილების მოქმედებას. შუა აღმოსავლეთზე (ან იგივე სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი) პასუხს აგებს აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა (ცენტრკომი). შეერთებული შტატები კარგა ხანია გეგმავდა ცენტრკომის კომპეტენციაში შემავალი პრობლემური რეგიონის საქმეებში ჩარევას. ცენტრკომის გავლენის სფერო ვრცელდება ერაყზე, ირანზე, ასევე არებეთის ნახევარკუნძულზე, სადაც საუდის არაბეთი, ქუვეითი და სხვა მცირე ნავთობით მდიდარი სახელმწიფოები მდებარეობს (ისრაელი, ლიბანი და სირია არ განეკუთვნებიან ცენტრკომის კომპეტენციას).

მსოფლიო ეკონომიკისთვის ამ რეგიონის განსაკუთრებულ საჭიროებაზე ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ სპარსეთის ყურის რაიონში მსოფლიო ნავთობის მარაგის მესამედი ინახება. ორმუზის სრუტის გავლით გადის თითქმის 30% ნავთობის იმ რაოდენობისა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები მოიხმარს, და ამიტომაც ის თავისთავად წარმოადგენს მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს „ზემოქმედების წერტილს“.

ცენტრკომი – ეს, ფაქტიურად, შტაბია, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს მისი პასუხისმგებლობის ზონაში გადაგზავნილი შეიარაღებული ძალები საქმიანობასა და მოქმედების კოორდინირებაზე. თავისი საკუთარი ჯარები ცენტრკომს არ გააჩნია. სარდლობისთვის შესაძლებელია ნებისმიერი ძალების მიმაგრება, რომლებიც ყველაზე უფრო შესაფერისი არიან  რეგიონში ამოცანის შესასრულებლად.

ამერიკელები გაეროს მრავალეროვნული ოპერაციების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამერიკული სარდლობები რეგიონებში, სახელდობრ, ცენტრკომი, მათი აზრით, ყველაზე უკეთ შეეფერებოდა ამ როლის.

ნორმან შვარცკოპფი

ის, როგორ განხორციელდა თავმოყრილი ამერიკული არმიების სარდლობა,  ერთი შეხედვით არ თუ ძალიან გასაგებად მოგეჩვენება. საერთო სარდლობა განხორციელდა ცენტრკომის მთავარსარდლ გენერალ ნორმან. ჰ. შვარცკოპფის მიერ, რომელიც ამ რეგიონში ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს ყველა მიმართულებით ხელმძღვანელობდა. ცენტკომმა თავისი ჯარები 1990 წლის 6 აგვისტოს საუდის არაბეთში, ქალაქ ერ-რიადში გაშალა. აშშ-ის ჯარების ოპერატიულ ხელმძღვანელობას რეგიონში აშშ-ის მესამე არმია ახორციელებდა, გენერალ-ლეიტენანტ ჯონ ჯ. იეოსოკის სარდლობით. მესამე არმია ასევე იწოდებოდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის არმიად და განთავსებული იყო იქვე, სადაც ცენტრკომი. აშშ-ის მესამე არმიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა VII კორპუსი, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ფრენკ ჯერსი, და გენერალ-ლეიტენანტ გარი ლიუკის XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსი.  საბრძოლო მოქმედებების თეატრში გენერალ-ლეიტენანტ უილიამ პეგონისის 22-ე  სარდლობის ჯარები, რომელთა რიცხოვნობა 60 ათას კაცს აჭარბებდა, პასუხს აგებდა არა მხოლოდ ამერიკული არმიის, არამედ აგრეთვე მოკავშირეთა ქვედანაყოფების ყოველმხრივი ზურგის მხარდაჭერის აღმოჩენაზე.

კ ო რ პ უ ს ე ბ ი

აშშ-ის არმიაში ძირითადი საჯარისო ერთეულს კორპუსი წარმოადგენს, ის უზრუნველყოფს საბრძოლო დაფარვას და ორგანიზებას უკეთებს ჯარების სხვადასხვა მხარდაჭერას. არ არსებობს ორი კორპუსი, რომლებიც ერთნაირად არიან ორგანიზებული, ვინაიდან მათი სტრუქტურა დამოკიდებულია მათზე დაკისრებული ამოცანის თავისებურებაზე. სპარსეთის ყურის ომის დროს VII კორპუსი და XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსი სამი-ოთხი დივიზიისგან შედგებოდა. ამ კორპუსების შემადგენლობა გაფართოებული იქნა იმ ქვედანაყოფის ხარჯზე, რომლებიც ჩამოვიდნენ V გერმანული კორპუსიდან, ფორტ ჰუდში ბაზირებული III კორპუსიდან და ასევე რეზერვისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებიდან.  III კორპუსი, მიუხედავად იმისა, რომ ის რეზერვში იმყოფებოდა და მისი მრავალი ქვედანაყოფი სპარსეთის ყურეში იყო გადაგზავნილი სხვა კორპუსების და ასევე აშშ-ის მესამე არმიის შემადგენლობის შესავსებად, კონფლიქტის ზონაში არ ჩასულა.

კორპუსის არტილერია შედგება საშტაბო ბატარეისგან, ცეცხლის კორექტირების ბატალიონისა და საველე არტილერიის სამი ბრიგადისაგან. საველე არტილერიის ბრიგადების განლაგება შესაძლებელია იმგვარად, რომ მათ პირდაპირ დაფარონ დივიზიები, ან მთლიანი კორპუსი შეტევას დაუჭირონ მხარი. საველე არტილერიის შვიდი გაშლილ ბატარეას შერეული შემადგელობა გააჩდათ, რომელიც  საველე არტილერიის სამი-ოთხი  ბატალიონისგან (203-მმ-იანი, 155-მმ-იანი ქვემეხები, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები) შედგებოდა.

კორპუსის მხარდაჭერის ნაწილები მხარდაჭერის რამდენიმე ჯგუფისგან შედგებოდა, სადაც შედიოდა ბატალიონები და ასეულები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ტრანსპორტით, სურსათის მომარაგებით, საწვავ-საპოხი და საბრძოლო მასალების მოზიდვით, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით. კორპუსის მხარდაჭერაში ასევე შედიოდა სამედიცინო ბრიგადა.

დ ი ვ ი ზ ი ე ბ ი

აშშ-ის არმიაში დივიზია მსუბუქად და მძიმედ იყოფა. მძიმე დივიზიებს განეკუთვნება ჯავშანსატანკო და მექანიზირებული, მსუბუქებს კი საჰაერო-სადესანტო, საიერიშო და ასევე მსუბუქი ქვეითი.

ჯავშანსატანკო და მექანიზირებული ქვეითი დივიზიები პრაქტიკულად იდენტურია, თუ არ ჩავთვლით სამანევრო ბატალიონების თანაფარდობას. სამბრიგადიანი შემადგენლობის ჯავშანსატანკო დივიზიას, როგორც წესი, ექვსი სატანკო ბატალიონი და მექანიზებული ქვეითების ოთხი ბატალიონი გააჩნია, ხოლო მექანიზებულ დივიზიას  როგორც, ერთი ისე მეორე, ხუთ-ხუთის ოდენობით. თუმცა, ეს თანაფარდობა შეიძლება იყოს სხვაგვარიც. „დივიზიის ბაზაში“ შედის საბრძოლო მხარდამჭერი ერთეულები, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ დივიზიის მხარდაჭერას: დივიზიის საშტაბო ასეული, საინჟინრო ჯარები, სამხედრო დაზვერვისა და კავშირის ბატალიონები, სამხედრო პოლიცია და ქიმიური დაცვის ასეულები.

დივიზიის ავიაციის ბრიგადა შედგება საშტაბო ასეულისგან, ჯავშანსაკავალერიო ესკადრონისგან, საბრძოლო შვეულმფრენების ორი ბატალიონისგან, და ასევე მოიერიშე შვეულმფრენებისა და საშტაბო ავიაციის ასეულისგან.

დივიზიის არტილერიაში შედის საველე არტილერიის (155-მმ-იანი თვითმავალი ქვემეხები) სამი ბატალიონი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რადიოლოკაციური ბატარეა.

დივიზიის დამხმარე ჯარების მეთაურობა (დდჯმ) მოიცავს მხარდაჭერის სამ მოწინავე ბატალიონს. თითოეულს გააჩნია საშტაბო ქვედანაყოფი და ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს მომარაგებას  წინა ხაზზე და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, ტვირთების ტრანსპორტირებას, ტექნიკის მსუბუქ რემონტს, სამედიცინო დახმარებას. დდჯმ-ს ასევე გააჩნია ავიაციის ტექმხარდაჭერის ასეული, რომლის მოვალეობშიც შედის საავიაციო ბრიგადის უზრუნველყოფა.

ბ რ ი გ ა დ ე ბ ი

სტანდარტულ დივიზიაში სამი სამანევრო ბრიგადა უნდა იყოს, თუმცა აშშ-ის რეგულარული არმიის მძიმე დივიზიების უმრავლესობას სულ ორი-ორი ბრიგადა გააჩნია, ამას ემატება სახმელეთო ჯარების ეროვნული გვარდიის (სჯეგ) გადმოცემული ცალკეული ბრიგადა. ბრძოლის დროს დივიზიისთვის ორამდე დამატებითი ცალკეული ბრიგადის მიმაგრება შეიძლებოდა. ბრიგადის კონტროლის ქვეშ შესაძლებელია იმყოფებოდეს ხუთამდე სამანევრო ბატალიონი, თუმცა, როგორც წესი, მას სამი-ოთხი ჰყავს. სამბრიგადიანი შემადგენლობის დივიზიისთვის ჩვეულებრივ ათი ბატალიონია მიწერილი, რომლებიც შესაძლებელია მიმაგრებული იქნას დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი ბრიგადისათვის, ტაქტიკური სიტუაციის მოთხოვნებთან შესაბამისად.

ბ ა ტ ა ლ ი ო ნ ე ბ ი

მძიმე ბატალიონები არმიის მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენს. ბატალიონის შემადგენლობაში შედის შტაბი და სამანევრო ძალების სამიდან ხუთამდე ასეული (მექანიზებული ქვეითები, ტანკები, სადაზვერვო ნაწილები, მსუბუქი ქვეითების სხვადასხვა სახეობები), და ასევე მხარდაჭერის საშუალებები: არტილერია, ჰსთ-ის საშუალებები, ავიაცია, საინჟინრო ერთეულები.

ყველა გაშლილი მექანიზებული ქვეითთა ბატალიონი (თითოეულში 47 ოფიცერი, 775 ჯარისკაცი) ძველი М11З-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების ნაცვლად აღჭურვილი იყო თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანებით – М2 ან М2А1 „ბრედლით“, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ 25-მმ-იანი „ბუშმასტერის“ ტიპის ავტომატური ქვემეხებითა და ტსმრ „თოუ“-ებით. ბატალიონების შემადგენლობაში შედიოდა სამ-სამი მსროლელი ასეული, რომელთაგან თითოეულში შედიოდა შტაბი და სამი მსროლელი ოცეული, აღჭურვილი ქსმ М2 „ბრედლით“, საერთო რაოდენობით 13 ერთეული. უნდა აღინიშნოს, რომ  ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ დასრულების შემდეგ, მალევე, აშშ-ის არმიის ქვეითთა ოცეულების სტრუქტურა შეცვლილი იქნა. ათეულთა რაოდენობა ორამდე შემცირდა, მაგრამ თითოეულ მათგანში ამის შემდეგ ორ-ორი ქსმ ირიცხებოდა. ათეულ А-ს ოცეულის უშუალო მეთაური ხელმძღვანელობს, ხოლო ათეულ B-ს – ოცეულის სერჟანტი.

ტანკსაწინააღმდეგო ასეულს (ასეული D) გააჩნია შტაბი და სამი ოცეული. თითოეული ოცეული  შეიარაღებული იყო ტსმრ „თოუ“-ს დანადგარით აღჭურვილი М901-ის ტიპის 4 მანქანით.

სატანკო ბატალიონები (42 ოფიცერი, 504 ჯარისკაცი) ოთხ სატანკო ასეულად იყოფა, თითოეული მათგანი შედგება სამი ოცეულისგან, რომელთაც ოთხ-ოთხი ტანკი „აბრამსი“ გააჩნიათ, ამას ემატება კიდევ ორი ოცეული საშტაბო ასეულში. ყელა ნაწილი, რომელიც გერმანიიდან ჩამოვიდა, გაუმჯობესებული ტანკებით – М1А1 „აბრამსებით“ იყო აღჭურვილი, მათ „რაინმეტალ“ М256-ის ტიპის 120-მმ-იანი ქვემეხები გააჩნდათ. ნაწილები, რომლებიც აშშ-დან ჩამოვიდნენ, გარდამე-3 ჯავშანსატანკო საკავალერიო პოლკისა, „აბრამსების“ უფრო ძველი ვერსიებით, M1-ით ან IPM1-ით იყვნენ აღჭურვილი. ამ მოდელის ტანკების ძირითად შეიარაღებას 105-მმ-იანი ქვემეხი  М68Е1 წარმოადგენდა. სექტემბერში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოძველებული M1-ები და IPM1-ები, რომლებიც 1-ლი საკავალერიო პოლკისა და 24-ე ქვეითი დივიზიის შეიარაღებაში რჩებოდა, უფრო ახალი М1А1-ებით უნდა ჩანაცვლებულიყო, ვინაიდან ეს უკანასკნელნი აღჭურვილნი იყვნენ უფრო მძლავრი ქვემეხებით, დაცულნი იყვნენ ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისგან და გაუმჯობესებული ჯავშანი გააჩნდათ. თითქმის ახალი М1А1-ები გერმანულ ბაზებიდან გამოწერილი და გადაგზავნილი იქნა საუდის არაბეთში. ახალი ტანკებით გადაიარაღება დამანში განხორციელდა საიარაღო ცენტრის ახალი აღჭურვილობის  შემოწმების სამმართველოს ზედამხედველობის ქვეშ, და 1990 წლის მიწურულს დასრულდა.

82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას დაქვემდებარებაში გააჩნდა 43 მსუბუქ ტანკ М551А1 „შერიდანი“, რომლებიც სადესანტო ოპერაციებში გამოიყენებოდა. „შერიდანს“ 153-მმ-იანი სარაკეტო დანადგარი გააჩნდა, რომელსაც ჩვეულებრივი რეაქტიული ჭურვების ან მავთულით მართვადი ტსმრ-ის გასროლა შეეძლო.

M551A1  “შერიდანი” საუდის არაბეთში, 1990 წელი, ოპერაცია “უდაბნოს ფარი”

ბრძოლაში მძიმე ბატალიონები ეგრეთ წოდებულ ოპერატიულ ჯარებში (ოჯ) ერთიანდება,  ეს ხდება იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირად ერთი ბატალიონის ასეულები დროებით სხვა ბატალიონს მიეწერება; იშვიათად ხდება ისე, რომ ბატალიონი დამოუკიდებლად იბრძვის. ოპერატიული ჯარების მექანიზებული ქვეითი ბატალიონის ერთ-ერთი მსროლელი ასეული შეიძლება დაქვემდებარებული იქნეს სატანკო ბატალიონისთვის, ამ უკანასკნელის ერთი სატანკო ასეულის სანაცვლოდ. მაგრამ შეიძლება ისეც, რომ მოცემულმა ბატალიონმა შეინარჩუნოს ყველა თავის ასეული და ამას დაემატოს მისთვის მიქვემდებარებული დამატებითი ასეულიც… „ასეულის ნაწილი“ შტაბის მომსახურების და მხარდაჭერის ერთეულია და ასეულს ასეთი მიერთებისას ახლავს თან. მასზე ასევე შესაძლებელია მიქვემდებარებული იქნას სხვა მცრე ზომის ქვედანაყოფები, მაგალითად, საინჟინრო ოცეული, ჰსთ-ის რაზმი, სახმელეთო რადიოლოკაციური აღმოჩენის რაზმები.

ასეთ გადანაწილებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ასეულებს შორისაც, ამნაირად ფორმირდება „საასეულო ბრიგადები“:  მაგალითად, სატანკო ასეულისთვის შეიძლება დაქვემდებარებული იყოს მსროლელი ოცეული, ხოლო ის გასცემს სატანკო ოცეულს. ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები ტანკსაწინააღმდეგო ასეულებიდან იგზავნება; ხოლო საცეცხლე მხარდაჭერის რაზმები, საარტილერიო და საავიაციო მაკორექტირებლები – სადივიზიო არტილერიის მხარდამჭერი ბატალიონისგან.

ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალში“ მონაწილეობის მისაღებად მსუბუქი ქვეითი ბატალიონების ორი სახეობა იქნა გადაგზავნილი: საჰაერო-სადესანტო და საჰაერო-საიერიშო (თითოეულში მსახურობს  42 ოფიცერი და 636 ჯარისკაცი). ორივე მათგანი თითქმის აბსოლუტურად იდენტურია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ საჰაერო-სადესანტო ბატალიონს შეიარაღებაში ნაკლები ტექნიკა ჰყავს, ვიდრე საჰაერო-საიერიშოს:  85 და 156 ერთეული, შესაბამისად. ერთსაც და მეორესაც  დაქვემდებარებაში გააჩნია შტაბი, საშტაბო სექცია, სადაზვერვო, სანაღმტყორცნე (ოთხი 81-მმ-იანი ნაღმსატყორცნი М252) , სამედიცინო ოცეულები, კავშირის ოცეული, და ასევე ტექნიკური მხარდაჭერის სექცია. ტანკსაწინააღმდეგო ასეული ხუთი ოცეულისაგან შედგება, თითოეულ მათგანს შეიარაღებაში 4 ტსსკ „თოუ“ М220А1 გააჩნია.

ორივე სახის ბატალიონს სამ-სამი მსროლელი ასეული გააჩნია, რომლებიც, თავის მხრივ, შტაბისა და სამი მსროლელი ოცეულისაგან შედგებიან. ეს უკანასკნელი კი საშტაბო და სამ მსროლელ ათეულს მოიცავს. მსროლელ ათეულს, რომელიც ცხრა ადამიანისაგან შედგება, შეიარაღებაში შვიდი 5.56 მმ კალიბრის შაშხანა М16А2, ორი 40-მმ-იანი ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნი М203 და 2 საასეულო 5.56 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი М249 გააჩნია. გარდა ამისა, ისინი შეიარაღებული არიან ხელის ყუმბარსატყორცნებით: М72АЗ-ით ან ახალი М136-ით (შვედური АТ-4). ცხრაკაციანი შემადგენლობის საცეცხლე მხარდაჭერის ათეულს ორი 7.62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი М60 და ტსმრ „დრაკონი“ გააჩნია. ასეული ნაღმტყორცნელთა ათეულს შეიარაღებაში ორი 60-მმ-ანი ნაღმსატყორცნი М224 აქვს.

საველე არტილერიის ბატალიონი შედგება შტაბისა და სამი ბატარეისგან, რომლებიც აღჭურვილი არიან სხვადასხვა სახეობის შეიარაღების განსხვავებული ოდეობით: 105-მმ-იანი ბუქსირებადი ჰაუბიცა М102 – 6 ერთეული  82-ე და 101 საჰაერო-სადესანტო დივიზიებში, 155-მმ-იანი ბუქსირებადი ჰაუბიცა M198 – 8 ერთეული დივიზიის არტილერიის ზოგიერთ ბრიგადაში; 155-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა М109A2/A3 – 8-8 ერთეული მძიმე დივიზიების არტილერიასა და სადივიზიო არტილერიის ბრიგადებში; 203-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა М110А2 – 8 ერთეული სადივიზიო არტილერიის ბრიგადებში; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა М270 – 9 ერთეული სადივიზიო არტილერიის ზოგიერთ ბრიგადაში, პლუს ერთადერთი ბატარეა  მძიმე დივიზიის არტილერიაში.

ჯავშანსატანკო საკავალერიო პოლკები (ჯსპ) სამი დივიზიონისაგან შედგება, ამას ემატება დაზვერვის ასეული, საინჟინრო ასეული და ქიმიური დაცვის ასეული, სადაზვერვო აერომობილური ჯარები, ჰსთ-ის ბატარეა და დივიზიონი, რომელიც  ტექნიკის მომსახურებით არის დაკავებული. დივიზიონები (42 ოფიცერი, 623 ჯარისკაცი) შერეული შეიარაღების მძლავრ ერთეულს წარმოადგენენ, რომელთა შემადგენლობაშიც შედის შტაბი, სამი ჯავშანსატანკო ფორმირება (12 ერთეული ქსმ, ცხრა ერთეულ ტანკი М1А1, 2 ერთეული თვითმავალი 107-მმ-იანი მორტირა), სატანკო ასეული (თოთხმეტი ერთეული М1А1), 155-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცების ბატარეა (რვა ერთეული М109А2/3). ისინი მოქმედებენ როგორც მოწინავე შემტევი ძალები, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვას, ფლანგებიდან დაფარვას ან კონტრშეტევას.

მძიმე დივიზიის ჯავშანსატანკო საკავალერიო ესკადრონები (64 ოფიცერი, 479 ჯარისკაცი) მსგავს დავალებებს ახორციელებენ, მაგრამ სხვანაირი ორგანიზაცია გააჩნიათ: ერთი საშტაბო ქვედანაყოფი, ორი სახმელეთო და ორი საჰაერო დაზვერვის ქვედანაყოფი. დივიზიის ესკადრონებს ტანკები არ გააჩნდა, მხოლოდ 40 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა. 82-ე და 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიებს არომობილური დაზვერვის ქვედანაყოფები გააჩნიათ, სადაც არის საშტაბო ქვედანაყოფი, ერთი სახმელეთო დაზვერვის ჯგუფი და საჰერო დაზვერვის სამი ჯგუფი.

თითოეულ დივიზიას ასევე გააჩნია ერთი საინჟინრო ბატალიონი შტაბითა და ოთხი ასეულით. მათი აღჭურვილობა განკუთვნილია დაბრკოლებების დაძლევისა და მათი აღმართვისათვის, დანაღმული ველების განაღმისათვის, გზებისა და გამაგრებების აგებისა და რემონტისათვის. სპეციფიკური დავალებების გადასაჭრელად დივიზიას შეუძლია საკორპუსე დაქვემდებარების სპეციალიზირებული საინჟინრო ქვედანაყოფის მიმაგრება.

მოიერიშე შვეულმფრენების ბატალიონები საცეცხლე მხარდაჭერის ძირითად ნაწილებად მიიჩნევა. მისი სამი საიერიშო ასეული 18 ერთეული შვეულმფრენ „აპაჩ“ АН-64-ით ან 21 ერთეული „კობრა“ АН-IS-ით არის აღჭურვილი, და ასევე 13 ერთეული მზვერავ-შვეულმფრენ „კაივოა“ QH-58C/D-ით. „აპაჩებმა“, რომლებსაც ლაზერული დამიზნების 8-8 ერთეული რაკეტა „ჰელფაიერი“ და 30-მმ-იანი სწრაფმსროლელი ავტომატური ქვემეხები გააჩნიათ, და „კობრები“, რომლებიც რვა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „თოუ“-თი და სამლულიანი მბრუნავი 20-მმ-იანი ქვემეხითა არიან აღჭურვილი, თავი ტანკებისა და სხვა საბრძოლო მანქანების გამანადგურებელ ეფექტურ საშუალებებად წარმოაჩინეს. ისინი ასევე  ჩართულნი იყვნენ იერიშებში ერაყული ჰსთ-ის საშუალებების წინააღმდეგ, მათ შორის ერაყის ტერიტორიაზე არსებული სარადარო დანადგარების განადგურების ოპერაციებში, რათა გზა გაეხსნათ პირველი  საბრძოლო თვითმფრინავებისთვის.

ს ა ხ მ ე ლ ე თ ო   ნ ა წ ი ლ ე ბ ი ს   გ ა დ ა ს რ ო ლ ა

აშშ-ის გადაწყვეტილება საუდის არაბეთში ჯარების შეყვანის შესახებ, 1990 წლის 6 აგვისტოს მეფე ფახდის ოფიციალური თხოვნის შემდეგ, დაუყოვნებლივ იქნა მიღებული.  8 აგვისტოს საუდის არაბეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის  (სსდ) (ფორტი ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინას შტატი, სარდალი იმ დროს – გენერალ-მაიორი ჯეიმს ჰიუსტონი) პირველი ქვედანაყოფები ჩავიდა. 1960-იანი წლების შუა ხანებიდან მოყოლებული 82-ე სსდ სტრატეგიულ სარეზერვო ძალად ითვლებოდა,  რომელსაც ყველაზე უფრო ოპერატიულად გადასროლის უნარი ჰქონდა. ჩავიდა რა რეგიონში, 82-ე სსდ-მ სასწრაფოდ დაიკავა თავდაცვითი პოზიციები ქუვეითის საზღვარზე, თუმცა მოგვიანებით რეზერვში იქნა გადაყვანილი.

11 აგვისტოს დაიწყო 101-ე სსდ-ის (მოიერიშე) ქვედანაყოფების ჩასვლის პროცესი. დივიზიას გენერალ-მაიორ ჯეიმს ჰ. ბ. პეია მესამე მეთაურობდა. 101-ე სსდ ერთადერთ ამერიკულ სამხედრო ფორმირებას წარმოადგნს, რომელის საბრძოლო მოქმედებების ადგილზე გადაყვანა შვეულმფრენებით არის შესაძლებელი, მისი საბრძოლო ერთეულების მესამედის გადასროლა შესაძლებელია არსებული შვეულმფრენების ერთი გაფრენით. მისი ყველა ქვედანაყოფის გადასროლა სექტემბრის მიწურულამდე გაგრძელდა. 101-ე სსდ-ს სახმელეთო ოპერაციის განმავლობაში, რომელიც 100 სთ-ს გაგრძელდა, არც ერთი კაცი არ დაუკარგავს, ამასთანავე აღნიშნულმა დივიზიამ მტრის ათასობით მებრძოლის დატყვევება მოახერხა. 101-ე სსდ-ის 101-ე საავიაციო პოლკის შვეულმფრენებმა ომის პირველი გასროლები განახორციელეს, როდესაც რვა ერთეულმა AH-64 „აპაჩმა“ წარმატებით გაანადგურეს ორი ერაყული ადრეული გაფრთხილების რადიოლოკაციური სადგური.

ეს პირველი საბრძოლო ნაწილები თავდაპირველად გადაგზავნილნი იქნენ დაჰრანის ავიაბაზებსა და დამანის ახლოს განთავსებულ მეფე აბდულ აზიზის სახელობის აეროპორტში. ორივე ეს დივიზია, 24-ე ქვეით დივიზიასთან ერთად, შედიოდა XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსის შემადგენლობაში. ორივე მათგანი მომზადების უმაღლეს დონეზე იმყოფებოდა, მათ შემადგენლობაში შემავალმა მრავალმა ბატალიონმა მომზადების კურსი გაიარა ერთობლივ მომზადების სასწავლო ცენტრში (ემსც), რომელიც ფორტ ჩეფიში, არკანზასის შტატში მდებარეობს.

პირველი მძიმე დივიზია, რომელიც სპარსეთის ყურის ზონაში გაიშალა 24-ე ქვეითი დივიზია (მექანიზებული) იყო, რომელზედაც მიმაგრებული იქნა 1-ლი და მე-2 ბრიგადა ფორტ სტიუარტიდან, ჯორჯიის შტატიდან. დივიზიას გენერალ-მაიორი ბარი მაკკეფრი მეთაურობდა; აღნიშნული შენაერთი საბრძოლო მოქმედებების რაიონში 1990 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩავიდა. სახმელეთო ჯარების ეროვნული გვარდიის 48-ე ქვეითი ბრიგადა (მექანიზირებული) ჯორჯიის შტატიდან, რომელიც 24-ე ქვეით დივიზიას გადაეცა, თავიდან არ იყო მობილიზებული, რამაც ეროვნული გვარდიის მეთაურობის პროტესტი გამოიწვია. თუმცა როგორც კი  ნოემბერში 48-ე ბრიგადა  მობილიზებული იქნა, აღმოჩნდა, რომ მისი მომზადება სასურველ დონეზე არ იყო. სახმელეთო ჯარების ეროვნული გვარდიის (სჯეგ) ორი სხვა მობილიზებული შერეული ბრიგადა ასევე შორს იყო სრულყოფილებისგან. წარმოიშვა მაშტაბური სწავლებების ჩატარების აუცილებლობა ფორტ  ირვინის ბაზაზე, კალიფორნიის შტატში. 24-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობა შესავსებად მასზე გადაცემული იქნა მოქმედი არმიის (მობილიზებული იქნა 1990 წლის სექტემბერში) 197-ე ქვეითი ბრიგადა (მექანიზებული) ჯორჯიის შტატის ფორტ ბენინგიდან. თუმცა ეს ნაწილი არ იყო სათანადოდ მომზადებული და შეიარაღებაში მოძველებული ჯავშანტრანსპორტიორი М11З-ები გააჩნდა, ხოლო მისი სატანკო ბატალიონი აღჭურვილი იყო ტანკ М1 „აბრამსებით“ (ტანკის პირველი ვერსია 105-მმ-იანი ქვემეხით, რომელსაც არ შეეძლო ეფექტური ბრძოლა Т-72-თან).

III კორპუსის მე-3 ჯავშანსატანკო საკავალერიო პოლკი  (ჯსპ) ტეხასის შტატიდან, ფორტ ბლინსიდან გადასროლილი იქნა და XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსზე  იქნა მიმაგრებული. ის წარმოადგენდა ერთადერთ ფორმირებას, რომელც აშშ-ის ტერიტორიიდან იყო ჩამოსული და აღჭურვილი იყო იმ დროისათვის ყველაზე უფრო თანამედროვე  М1А1-ის ტიპის ტანკებით. მე-3 ჯსპ აშშ-ის პირველ ფორმირება აღმოჩნდა, რომელმაც ერაყულ ნაწილებთან პირდაპირ შეტაკებაში ჩაება 1991 წლის 22 იანვარს (დაწვრილებით ამის შესახებ მეორე ნაწილში).

შემდეგი მძიმე დივიზიების გადასროლის შემდეგ ფორტ ჰუდი (ტეხასის შტატი) ფაქტიურად დაცარიელდა. 1-ლი საკავალერიო დივიზია, რომელიც ორი ბრიგადისაგან შემდგარ ჯავშანსატანკო დივიზიას წარმოადგენს, 1990 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნა გადასროლილი ბრიგადის გენერალ ჯონ ტილელის მეთაურობით. დივიზია XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსისთვის იქნა მიქვემდებარებული, ხოლო 1991 წლის იანვარში კი VII კორპუსისთვის იქნა გადაცემული. მისი 155-ე ეროვნული გვარდიის ჯავშანსატანკო ბრიგადა „მისური“ ნოემბერში იქნა მობილიზებული და სასწავლებლად ფორტ ჰუდში გაგზავნილი.  1-ლ საკავალერიო დივიზიისთვის თავდაპირველად გადაცემული იქნა  აგრეთვე 1-ლი ბრიგადა  და სხვა სადივიზიო ნაწილები, რომლებიც ადრე მე-2 ჯავშანსატანკო დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა (კონფლიქტის მომენტში ის დაშლის სტადიაში იმყოფებოდა). მაგრამ უკვე 1991 წლის დასაწყისში ეს ფორმირებებ საზღვაო ქვეითებისათვის იქნა მიმაგრებული.

1-ლი ქვეითი დივიზია (მექანიზებული) კანზასის შტატის ფორტ რაილიდან  დეკემბერში იქნა გადასროლილი 1-ლ და მე-2 ბრიგადებთან ერთად, გენერალ-მაიორ ტომას რეიმის მეთაურობით. 1-ლი ქვეითი დივიზიის მე-3 ბრიგადა დაშლილი იქნა, მისი შეიარაღებითა და ტექნიკი  კი იმ სამხედრო ნაწილების გაძლიერება იგეგმებოდა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში გერმანიიდან ჩავიდნენ. მის ნაცვლად 1-ლი ქვეითი დივიზიისთვის დაქვემდებარებული იქნა მე-2 ჯავშანსატანკო დივიზიის მე-3 ბრიგადა, რომელიც ქალაქ გარლშტედტში (გერმანია) ბაზირებდა.

დივიზიების შემდეგი ტალღა გერმანიიდან 7 ნოემბერს იქნა გადასროლილი. ეს ფორმირებები თანამედროვე ტანკებითა და ქსმ-ებით – М1А1 „აბრამსებითა“ და М2А2 „ბრედლებით“ – იყვნენ შეიარაღებული. 7-ე არმიიდან გამოხმობილი იქნა V და VII კორპუსები, მათი გადასროლა განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე განთავსებული თავანთი კოლეგებისაგან განსხვავებით, მათი უცნობ ადგილას გადასროლა ადრე არ მომხდარა, მათ არ ჰქონდათ საზღვარგარეთ დისლოკაციის გეგმები. VII კორპუსისთვის გადაცემული იქნა V კორპუსის ძალები, რიცხოვნობით 26 ათასი ადამიანი.

1-ლმა ჯავშანსატანკო დივიზიამგენერალ-მაიორ რონალდ გრიფიტის მეთაურობით (ქ. ანსბახი), გაშლა მე-2 და მე-3 ბრიგადებთან ერთად განახორციელა (1-ლი ბრიგადა გერმანიაში დარჩა, ვინაიდან სამხედრო ტექნიკის მიღება ვერ მოასწრო). მის ნაცვლად დივიზიაზე მიმაგრებული იქნა  მე-3 ქვეითი დივიზიის (მექანიზებული) მე-3 ბრიგადა, ქალაქი ბიურცბურგი.

V კორპუსის (ქ. ფრანკფურტი) მე-3 ჯავშანსატანკო დივიზია, გენერალ-მაიორ პაულ ფუნკის მეთაურობით, ერთადერთ მძიმე დივიზიას წარმოადგენდა, რომელიც მისი სამივე ბრიგადის შემადგენლობით იქნა გადასროლილი. ის საბრძოლო მოქმედებების თეატრში უკანასკნელი ჩავიდა და VII  კორპუსზე იქნა მიმაგრებული.

უკანასკნელი სახმელეთო ნაწილები საუდის არაბეთში 1991 წლის 15 იანვარს ჩავიდნენ; აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის ზრდა დასრულებული იქნა.

იანვრის მიწურულისათვის ამერიკელი  სამხედრო მოსამსახურეები ჯარების ყველა სახეობიდან, საერთო რიცხვით 575 ათასი ადამიანი, საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა. სახმელეთო ოპერაციის დაწყების მომენტისათვის 260 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მზად იყო შეტევისათვის. ამ ჯარებს დაქვემდებარებაში გააჩნდათ  2000 ტანკ М1А1 „აბრამსი“, 2200-ზე მეტი ქსმ М2 / М3 “ბრედლი”, თითქმის 500 ერთეული საარტილერიო დანადგარი, ასევე 340 ერთეული საბრძოლო შვეულმფრენისგან შემდგარი პარკი, საიდანაც 190-ს დამრტყმელი შვეულმფრენი „აპაჩი“ , ხოლო დანარჩენ 150-ს დამრტყმელი შვეულმფრენი „კობრა“ წარმოადგენდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე უფრო მასშტაბური მობილიზაციის დროს გაწვეული იქნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და სახმელეთო ძალების ეროვული გვარდიის რეზერვების სამხედრო მოსამსახურეები, რიცხოვნობით 158 ათასი ადამიანი. რეზერვისტების დიდი ნაწილი მხარდაჭერის ქვედანაყოფებში იქნა გადანაწილებული, რომლებიც რომლებიც საუდის არაბეთში იქნენ გადაგზავნილნი – მათ გარეშე, ჯარების გადასროლის დასრულების შემდგომ, არმია ფუნქციონირებას ვერ შეძლებდა. რაც შეეხება დანარჩენი ქვედანაყოფებს, ისინი აშშ-ში დარჩნენ და ის საკადრო სამხედროები შეცვალეს, რომლებიც სპარსეთის ყურის რაიონში იყვნენ გადაგზავნილნი.

ჯარების ასეთი უდიდესი მასების გადასროლა და მომარაგება სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობას საჭიროებდა. ტვირთების გადაზიდვისთვის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო გადაზიდვების სარდლობის 269 გემი გამოიყენეს, ასევე საჭირო გახდა კიდევ 50 სამოქალაქო გემი დაქირავება. საზღვაო გადაზიდვების ყველაზე უფრო ეფექტურ საშუალებას „ალგოლის“ (სიჩქარე 30 – 32 კვანძი) კლასის სწრაფმავალი სატრანსპორტო ხომალდები წარმოადგენდნენ, რომელთა რაოდენობაც სულ 8 იყო. სატრანსპორტო ხომალდები შემდეგნაირად  იტვირთებოდა: 120 შვეულმფრენი UH-1 (AH-1) ან 183 ტანკი „აბრამსი“, 78 ტრაილერი 35-ფუტიანი კონტეინერებით, 46 – 20-ფუტიანი კონტეინერებით, 1.06 მლნ. ლ. სასმელი წყალი, 15.1 მლნ. ლ. საწვავ-საპოხი მასალები.

ს ა მ ხ ე დ რ ო – ს ა ჰ ა ე რ ო   ძ ა ლ ე ბ ი   ( ს ს ძ )

ომის დასაწყისიდანვე სპარსეთის ყურეში ჰაერში ბატონობის მოპოვება მოკავშირეთა უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო. ამისათვის გადმოსროლილი იქნა მძლავრი საავიაციო დაჯგუფება, რომელშიც დაახლოებით 2 ათასი თვითმფრინავი შედიოდა. დაჯგუფების საფუძველს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის თანამედროვე  დამრტყმელი თვითმფრინავები  შეადგენდა, მათ შორის:

  • 249 ერთეული მრავალფუნქციური გამანადგურებელი F-16;
  • 120 ერთეული გამანადგურებელი F-15C;
  • 90 ერთეული მოიერიშე„ჰარიერი“;
  • 118 ერთეული ბომბდამშენი F-111F;
  • 72 ერთეული ახლო საცეცხლე მხარდაჭერის თვითმფრინავი A-10.

გარდა ამისა, ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების დაჯგუფებაში შედიოდა 26 სტრატეგიული ბომბდამშენი B-52, „სტელისის“ ტექნოლოგიით შექმნილი 44 დამრტყმელი თვითმფრინავი F-117A, დიდი რაოდენობით რადიო-ელექტრონული ბრძოლის (რებ), შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა (შრლა) და მართვის თვითმფრინავები, ასევე მზვერავები, საჰაერო სამეთაურო პუნქტები, თვითმფრინავ-გამმართველები და უპილოტო საფრენი აპარატები. აშშ-ის სსძ-ის ძალები ბაზირებდნენ თურქეთის, საუდის არაბეთისა და ყატარის ავიაბაზებზე.

საზღვაო ავიაცია მოიცავდა 690 თვითმფრინავს, რომლის ძირითად დამრტყმელ ძალას შეადგენდა საგემბანო ავიაციის 146 და საზღვაო ქვეითთა 72 გამანადგურებელ-ბომბდამშენი F/A-18, და ასევე 68 გამანადგურებელი F-14 „თომქეთი“. საზღვაო ავიაციის ძალები საბრძოლო დავალებებს სამხედრო-საჰაერო ძალებთან მჭიდრო ურთიერმოქმედებით და  ერთიანი გეგმის მიხედვით ასრულებდნენ.

83 თვითმფრინავი გამოყო დიდი ბრიტანეთის სსძ, ხოლო 37 – საფრანგეთის სსძ. მანქანების მცირე რაოდენობა გამოყვეს აგრეთვე გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ და ყატარმა.

საუდის არაბეთის სსძ მოიცავდა:

  • 89 გამანადგურებელ F-5E-ს;
  • 71 გამანადგურებელი F-15-ს;
  • 36 გამანადგურებელ „ტორნადოს“ სხვადასხვა მოდიფიკაციაში.

ეროვნულ კუთვნილების მიუხედავად მრავალეროვნული ძალების მთელი ავიაცია აშშ-ის სსძ-ის ტაქტიკური ავიაციის სარდლობის მე-9 საჰაერო არმიის სარდლობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, და ამერიკული სარდლობის ერთიანი გეგმის მიხედვით გამოიყენებოდა.

აშშ-ის სსძ-ის გამოყენების განმასხვავებელი ნიშანი ამ ომში გახდა მისი ძალიან კარგი სადაზვერვო და ზურგის უზრუნველყოფა. სსძ-ის ინტერესებში მოქმედებდა მძლავრი თანამგზავრული დაჯგუფება. რებ-ის თვითმფრინავთა რაოდენობა ერაყული ჰსთ-ის საიმედოდ დაბრმავების საშუალებას იძლეოდა, ამ დროს აშშ-ის სსძ-ს შეეძლო ჰაერში სიტუაციის სრულად გაკონტროლება და თავის მოქმედების კოორდინირება შრლა-ს, დაზვერვისა და მართვის თვითმფრინავების დახმარებით. მფრინავმა ტანკერებმა არსებითად გაზარდეს დამრტყმელი თვითმფრინავების საბრძოლო ფრენების ხანგრძლივობა და სიშორე, მათ პირდაპირ ჰაერში საწვავით გამართვის გზით. ასეთი უზრუნველყოფით აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ტაქტიკურ გამანადგურებლებსა და დამრტყმელ თვითმფრინავებს დღის განმავლობაში მრავალი ასეული საბრძოლო გაფრენის შესრულება შეეძლოთ ძალიან მაღალი ეფექტურობით.

ს ა მ ხ ე დ რ ო  – ს ა ზ ღ ვ ა ო    ძ ა ლ ე ბ ი ს   გ ა დ ა ს რ ო ლ ა

1990 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით სპარსეთის ყურის რაიონში აშშ-ის 15 სამხედრო ხომალდი იმყოფებოდა, მათ შორის  1 ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი (ადჯ) ავიამზიდ CV62 „ინდეფენდენს“-ითა და 76 საბრძოლო თვითმფრინავით. შემდგომში  კონფლიქტის ზონაში აშშ-ის საზღვაო დაჯგუფების სწრაფი ზრდა დაიწყო.

სამხედრო-საზღვაო ძალების გადასროლა მოიცავდა:

  • აშშის მე-6 და მე-7 ოპერატიული ფლოტების გადაჯგუფებას ხმელთაშუა ზღვიდან და წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილიდან, მათ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას;
  • აშშდან წყალქვეშა ნავების, მათ შორის  – ფრთოსან რაკეტატომაჰავკებისმატარებლების, ავიამზიდისა და სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფების გადასროლას;
  • ფლოტის რეზერვის მობილიზებული ხომალდების შერჩევას ფლოტის რეგულარული ძალების შევსების მიზნით, და სახმელეთო ძალების მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების სასწრაფო საზღვაო გადაზიდვების უზრუნველყოფას;
  • ცენტრკომის შემადგენლობაში მყოფი აშშის სამხედროსაზღვაო ძალების ორგანიზაციისა და ურთირთქმედების დამუშავებას.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფების ზრდა სპარსეთის ყურეში შემდეგნაირად მოხდა:

  • 3 – 5 აგვისტოს ადჯინდეფენდენსიომანის ყურეში შევიდა და იქ 3 ნოემბრამდე მანევრირებდა. ის წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილიდან გადმოსროლილმა ადჯ  CV-41მიდუეიმჩაანაცვლა, რის შემდეგაც ადჯინდეფენდენსიაშშის დასავლეთ სანაპიროსკენ წავიდა. ამავე დროს სპარსეთის ყურეში 801-ოპერატიული შენაერთის ხომალდებმა მოიყარეს თავი (საშტაბო ოხომალდილასალი“,  სარაკეტო  კრეისერი, საესკადრო ნაღმოსანი, ხუთი ფრეგატი);
  • 15 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვაში ჩავიდა ადჯ CV-60სარატოგადა სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფი მე-2 ფლოტის სახაზო ხომალდ BB64ვისკონსინისმეთაურობით. 23 აგვისტოდან ადჯმა პატრულირება დაიწყო წითელ ზღვასა დახმელთაშუა ზღვის აღმსავლეთ ნაწილში, ხოლო სარაკეტო დამრტყმელმა ჯგუფმა 24 ავისტოდანომანისა და სპარსეთის ყურეების რაიონში;
  • 9 აგვისტოს  ბაზირების მოწინავე პუნქტი დიეგოგარსიადან საზღვაო ქვეითთათვის განკუთვნილი შეიარაღებითა და ტექნიკით დატვირთული 10 საბრძოლო-სატრანპორტო ხომალდი დაიძრა, რომლებიც სპარსეთის ყურის პორტებში 17 აგვისტოს შევიდნენ;
  • 8 აგვისტოს მე-6 ფლოტის ადჯდუაიტ . ეიზენჰაუერიხმელთაშუა ზღვიდან წითელ ზღვაში გადავიდა. 31 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვაში ჩავიდა ადჯ CV-67ჯონ . კენედი“, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების ზონაშის ადჯ დუაიტ . ეიზენჰაუერიშეცვალა და 14-დან 25 ოქტომბრამდე, და ასევე 2 დეკემბრის შედეგ წითელ ზღვაში მანევრირებდა;
  • 1991 წლის 3 იანვარს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილიდან კონფლიქტის რაიონში ჩავიდა  სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფი მე-7 ფლოტის სახაზო ხომალდ BB-63მისურისმეთაურობით;
  • 14 იავარს სპარსეთის ყურეში ადჯ CV-61  „რეინჯერიშევიდა. ამავე დღეს წითელ ზღვაში  შევიდა დასავლეთ ატლანტის ოკეანიდან გადმოსროლილი საავიამზიდო დამრტყმელი გაერთიანება (სდგ) 2 ადჯისCVN-71თეოდორ რუზველტისადა CV-66ამერიკას“ – შემადგენლობით. შემდგომში ადჯთეოდორ რუზველტისპარსეთის ყურისკენ გაემართა.

ამგვარად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კრიზისულ რეგიონში ძალებისა და საშუალებების სასწრაფო გადასროლისა თვალსაზრისით თავისი რეალური შესაძლებლობები წარმოაჩინა. გადასროლის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა 2 სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფი და 6 ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი (არსებული 11-დან). აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებს ადჯ-ების ასეთი რაოდენობა ერთ ოპერაციაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგომ არ გამოუყენებია.  სამი ადჯ („მიდუეი“, „რეინჯერი“ და „თეოდორ რუზველტი“), და ასევე ორივე სარაკეტო დამრტყმელი ჯგუფი სპარსეთის ყურეში მოქმედებდნენ. ადჯ „ჯონ კენედი“, ამერიკა“ და „სარატოგა“ წითელ ზღვაში მოქმედებდნენ. გარდა ამისა, კონფლიქტის ზონაში თავმოყრილი იქნა რაკეტა „ტომაჰავკებით“ აღჭურვილი 8 ატომური წყალქვეშა ნავი და აგრეთვე 5 სადესანტო შვეულმფრენმზიდი.

სულ სპარსეთის ყურის რაიონში თავი მოიყარა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობის 140-მა ათასმა ადამიანმა, დაახლოებით 90-მა საბრძოლო ხომალდმა (მათ შორის 20 – ფრთოსანი რაკეტების მატარებელი) და 690-მა საბრძოლო თვითმფრინავმა (მათ შორის 450 – საგემბანო ავიაციის).

კრიზისის დასაწყისიდანვე აშშ-ის ხომალდებმა ერაყის საზღვაო ბლოკადა დაიწყეს. სარძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დაწყებამდე  აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურის ზონაში ინტენსიური საბრძოლო მომზადება გაიარეს. დამუშავდა საავიაციო და სარაკეტო დარტყმები მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი სახმელეთო ობიექტების წინააღმდეგ, აგრეთვე სადესანტო ამფიბიური ოპერაციების ჩატარება და ურთიერთქმედება მრავალეროვნული ძალების ხომალდებს შორის.

ა შ შ – ი ს   ს ა ზ ღ ვ ა ო   ქ ვ ე ი თ ე ბ ი

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს სახმელეთო, საჰაერო და ზურგის შეიარაღებულ ძალებს. ფლოტის საზღვაო ქვეითების ორი რაზმი, რომლებიც ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ფლოტის ნაწილებს წარმოადგენენ, აკონტროლებენ საზღვაო ქვეითების ძირითად მოქმედ ძალებს, რომლებიც სამ უდიდეს საექსპედიციო კორპუსს წარმოადგენენ. ამ ჯარებს სწრაფად გადასროლის უნარი აქვთ და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მაღალი დონით გამოირჩევიან.

საზღვაო ქვეითების სახმელეთო ჯარების ორგანიზაცია მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სხვა სახმელეთო ჯარებისაგან, თუმცა საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას პრინციპული განსხვავებები გააჩნია ოპერატიულ ორგანიზაციას. ძირითადი ქვედანაყოფი, რომელიც საზღვაო ქვეითების მოქმედებებში გამოიყენება, ცნობილია როგორც საზღვაო ქვეითების საჰაერო-სახმელეთო ოპერატიული ჯგუფი (სსოჯ), თავისი ზომებისგან დამოუკიდებლად მოიცავს ქვედანაყოფებს, რომლებიც ატარებენ პასუხისმგებლობას მეთაურობაზე, სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებზე, საჰაერო საბრძოლო მოქმედებებსა და ზურგის მოქმედებებზე.

სსოჯ-ის ყველაზე უფრო მსხვილ ქვედანაყოფებს საზღვაო ქვეითების საექსპედიციო დივიზიები (სქსდ) წარმოადგენს, ჩვეულებრივ ისინი მოიცავენ საზღვაო ქვეითების გაძლიერებულ დივიზიას, საზღვაო ქვეითების საჰაერო ფრთას, სადაზვერვო ჯგუფს და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფს. სრულ შემადგენლობით ეს დაახლოებით 50 000 საზღვაო ქვეითი და 3000 მეზღვაურია (სამედიცინო პერსონალი, სახომალდე არტილერია, კავშირის ოფიცრები). ამ დივიზიაზე შესაძლებელია მეორე დივიზიის მიერთება, ისევე როგორც უფრო წვრილი ნაწილების. საზღვაო ქვეითთა კორპუსი სამ სქსდ-ს მოიცავს: დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ სანაპიროსა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.

სქსდ-ის საჰაერო ფრთა – ეს დამოუკიდებელი საჰაერო ქვედანაყოფია მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფებით. ჩვეულებრივ მის შემადგენლობაში შედის საზღვაო ქვეითთა ავიაციის ოთხი ჯგუფი (2 საშვეულმფრენო, 1 განამადგურებელთა ჯგუფი და 1 მოიერიშეთა ჯგუფი).

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი (მტუჯ) საზღვაო ქვეითთა ყველა ქვედანაყოფს ყველა სახის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას სთავაზობს. საზღვაო ქვეითთა კორპუსი განსაკუთრებით დამოკიდებულია მტუჯ-ზე, ვინაიდან მის დივიზიებს  საკუთარი ზურგის ქვედანაყოფები არ გააჩნიათ. მტუჯ მოიცავს საშტაბო ქვედანაყოფს, ტექმომსახურების, მომარაგების, საინჟინრო უზრუნველყოფის, საავტომობილო ტრანსპორტის, სამედიცინო მომსახურებისა და დესანტის გადმოსხმის უზრუნველყოფის ბატალიონებს.

საზღვაო ქვეითთა დივიზია ფუნქციებითა და შეიარაღებით ახლოსაა მძიმე ქვეით დივიზიასთან და პირადი შემადგენლობის დაახლოებით 18 250 ადამიანს მოიცავს.

საექსპედიციო დივიზიის საფუძველს საზღვაო ქვეითების სამი მძიმედ შეიარაღებული პოლკი წარმოადგენს. პოლკის შემადგენლობაში, დავალებიდან გამომდინარე, ორიდან ხუთამდე ბატალიონი შედის. საკმაოდ ხშირად საპოლკო შტაბი სამ ბატალიონს ხელმძღვანელობს, რომელთაგან თითოეულიც სხვა პოლკებიდანაა მოვლინებული,  ხოლო ამავე დროს პოლკის საკუთარი ბატალიონები სხვა პოლკებზე ან საზღვაო საექსპედიციო ქვედანაყოფებზეა მიმაგრებული.

საზღვაო ქვეითთა ბატალიონი მოიცავს საშტაბო ასეულს, საიარაღო ასეული  (weapons company; იგივე სამანევრო მხარდაჭერის ასეულის – manoeuvre support company;) და 3 მსროლელ ასეულს,  სამ-სამი ოცეულით თითოეულში. მსროლელი ოცეულები, რომელთა შემადგენლობაშიც 13 – 13 ადამიანი შედის, სამ საცეცხლე გუფად იყოფა, რომლებიც საერთო ჯამში აღჭურვილნი არიან ათი შაშხანა М16А2-ით, სამი ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნი М203-თა და სამი ტყვიამფრქვევი М249-თი. საიარაღო ოცეული მოიცავს სატყვიამრქვევო (6 ტყვიამფრქვევი M60Е3), საიერიშო (ექვსი 83-მილიმეტრიანი ხელის უნივერსალური სარაკეტო-გამშვები დანადგარი MK153 MOD) და სანაღმტყორცნო სექციებს.

საიარაღო ასეულის შემადგელობაში შედის საშტაბო, სატყვიამფრქვევო (12.7-მმ-იანი М2),  საყუმბარმტყორცნო (МК19 MOD3), ტანკსაწინააღმდეგო (ოცდათორმეტი „დრაკონის“ ტიპის ტსმრ) და სანაღმმტყორცნო (რვა 81-მმ-იანი М252) ოცეულები, რომლებიც „ჰამვის“ ტიპის საბრძოლო მანქანებით გადაადგილდებიან.

საბრძოლო მანქანების სახით საზღვაო ქვეითები კანადური წარმოების რვათვლიან ჯავშანტრანსპორტიორ LAV-25-ებს იყენებენ, რომლებიც 25-მმ-იანი „ბუშმასტერის“ ტიპის ქვემეხითა და ორი 7.62-მმ-იანი ტყვიამფრქვევით (მანქანათა ნაწილი შეიარაღების სხვა ვარიანტით იყო აღჭურვილი) იყვნენ შეიარაღებულნი. ბატალიონის შემადგენლობაში 38 ერთეული LAV-25-ის ტიპის საბრძოლო მანქანა შედის.

საზღვაო ქვეითების M60A1-ის ტიპის ტანკი ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხლის” დროს. ტანკი აღჭურვილია დინამიკური დაცვითა და ბულდოზერის დანით.

საზღვაო ქვეითთა სატანკო ბატალიონი ოთხ სატანკო ასეულს მოიცავს, რომელთაგან თითოეულიც სპარსეთის ყურეში ომის დასაწყისისთვის ჩვიდმეტი ტანკ М60А1-ით იყო აღჭურვილი (სამი ოცეული, თითოეული ხუთი ტანკით აღჭურვილი და კიდევ ორი ტანკი საშტაბო ასეულში). მასში ასევე შედის ტანკსაწინააღმდეგო ასეული სამი ოცეულით, რომელთაგან თითოეულსაც განკარგულებაში გააჩნია ოცდაოთხი ტანკი და პლუს დამატებითი ოცეული 8 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „თოუ“-თი, 40-მმ-იანი ყუმბარსატყორცნებით და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით. „თოუ“-ს ოცეულები ძირითადად ქვეით პოლკებზეა მიმაგრებული, მისი ცალკეული სექციები კი ბატალიონებსა და ქვეით ასეულებს ემაგრება. 1989 წელს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა სარდლობამ М60А1-ების შესაცვლელად М1А1-ის ტიპის ტანკების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა 1991 წლამდე ეს შესრულებული არ იქნა. ამიტომაც 106 ერთეული ტანკი М1А1 აშშ-ის არმიის მიერ საზღვაო ქვეითთა კორპუსისთვის დროებით სარგებლობაში იქნა გადაცემული.

ახალი ტანკებით ოქტომბერსა და ნოემბერში საზღვაო ქვეითთა მე-2 და მე-8 სატანკო ბატალიონები გადააიარაღეს, მაგრამ ამასთანავე, ვინაიდან პირადი შემადგენლობის გადამზადებისათვის დრო აღარ რჩებოდა, არმიული 4-ტანკიანი ოცეულისაგან განსხვავებით, შენარჩუნეული იქნა 5-ტანკიანი ოცეული. 1-ლი და მე-4 სატანკო ბატალიონებს შეიარაღებაში წინანდებურად М60А1-ები ჰყავდათ, რომლებიც „ბლეიზერის“ ტიპის რეაქტიული ჯავშნით იყვნენ აღჭურვილნი.

საზღვაო ქვეითთა ამფიბიური ბატალიონები განკუთვნილია სანაპიროზე დესანტის პირველი ტალღის გადასასხამად, მაგრამ ისინი უდაბნოში გამოიყენებოდნენ იმისათვის, რათა გადაეყვანათ ჯარები და გადაეზიდათ რესურსები, შეტევებში მონაწილეობა მათ არ მიუღიათ. ოთხი ამფიბიური ასეული AAVP-7A1-ის ტიპის 10 ამფიბიით აღჭურვილ ოთხ ოცეულს მოიცავს და ბატალიონის საიერიშო რაზმების გადასხმის განხორციელება შეუძლია. ყველა AAVP-7A1 აღჭურვილი იყო კოშკურით და მასში დაყენებული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევ М85-ით, თუმცა რამდენიმე მათგანი მოდიფიცირებული იქნა – მათზე დაყენდა 40-მმ-იანი ყუმბარსატყორცნი МК19MOD3. ტექნიკის დიდი ნაწილი, რომელიც სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, აღჭურვილი იქნა დამატებითი დასაკიდებელი ჯავშნით. საშტაბო და ზურგის ასეულებში AAV-ს სერიის მანქანების სპეციალური მოდიფიკაციები გამოიყენებოდა.

საზღვაო ქვეითების საარტილერიო პოლკი მოიცავს საშტაბო და ხუთ საარტილერიო ბატარეას, თითოეული მათგანი აღჭურვილა 155-მმ-იანი ბუქსირებადი ჰაუბიცა M198-ით. პოლკის 1-ლი, მე-3 და მე-5 ბატალიონები სამ-სამ რვაქვემეხიან ბატარეას მოიცავდნენ, ხოლო მე-4 ბატალიონი – სამ ბატარეას, თითოეულს ექვს-ექვსი ქვემეხით.

ჰაუბიცა M198 სპარსეთის ყურის ომის დროს

საზღვაო ქვეითთა (სქ) უფრო წვრილი ფორმირება – ეს  საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ბრიგადაა (სქსბრ), რომელიც შედგება საპოლკე სადესანტო ქვედანაყოფისგან, საზღვაო საჰაერო ჯგუფებისა და ბრიგადის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფებისგან (ბმტუჯ) და დაქვემდებარებაში გააჩნია ჯავშანტექნიკა და საარტილერიო საშუალებები. შესაძლოა, რომ სქსბრ 8000-დან 18000-მდე საზღვაო ქვეითსა და მეზღვაურს მოიცავდეს, და ასევე შეიძლება მოიცავდეს  საექსპედიციო დივიზიის დაქვემდებარებაში შემავალი საავიაციო ტექნიკის ნახევარსაც კი.

საზღვაო ქვეითთა ყველაზე მცირე ფორმირებას საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ბატალიონი (სქსბ) წარმოადგენს, რომელიც მოიცავას საბატალიონო ჯგუფს, გაძლიერებულ საშვეულმფრენო ესკადრილიას და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფს. მისი რიცხოვნობა 2500 ადამიანს შეადგენს. საექსპედიციო ბატალიონი ჩვეულებრივ 155-მმ-იანი არტილერიის ბატარეითა და სატანკო ოცეულით ძლიერდება. სქსბ ორნიშნა ნომერი გააჩნია, რომელშიც პირველი ციფრი იმ  ნაწილს აღნიშნავს, რომელსაც ქვედანაყოფი განეკუთვნება, ხოლო მეორე – თვითონ ბატალიონის ნომერს. საექსპედიციო ბატალიონის ელემენტების შემადგენლობა მუდმივად იცვლება, ჩვეულებრივ ნახევარწლიანი საზღვაო გადასროლისას. გადასროლის დაწყების წინ საექსპედიციო ბატალიონის პირადი შემადგენლობა სწავლების ინტენსიურ ნახევარწლიან კურსს გადის.

საზღვაო ქვეითებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება გადასროლის ბრძანებაზე, რომელიც 3 აგვისტოს გაიცა. 1-ლი საზღვაო საეკსპედიციო კორპუსის ნაწილებმა, გენერალ-მაიორ ჯონ ჰოპკინსის მეთაურობით, კალიფორნიის შტატში მდებარე კემპ პენდლტონიდან, და ასევე შტატის სხვა სამხედრო ბაზებიდან, ალ-ჯუბაილში (საუდის არაბეთი) ჩასვლა 17 აგვისტოს დაიწყეს და უკვე რამდენიმე კვირაში ადგილზე პირადი შემადგენლობის 45000 ადამიანი იმყოფებოდა.

1-ლი საექსპედიციო დივიზიის ძირითადი ნაწილი, საზღვაო ქვეითთა 1-ლი დივიზია შედგებოდა საზღვაო ქვეითთა 1-ლი, მე-5, მე-7 და მე-11 პოლკებისგან (უკანასკნელი საარტილერიო პოლკი იყო ოთხი ბატალიონით), და ასევე 1-ლი და მე-2 სატანკო ბატალიონებისაგან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ჩასულ აშშ-ის პირველ სატანკო ნაწილებს წარმოადგენდნენ.

ამ ჯარებმა თავდაცვითი პოზიციები ქუვეითის სამხრეთით, სანაპიროს მახლობლად დაიკავეს.

9 ნოემბერს მე-2 საექსპედიციო დივიზიამ კემპ ლეჟენიდან, ჩრდილოეთ კაროლინას შტატიდან და აშშ-ში მდებარე სხვა სამხედრო ბაზებიდან სპარსეთის ყურის რაიონში გადასროლის ბრძანება მიიღო და დეკემბრის ბოლოს ადგილზე ჩავიდა. მის შემადგენლობაში შევიდა საზღვაო ქვეითთა მე-6 და მე-9 პოლკები.

ამგვარად, საზღვაო ქვეითთა ძალების რაოდენობამ 90000 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 22000-ს რეზერვისტები წამოადგენდნენ და მათი უმრავლესობა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაწილებში მსახურობდა.

მე-4 და მე-5 საექსპედიციო ბრიგადები და მე-13 საექსპედიციო ბატალიონი (პირადი შემადგენლობის სულ დაახლოებით 17000 ადამიანი) საზღვაო სადესანტო ხომალდების ბორტებზე დარჩა. ეს ხომალდები ერაყული ჯარების ადგილზე  შეკავების დავალებას ასრულებდნენ, უქმნიდნენ რა მათ ფლანგური სადესანტო თავდასხმის საფრთხეს. მოცემული ძალები ოც ქვეით, თერთმეტ საარტილერიო, ოთხ სატანკო, ორ ჯავშანსატანკო და ორ საიერიშო სადესანტო ბატალიონს მოიცავდა, რომელთაც დაქვემდებარებაშიც 260 ჰაუბიცა, 106 – 106 ერთეული М1А1-სა და М60А1-ის ტიპის ტანკი, 250 ქსმ და 430 ამფიბიური სატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა.

სქ-თა მე-3 საექსპედიციო დივიზია სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდა ოკინავასა (იაპონია) და ჰავაიზე არსებულ ბაზებში. მე-7 ბრიტანული ჯავშანსატანკო ბრიგადა, ხოლო მოგვიანებით 1-ლი ჯავშანსატანკო დივიზიაც (დიდი ბრიტანეთი) ოქტომბრის ბოლოს გამოყოფილი იქნა 1-ლ საექსპედიციო დივიზიისგან, ხოლო 1991 წლის იანვარში მათ ახალი ამოცანა დაესახათ და ჩანაცვლებულნი იქნენ სახმელეთო ჯარების 1-ლი ბრიგადითა და 2-ე ჯავშანსატანკო დივიზიით, რომლებიც ომის დამთავრებამდე საზღვაო ქვეითების სარდლობის ქვეშ დარჩნენ.

ბ რ ი ტ ა ნ უ ლ ი   ჯ ა რ ე ბ ი

დიდი ბრიტანეთი „ნატოს“ წევრი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სპარსეთის ყურის რაიონში ჯარების მნიშვნელოვანი კონტიგენტი გაგზავნა – შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიტანეთმა თავისი ჯარები საუდის არაბეთში განალაგა. დიდი ბრიტანეთის სსძ-ის მხარდასაჭერად ასევე სწრაფად ჩავიდნენ რეგიონში მეკავშირეთა და მედიკოსთა ქვედანაყოფები. აგვისტოს შუა რიცხვებში სსძ-ის ლაინჰემის ბაზიდან საბრძოლო მოქმედებების თეატრში ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა ჩავიდა. გაერთიანებული სამეფოს გაერთიანებული ძალების სამხედრო მეთაური ავიაციის მთავარი მარშალი სერ პატრიკ ჰაინი იყო, რომელიც მეთაურობას ჰაი ვაიკომბში მდებარე სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბიდან ახორციელებდა.

მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადა, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წლებში სახელმოხვეჭილი მე-7 ჯავშანსატანკო დივიზიის  –  ეგრეთ წოდებული „უდაბნოს ვირთხების“ ტრადიციებისა მემკვიდრეა, რეგიონში 14 სექტემბერს იქნა გადაგზავნილი გერმანიიდან, ქალაქ ბრემენიდან. ოქტომბერში ის აშშ-ის საზღვაო ქვეითთა 1-ლ საექსპედიციო დივიზიას მიუერთდა. ნოემბერში მას უკან მოჰყვა მე-4 ბრიგადა (მე-7 ჯავშანსატანკო დივიზიის ყოფილი ბრიგადა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა) და მხარდაჭერის ქვედანაყოფები, რის შედეგადაც რეგიონში  მთელი ბრიტანული სახმელეთო ძალები 1-ლ ჯავშანსატანკო დივიზიაში (ბრიტ.) იქნა გაერთიანებული, რომლის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობამ 25000 ადამიანი შეადგინა. 1-ლ ბრიტანულ ჯავშანსატანკო დივიზიას გენერალ-მაიორ რუპერტ სმიტი სარდლობდა. მიუხედავად იმისა, რომ 1-ლ ჯავშანსატანკო დივიზიას  მე-3 ბრიგადა აკლდა, ის მაინც საკმაოდ მძლავრ ძალას წარმოადგენდა. დივიზიის ორი ბრიგადიდან თითოეული მოიცავდა 3 სატანკო პოლკსა და მექანიზირებულ ბატალიონს, ასევე სამეფო არტილერიისა და საინჟინრო ჯარების პოლკებს. ბრიტანული სისტემის მიხედვით სატანკო პოლკები და მექანიზირებული ქვეითი ბატალიონები – ეს ერთი დონის ქვედანაყოფებია, ისინი ბრიგადის ელემენტებს წარმოადგენენ. პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის რიცხოვნობის მხრივ ისინი აღემატებიან „ნორმალურ“ ქვეით და სატანკო ბატალიონებს სხვა ქვეყნების არმიაში, მაგრამ ჩამორჩებიან პოლკებს.

1-ლი ჯავშანსატანკო დივიზიის ნაწილები უმეტესწილად ფორმირდა როგორც „ნაკრები“ ბრიტანული რეინის არმიის ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფებისაგან. ეს ძირითადად მე-4 ბრიგადას ეხებოდა. მე-7 ბრიგადა უფრო მომზადებულ და ერთიან ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა მასაც ასევე მოუხდა დამატებითი ქვედანაყოფებით გაძლიერება.

1-ლი ბრიტანული ჯავშანსატანკო დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა:

7-ჯავშანსატანკო ბრიგადა

  • სამეფო გვარდიული შოტლანდიური დრაგუნთა პოლკი – სატანკო პოლკი, გაძლიერებული მისი უდიდებულესობის 14/20-ე ჰუსართა პოლკის, 17/21-ე ულანთა პოლკისა და მე-4 სამეფო სატანკო პოლკის ელემენტებით.
  • სამეფო ირლანდიური ჰუსართა მისი უდიდებულესობის პოლკი – სატანკო პოლკი, გაძლიერებული 17/21-ე ულანთა პოლკის ელემენტებით.
  • სტაფორდშირის პოლკის (უელსისი პრინცის) 1-ლი ბატალიონი – მექანიზებული ქვეითი ბატალიონი, გაძლიერებული გრენადერთა 1-ლი გვარდიული ბატალიონის, სამეფო ინგლისური პოლკის მე-2  ბატალიონის, უელსის პრინცის საკუთარი იორკშირის პოლკის 1-ლი ბატალიონისა და სამეფო „მწვანე ქურთუკების“-ის 1-ლი ბატალიონის ელემენტებით.
  • სამეფო არტილერიის მე-40 საველე პოლკი – 38-ე, 129-ე, 137-ე საარტილერიო და მე-10 ჰაერსაწინაღო ბატალიონები.
  • 21-ე საინჟინრო პოლკი – 1-ლი და მე-4 საველე ესკადრონები, გაძლიერებული 32-ე ჯავშანსატანკო საინჟინრო პოლკის 26-ე ჯავშანსატანკო საინჟინრო ესკადრონის მესანგრეებით.
  • სამეფო გვარდიული დრაგუნთა მისი უდიდებულესობის პოლკის 1-ლი ესკადრონი „А“ – სადაზვერვო ქვედანაყოფი.

4-ჯავშანსატანკო ბრიგადა

  • 14/20-ე ჰუსართა პოლკი – სატანკო პოლკი, გაძლიერებული  ლეიბ-გვარდიის ესკადრონებითა და მე-4 სამეფო სატანკო პოლკის ქვედანაყოფებით.
  • სამეფო შოტლანდიური პოლკის 1-ლი ბატალიონი – მექანიზირებული ქვეითი ბატალიონი, გაძლიერებული მისი უდიდებულესობის გრენადერთა 1-ლი ბატალიონის ასეულითა და შოტლანდიური  ჰაილენდსის მისი უდიდებულესობის საკუთარი პოლკის (სიფორტისა და კამერონის) 1-ლი ბატალიონის ქვედანაყოფებით.
  • ფუზილერთა სამეფო პოლკის მე-2 ბატალიონი – მექანიზირებული ქვეითი პოლკი, გაძლიერებული გრენადერთა 1-ლი  გვარდიული ბატალიონის მე-2 ასეულითა და შოტლანდიური ჰაილენდსის მისი უდიდებულესობის საკუთარი პოლკის 1-ლი ბატალიონის ქვედანაყოფებით.
  • სამეფო არტილერიის მე-2 საველე პოლკი – 23-ე, 127-ე საარტილერიო და 46-ე ჰაერსაწინაღო ბატალიონი.
  • 21-ე საინჟინრო პოლკი – უშუალო მხარდაჭერის 39-ე ბატალიონი, 73-ე საველე ბატალიონი.

დივიზიის მხარდაჭერის  ქვედანაყოფები

  • 16/მე-5 სადაზვერვო  სამეფო ულანთა მისი უდიდებულესობის პოლკი.
  • 26-ე საარტილერიო პოლკი – მე-16, მე-17, 159-ე საველე და და 43-ე ჰაერსაწინაღო ბატარეები.
  • 32-ე მძიმე საარტილერიო პოლკი – მე-18 და 74-ე მძიმე, 75-ე რადიოლოკაციური ბატარეები.
  • 39-ე მძიმე საარტილერიო პოლკი – 132-ე, 176-ე მძიმე ბატარეები.
  • მე-12 ჰაერსაწინაღო პოლკი – 58-ე ჰაერსაწინაღო ბატარეა („რაპირის“ ტიპის რაკეტები).
  • 32-ე ჯავშანსატანკო საინჟინრო პოლკი – 31-ე და 77-ე ჯავშანსატანკო საინჟინრო და 37-ე საველე ბატალიონები.
  • მე-3 საველე ბატალიონი, მე-14 ტოპოგრაფიული, მე-15 და 45-ე საველე დამხმარე ბატალიონები, 49-ე საარტილერიო-ტექნიკური ბატალიონი.
  • სახმელეთო ჯარების საავიაციო კორპუსის მე-4 პოლკი (საბრძოლო შვეულმფრენები) – 654-ე, 559-ე და 661-ე ესკადრონები.
  • გაერთიანებული საშვეულმფრენო მხარდაჭერის ქვედანაყოფი.
  • სამეფო სატრანსპორტო კორპუსის მე-7 სატანკო სატრანსპორტო პოლკი.
  • სამეფო სატრანსპორტო კორპუსის მე-10 პოლკი – მე-9, მე-12, მე-16, მე-17, 50-ე და 52-ე ესკადრონები.
  • კავშირის სამეფო კორპუსის რადიოტექნიკური საშუალებების გამოყენებით ომის წარმოების 14-ე პოლკი.
  • 39-ე საინჟინრო პოლიკი – 34-ე საველე, 48-ე და 53-ე საველე სამშენებლო ესკადრონები.
  • სამეფო სამხედრო-სამედიცინო კორპუსის 16-ე საველე ჰოსპიტალი.
  • სამეფო სამხედრო-სამედიცინო კორპუსის 24-ე (აერომობილური) საველე ჰოსპიტალი.
  • სამეფო სამხედრო-სამედიცინო კორპუსის საველე  ჰოსპიტალის 22-ე და 33-ე ჯგუფები.
  • სამეფო სამხედრო-სამედიცინო კორპუსის 205-ე მთავარი ჰოსპიტალი (ტერიტორიული არმია).
  • სამეფო სატრანსპორტო კორპუსის ჯავშანსატანკო დივიზიის 1-ლი და მე-4 სატრანსპორტო პოლკები.
  • მე-3, მე-5 და მე-6 საარტილერიო-ტექნიკური ბატალიონები.
  • მე-6, მე-7 და მე-11 ჯავშანსატანკო სახელოსნოები.
  • სამეფო სამხედრო პოლიციის 174-ე და 203-ე ასეულები.
  • მესანგრეთა-სამშენებლო კორპუსის 187-ე და 518-ე ასეულები.
  • 908-ე მესანგრეთა-სამშენებლო მხარდაჭერის ქვედანაყოფი.

FV510 “ვორიორი”

თითოეული ბრიტანული მექანიზირებული ქვეითი ბატალიონები, პირადი შემადგენლობის რიცხოვნობით 850 – 850 ადამიანი, აღჭურვილი იყო FV510 „ვორიორის“ ტიპის 45 ახალი ქსმ-ით. „ვორიორი“  შეიარაღებულია 30-მმ-იანი L21 Rarden-ის ტიპის ქვემეხითა და 7.62-მმ-იანი შეწყვილებული ტყვიამფრქვევ  L94A1-ით. შეიარაღება ორ კაცზე გათვლილ კოშკურაშია მოთავსებული. ქსმ „ვორიორს“ გააჩნია ღამის ხედვის სამიზნე და ავტომატური მართვის სისტემა, ასევე ჰსთ-ის მინისისტემა. დამხმარე აღჭურვილობის (ნაღმსატყორცნის ტრანსპორტიორები, სამეთაურო მანქანები და ა. შ.) გადაზიდვა უფრო ძველი მოდელის მუხლუხა მანქანა FV342 „ტროიანის“ საშუალებით ხდებოდა.

ბატალიონის მხარდაჭერის ასეული მოიცავს სანაღმტყორცნო ოცეულს (რვა 81-მმ-იანი L16A1) და ტანკსაწინააღმდეგო ოცეულს (ოცდათოთხმეტი „მილანის“ ტიპის ტსმრ, თვრამეტი ჯავშანტრანსპორტიორი FV432), და ასევე უშუალო დაზვერვის ოცეულს (8 „იატაგანის“ ტიპის სადაზვერვო მანქანა). ბატალიონის საშტაბო ასეული მართვასა და ზურგის უზრუნველყოფას ახორციელებს. ბატალიონის სამი ქვეითი ასეულიდან თითოეულში ერთი საშტაბო და სამი საცეცხლე ოცეული შედის, რომელთაგან თითოეულსაც დაქვემდებარებაში გააჩნია ოთხი ქსმ „ვორიორი“ – ერთი თითოეულ ქვეით სექციასა და საშტაბო ოცეულზე; ასევე 51-მმ-იანი ხელის ნაღმსატყორცნი L9A1. ქვეითი სექცია ქსმ „ვორიორის“ ეკიპაჟის წევრი სამი კაცისა და შვიდი მსროლელისაგან შედგება.

სექციის შეიარაღება მოიცავდა: 5.56-მმ-იან საიერიშო შაშხანა L85A1-ებს (SA-80), 5.56-მმ-იან ხელის ტყვიამფრქვევ  L86A1-სა და ერთჯერადი გამოყენების 94-მმ-იან ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნ LAW-80-ს, რომელმაც უფრო მძიმე 84-მმ-იანი ხელის ყუმბარსატყორცნი L14A1 „კარლ გუსტავი“ ჩაანაცვლა. მხარდაჭერის ზოგიერთ ნაწილს შეიარაღებაში 7.62-მმ-იანი საიერიშო შაშხანა L2A1 და 9-მმ-იანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი L2A3 „სტერლინგი“ გააჩნდა. სტანდარტულ პირად ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენდა 9-მმ-იანი პისტოლეტი „ბრაუნინგ ჰაი-პაუერი“, ასევე იმ დროისათვის ახლად შეძენილი 9-მმ-იანი შვეიცარიული „ზიგ-ზაუერ“ Р226 და უფრო კომპაქტური Р228.

ტანკი “ჩელენჯერი” სპარსეთის ყურის ომში

სატანკო პოლკები აღჭურვილი იყო FV4030 „ჩელენჯერ მკ.3“-ის ტიპის ტანკებით. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი იყო ამ ტანკის ჩანაცვლებაზე, და მას ხშირად აკრიტიკებდნენ დიზელის ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, „ჩელენჯერმა“ საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი იმ ტანკებს შორის, რომლებიც სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომში იღებდა მონაწილეობას. ეს ტანკი აღჭურვილი იყო 120-მმ-იანი კუთხვილი ქვემეხ L11A5-ითა და ორი 7.62-მმ-იანი ტყვიამფრქვევით. მანქანა უზრუნველყოფდა ეკიპჟის წევრი ოთხივე ადამიანის სრულ დაცვას ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის მოქმედებისაგან, მას ასევე გააჩნდა ღამის ხედვის თანამედროვე მოწყობილობა.

თითოეულ სატანკო პოლკში შედის საშტაბო ბატალიონი, უშუალო დაზვერვის ჯგუფი („სკორპიონის“ ტიპის 8 სადაზვერვო მანქანა) და 3 – 4 სატანკო ესკადრონი. ასე, მაგალითად, სამეფო გვარდიული შოტლანდიური დრაგუნთა პოლკი და სამეფო ირლანდიური ჰუსართა მისი უდიდებულესობის პოლკი მოიცავს 4 – 4 სატანკო ესკადრონს (სულ 57 ტანკი, პირადი შემადგენლობის 670 ადამიანი), ხოლო 14/20-ე ჰუსართა მისი უდიდებულესობის პოლკი – 3 ესკადრონს (43 ტანკი, პირადი შემადგენლობის 650 ადამიანი). ესკადრონის შემადგენლობაში შედის ოთხი ოცეული 3 – 3 ტანკის შემადგენლობითა და პლუს კიდევ ორი ტანკი საშტაბო ოცეულში. თითოეულ მექანიზებულ ქვეით ბატალიონში, სატანკო ან სადაზვერვო პოლკში არის საშტატო მსუბუქი დამხმარე ქვედანაყოფი, რომელსაც განკარგულებაში სარემონტო და საბუქსირე მანქანები და ასევე სამედიცინო პუნქტი გააჩნია.

ამერიკულის მსგავსად, ანალოგიური ბრიტანული მექანიზებული ქვეითი ბატალიონები და სატანკო პოლკები ოპერატიულ ორგანიზაციას სხვა ნაწილებთან ურთიერთგაძლიერების გზით აგებენ, რის შედეგსაც წარმოადგენს გაერთიანებული „საბრძოლო ჯგუფი“. მაგალითად, სატანკო პოლკის საბრძოლო ჯგუფმა თავისი სამი სატანკო ბატალიონიდან შეიძლება დაიტოვოს ორი და დამატებით მიიღოს მექანიზირებული ქვეითი ასეული იმ ქვეითი ბატალიონისაგან, რომელთანაც  მისი ბატალიონია მიმაგრებული. ქვეითი ასეული იღებს სანაღმტყორცნო სექციას და სექციას „მილანის“ ტიპის ტსმრ-ით. ამგვარად ორგანიზირებული ასეულები და ბატალიონები საბრძოლო ჯგუფებად იწოდებიან. საბრძოლო ჯგუფმა თავის განკარგულებაში შეიძლება ასევე მიიღოს თვითმავალი ჰაიუბიცების ბატარეა და, როგორც ეს სპარსეთის ყურეში იყო, საინჟინრო ბატალიონი, ასევე მხარდაჭერის სხვადასხვა საშუალებები ბრიგადიდან და დივიზიიდან.

სპარსეთის ყურეში დისლოცირებული იყო ორი ბრიტანული სადაზვერვო ნაწილი: სამეფო დრაგუნთა მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადის ბატალიონი „А“ და 16/მე-5 სამეფო ულანთა მისი უდიდებულესობის პოლკის სადივიზიო სადაზვერვო ნაწილი. ეს უკანასკნელი მოიცავდა საშტაბო და სამ სადაზვერვო ბატალიონს, რომელთაც შემადგენლობაში გააჩნდათ საშტაბო, ადმინისტრატორული, სამი სადაზვერვო ქვედანაყოფი (ტექნიკის ოთხი ერთეული „იატაგანი“), მართვადი იარაღის ქვედანაყოფი (16 ტსმრ „ბომბარდირი“) და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფი (4 ერთეული FV103 Spartan).

ზემოაღნიშნული სადაზვერვო ქვედანაყოფი, ასევე სადაზვერვო ოცეულები, მექანიზებულ ქვეითთა ქვედანაყოფები და ჯავშანსატანკო ნაწილები ორი სახის მანქანას იყენებდნენ. ესენი იყო: „სკორპიონ“ FV101 – მუხლუხა მანქანა, რომელიც აღჭურვილია 76-მმ-იანი L23A1-ის ტიპის ქვემეხით, და „იატაგან“ FV107 – რომელიც აღჭურვილია ისეთივე 30-მმ-იანი „რარდენის“ ტიპის ქვემეხით, როგორითაც ქსმ „ვორიორი“. ორივე ტიპის მანქანა ერთი და იმავე ტიპის შასის იყენებს და ორივე მანქანის ეკიპაჟი ორი ადამიანისაგან შედგება. ისინი უზრუნველყოფილნი არიან  ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისაგან დასაცავი აღჭურვილობით, ღამის ხედვის მოწყობილობითა და გამოსახულების ინტენსიფიკაციის სისტემით.

სამეფო არტილერიის ქვედანაყოფები თითქმის მთლიანად აშშ-ში დამზადებული შეიარაღებით იყვნენ აღჭურვილი. ქვედანაყოფთა დიდი რაოდენობა ფორმირებული იყო სხვა პოლკებიდან აღებული ბატარეებისგან. თითოეული ჯავშანსატანკო ბრიგადა მოიცავდა საველე არტილერიის პოლკს, რომელსაც დაქვემდებარებაში გააჩნდა ოცდაოთხი თვითმავალი 155-მმ-იანი ჰაუბიცა М109А2, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბატარეა, თუმცა საველე არტილერიის 26-ე პოლკს შეიარაღებაში მხოლოდ თორმეტი ერთეული  М109А2 და თორმეტი თვითმავალი 203-მმ-იანი ჰაუბიცა M110A1 გააჩნდა; 39-ე მძიმე საარტილერიო პოლკი აღჭურვილი იყო თორმეტი ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა М270-ით  —  ამ ტიპის ყველა იმ დანადგარით, რომელიც ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაში იმყოფებოდა.

საინჟინრო ჯარების საველე პოლკები მოიცავდა ორ საველე ესკადრონს, რომლებიც კარგად იყვნენ აღჭურვილი საინჟინრო დაბრკოლებების და დანაღმული ველების გადასალახად. აღჭურვილობა მოიცავდა შეჯავშნული საინჟინრო მანქანების სხვადასხვა ტიპებს.

სახმელეთო ჯარების საავიაციო კორპუსის (სჯსპ) მე-4 პოლკს შეიარაღებაში  გააჩნდა 24 მრავალმიზნობრივი დამრტყმელი შვეულმფრენი „ლინქს“ АН.Мk.1, ექვსი ტანკსაწინააღმდეგო მათვადი რაკეტით, ასევე ბრაზილიური წარმოების 24 ერთეული АH.Mk.1 „გაზელი“.

სატვირთო შვეულმფრენთა რიცხვში შედიოდა 33-ე და 230-ე ესკადრილიების „პუმას“ ტიპის თექვსმეტი შვეულმფრენი და მე-17 და მე-18 ესკადრილიების „ჩინუკის“ ტიპის თერთმეტი შვეულმფრენი. მოცემული ძალები შეყვანილი იყო საშვეულმფრენო მხარდაჭერის გაერთიანებულ ქვედანაყოფში.

1-ლი ბრიტანული ჯავშანსატანკო დივიზია სამსახურს აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად ასრულებდა ჯუბაილასთან იანვრის დასაწყისამდე, როდესაც ის გადაყვანილი იქნა აშშ-ის VII კორპუსის ხელმძღვანელობის ქვეშ საუდის არაბეთის დასავლეთ პროვინციაში.

სპეცდანიშნულების ნაწილები წარმოდგენილნი იყვნენ სას-ის (SAS – Special Air Service – განსაკუთრებული საჰაერო სამსახური)  22-ე პოლკის მნიშვნელოვანი ნაწილით, ასევე სამეფო საზღვაო ქვეითების სპეციალური სანაოსნო ესკადრონით, რომელიც 1990 წლის აგვისტოს მიწურულს ჩავიდა. როგორ ცნობილია, ბრიტანელი ოფიცრები ქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქუვეითის არმიის მშენებლობაში. არსებობს ეჭვები, რომ სას-ის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო დახმარების ბრიტანული ჯგუფების საქმიანობაში და ქუვეითის ჯარების კონსულტირებაში, ერაყელთა შეჭრის შემდეგ ქვეყანაში სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვების მიზნით დარჩნენ. სას-ის დანარჩენი ნაწილი ომანიდან და კვიპროსიდან იქნა გადასროლილი. სას-ის მებრძოლები ფართოდ იყენებდნენ უდაბნოს საპატრულო მანქანა „ლენდ როვერებსა“ და მსუბუქ დამრტყმელ მანქანა „ლონგლაინებს“. სპარსეთის ყურეში საბრძრძოლო მოქმედებების დროს სას-ის სულ მცირე ერთი სპეცრაზმელი მოკლული იქნა, ხოლო შვიდი ტყვედ ჩავარდა.

ბრიტანული ჯარების საერთო დააკარგმა კამპანიის მიმდინარეობისას შეადგინა 36 გარდაცვლილი და 43 დაშავებული. ბრიტანელთა  პირადი შემადგენლობის დანაკარგებიდან  9 გარდაცვლილი და 13 დაშავებული ე. წ. „მეგობრული ცეცხლზე“ მოდის.

ფ რ ა ნ გ უ ლ ი   ჯ ა რ ე ბ ი

ფრანგული ტანკი AMX-30 ოპერაცია “სატევარის” დროს.

საფრანგეთი რეგიონში პირადი შემადგენლობის დაახლოებით 12000 ადამიანს მეთაურობდა ოპერაცია „Operation Daguet“-ის („სატევარი“) მიმდინარეობისას, რომელიც ოპერაცია „უდაბნოს ფარს“ უჭერდა მხარს. ფრანგული ჯარების მთავარსარდალი გენერალ-ლეიტენანტი მიშელ როკჟოფრი იყო, რომელიც სწრაფი რეაგირების ძალებს სარდლობდა.

ფრანგული ჯარების საზღვარგარეთ გადასროლა მნიშვნელოვანწილად კანონით იზღუდება. საფრანგეთის სახმელეთო არმია წარმოადგენს სამხედრო ძალას, რომელიც ახალწვეულებისგან შედგება. ახალწვეულებს ჯარების საზღვარგარეთ გადასროლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ეროვნული კრების თანხმობით. ამიტომაც სწრაფი რეაგირების ძალების (სრძ) ქვედანაყოფები მოიცავს საკმარისი რაოდენობით ნაწილებს, რომლებიც პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებისგან არის დაკომპლექტებული და შეუძლიათ საზღვარგარეთ გადასროლის განხორციელება. სრძ-ს ახალწვეულებს საზღვარგარეთ ჯარების გადასროლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ხელს მოაწერენ შეთანხმებას; თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა. ამასთანავე ახალწვეულები, რომლებიც არ განეკუთვნებიან  სრძ-ს, საკმაოდ დაბალ დონეზე არიან მომზადებულნი, ძირითადად თავიანთი ნაწილების ფარგლებში. რაც შეეხება სრძ-ის რეკრუტებს, ისინი სერიოზულ მომზადებას გადიან, რის შემდეგაც მოქმედ ქვედანაყოფებს მიეწერებიან.

ძირითადი სახმელეთო სამხედრო ნაწილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოპერაცია „სატევარში“, მე-6 მსუბუქი ჯავშანსატანკო დივიზია (6 მჯდ) იყო, რომელსაც ასევე უწოდებენ „Division Daguet“-ს ანუ „დივიზია-სატევარს“. 6 მჯდ-ს ბრიგადის გენერალი მუსკარდი ხელმძღვანელობდა. დივიზია ბაზირებულია ნიმში, რივიერაზე, ეს ერთ-ერთია იმ ხუთი დივიზიიდან, რომლებიც სრძ-ის შემადგენლობაში შედის. ფრანგული დივიზიების ზომა „ნატო“-ს წევრი სხვა ქვეყნების ანალოგებთან შედარებით უფრო მომცროა. ისინი ზომით გაძლიერებულ ბრიგადებს შეესაბამებიან, უმეტესწილად დამოკიდებული არის მხარდაჭერის ნაწილებზე კორპუსის დონეზე.  მე-6 დივიზია პრაქტიკულად სრული შემადგენლობით იქნა გადასროლილი, თუ არ ჩავთვლით 68-ე საარტილერიო პოლკის, რომლის ნაცვლადაც დივიზია გაძლიერებული იქნა სრძ-ის სხვა ქვედანაყოფების ხარჯზე – მათ შორის მასში შედიოდა მე-4 აერომობილური დივიზიის (ამდ) მრავალი ქვედანაყოფი, ასევე მე-11 საპარაშუტო დივიზიისა (საპდ) და საზღვაო ქვეითთა მე-9  დივიზიის (სქდ) ელემენტებით.

პირველი ქვედანაყოფები ანბუში (საუდის არაბეთი) 1990 წლის სექტემბრის ბოლოს ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს უკვე ჩასული იყო. დამხმარე ძალა დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავიდა. თავდაპირველად მე-6 მჯდ ბაზირებული იყო ხაფარ-ალ-ბატინში,  საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ერაყის გამოყოფი საზღვრიდან სამხრეთ დასავლეთით, და იანვრამდე არაბულ ჯარებთან მუშაობდა. შემდგომ დივიზია მიმაგრებული იქნა XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსისთვის და გაძლიერდა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მე-2 ბრიგადის ხარჯზე, რის შემდეგაც კოალიციის ძალების დასავლეთ ფლანგის დაფარვისათვის გამოიყენებოდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ერაყის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-სალმანის ავიაბაზის დასაცავად.

დამხმარე ძალის ხარჯზე მე-6 მჯდ-ის რიცხოვნობა 11000 ადამიანამდე გაიზარდა, ამას ემატებოდა 3000 ადამიანი მხარდაჭერის ჯარებში, რაც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა, რომელიც კარგად შეესაბამებოდა ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანას. ქვედანაყოფების რიცხვში, რომლებიც პირველად ჩავიდნენ საბრძოლო მოქმედებების ადგილზე, შედიოდა:

  • სპაჰთა 1-ლი პოლკი – მე-6 მჯდ-ის სადაზვერვო ქვედანაყოფი.
  • უცხოური ლეგიონის 1-ლი საკავალერიო პოლკი – მე-6 მჯდ-ის სადაზვერვო ქვედანაყოფი.
  • უცხოური ლეგიონის მე-2 ქვეითი პოლკი – მექანიზირებული ქვეითები, მე-6 მჯდ.
  • საზღვაო ქვეითთა მე-2 პოლკი – მექანიზირებული ქვეითები, მე-9 საზღვაო ქვეითთა დივიზია (სქდ).
  • საზღვაო ქვეითთა მე-3 პოლკი – მექანიზირებული ქვეითები, მე-9 სქდ.
  • მე-13 საპარაშუტო პოლკი (ნაწილობრივ) – 1-ლი არმიის ქვედანაყოფი.
  • საზღვაო ქვეითთა 1-ლი საპარაშუტო პოლკი (ნაწილობრივ) – სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, მე-11 საპდ.
  • საზღვაო ქვეითთა მე-11 საარტილერიო პოლკი (155-მმ-იანი საარტ. საშუალებები) – მე-9 სქდ.
  • 35-ე საპარაშუტო საარტილერიო პოლკის მხოლოდ ჰაერსაწინაღო ბატარეა (ჰაერსაწინაღო რაკეტა „მისტრალები“), მე-11 საპდ.
  • უცხოური ლეგიონის მე-6 საინჟინრო პოლკი, მე-6 მჯდ.
  • 1-ლი საბრძოლო საშვეულმფრენო პოლკი (ტანკსაწინააღმდეგო შვეულმფრენები), მე-4 ამდ.
  • მე-3 საბრძოლო საშვეულმფრენო პოლკი (ტანკსაწინააღმდეგო შვეულმფრენები), მე-4 ამდ.
  • მე-17 სამეთაურო-დამხმარე პოლკი – ქვედანაყოფი ახორციელებდა ფრანგული დაჯგუფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფიას ძირითადი ნაწილის.
  • მე-6 სამეთაურო-დამხმარე პოლკი – ახორციელებდა მე-6 მჯდ-ის მატარიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
  • საჰაერო გადაზიდვების ჯგუფი.
  • სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი.

დამხმარე ძალა, რომელიც დეკემბერში ჩავიდა, მოიცავდა, საკუთარი პოლკებიდან გამოცალკევებულ ასეულებს/ესკადრონებს:

  • 1-ლი საპარაშუტო ჰუსართა პოლკი, ორი ესკადრონი – მსუბუქი სადაზვერვო ქვედანაყოფი, მე-11 საპდ.
  • საზღვაო ქვეითთა-სატანკო პოლკი, ორი ესკადრონი – სადაზვერვო ქვედანაყოფი, მე-9 სქდ.
  • 1-ლი ქვეითი პოლკი, ორი ასეული – აერომობილური ქვეითი/ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფი, მე-4 ამდ.
  • საზღვაო ქვეითთა 21-ე პოლკი, ორი ასეული – მექანიზებული ქვეითები, მე-6 მჯდ.
  • მე-4 დრაგუნთა პოლკი – სრული სატანკო ქვედანაყოფი, მე-10 ჯავშანსატანკო დივიზია.
  • მე-17 საპარაშუტო-საინჟინრო პოლკი, ორი ასეული – სამხედრო ინჟინრები, მე-11 საპდ.
  • 28-ე კავშირის პოლკი, რადიოტექნიკური საშუალებების გამოყენებით საბრძოლო მოქმედებების წარმოების ორი ასეული, სრძ.

ფრანგული პოლკები ზომით ბატალიონს შეესაბამება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის ჯარებს ან სამსახურს განეკუთვნება ისინი. საბრძოლო პოლკები შედგება საშტაბო, სამეთაურო და დამხმარე ასეულებისგან/ესკადრონებისგან, ჩვეულებრივ, ოთხი საბრძოლო ასეულისგან/ესკადრონისგან, რომლებიც სამ-ხუთ ოცეულადაა (sections) დაყოფილი. ჯავშანსატანკო, საკავალერიო და საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფი, რომელიც ზომით ასეულს შეესაბამება, ესკადრონად იწოდება.

სადაზვერვო პოლკები (სპაჰთა 1-ლი პოლკი და უცხოური ლეგიონის 1-ლი საკავალერი პოლკი) მრავაფუნქციურ პოლკებს წარმოადგენენ, რომლებსაც შეუძლიათ შეტევითი ოპერაციების შესრულება და კარგად არიან აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ოპერაციებისთვის, ფლობენ შედარებით დიდ საცეცხლე ძალასა და მაღალ მანევრულობას. ფაქტიურად ისინი ასრულებენ ფრანგული მსუბუქი ჯავშანსატანკო დივიზიებისა და სხვა მსუბუქი ქვედანაყოფების დაცვის ფუნქციას. ეს ქვედანაყოფები მოიცავენ 3 სადაზვერვო და ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონს. სადაზვერვო ბატალიონებს განკარგულებაში აქვთ 12 – 12 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი AMX-10RC-  (სამსამი ოთხი ოცეულიდან თითოეულში) და ჯავშანტრანსპორტიოტრ VAB-საშტაბო ესკადრონში. ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი აღჭურვილია 12 ტანკსაწინააღმდეგო მანქანა VCAC/HOT „მეფისტო“-თი. AMX-10RC – ეს მცურავი მანქანაა, თვლების ფორმულით 6×6, იგი შეიარაღებულია 105-მმიანი ქვემეხით. მანქანა აღიჭურვილია აზერული მანძიმზომით და ღამის ხედვის დაბალდონიანი სისტემით, გარდა ამისა, მას გააჩნია მთელი რიგი სხვა მოწყობილობებისა, რომლებიც ცეცხლის წარმოების სიზუსტეს ამაღლებენ. მანქანა დაცულია ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისაგან. VCAC/HOT – ეს ჯავშანტრანსპორტიორ VAB 4×4-ის ტანკსაწინააღმდეგო ვერსიაა, რომელიც აღჭურვილიაჰოტ-2“-ის ტიპის ოთხი ტსმრით.

AMX-10RC-ები ოპერაცია “უდაბნოს ფარის” დროს

1-ლი საპარაშუტო ჰუსართა პოლკის ორი სადაზვერვო ბატალიონი „პანარდ“ ERC-90-ის ტიპის ჯავშანმანქანებით იყო აღჭურვილი. ბატალიონის ოთხი ოცეულიდან თითოეულს დაქვემდებარებაში 3 ასეთი მანქანა გააჩნია. ეს მანქანა 90-მმ-იანი ქვემეხით არის შეიარაღებული. კონსტრუქციით ის AMX-10RC-ს მოგვაგონებს, თუმცა არ გააჩნია ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა დაცვა ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისაგან. თითოეულ ოცეულს დაქვემდებარებაში გააჩნია სატვირთო ავტომობილი „პეჟო“ Р4 (4×4), რომელიც ტსმრ „მილანის“ გათვლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

თითოეული ქვეითი პოლკი ფორმირებული იქნა თავის მისიასთან შესაბამისად.

უცხოური ლეგიონის მე-2 ქვეითი პოლკი (მე-2 ულქპ) მოიცავს სამეთაურო ასეულს, მატერიალური უზრუნველყოფის ასეულს და მექანიზებული ქვეითების 4 ასეულს, რომელთაგან თითოეულსაც გააჩნია საშტაბო ოცეული (VAB-ის ტიპის ორი ჯტრ), სამი ქვეითი ოცეული (სამი VAB), ტანკსაწინააღმდეგო ოცეული (ერთი VAB-ი, ტსმრ „მილანის“ ორი ჯგუფი), ჰაესაწინაღო ოცეული (ორი 50-მმ-იანი საზენიტო ქვემეხი 53Т2 ჯავშანტრანსპორტიორ VAB-ის ბაზაზე), სანაღმტყორცნე ოცეული (ორი 81-მმ-იანი ნაღმსატყორცნი МО-81-61С, ორი VTM). მე-2 ულქპ-ს დაქვემდებარებაში ასევე გააჩნია  თორმეტი 120-მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნი MO-120-RT-61.

მე-2 და მე-3 საზღვაო ქვეითთა პოლკები (სქპ), სახელწოდების მიუხედავად, სახმელეთო არმიის ჯარებს წარმოადგენს და არა საზღვაო ქვეითების, ეს კი გამოწვეულია იმით, რომ სახელის გადარქმევამდე ისინი კოლონიალური არმიის ქვედანაყოფები იყვნენ. სქპ მოიცავს სამეთაურო და დამხმარე ასეულებს, მძიმე იარაღის ასეულს (სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო და სანაღმტყორცნე ოცეულები), ასევე 4 ქვეით ასეულს. საზღვაო ქვეითთა ასეულებს მსგავსება გააჩნიათ უცხოური ლეგიონის ანალოგიურ ქვედანაყოფებთან, რომლებიც ასევე მოიცავენ სამ ქვეით ოცეულს VAB-ის ჯავშანტრანსპორტიორებით, თუმცა მის შემადგენლობაში შედის მხოლოდ მძიმე იარაღის ოცეული, რომელსაც შეიარაღებაში ორი 81-მმ-იანი ნაღმსატყორცნი  МО-81-61С, ორი 50-მმ-იანი საზეიტო ქვემეხი 53Т2 და ოთხი VAB-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი გააჩნია.

სხვა მექანიზებული პოლკების ქვეითი ოცეულები მიახლოებით ასეთი პრინციპის მიხედვით ჩამოყალიბდა. ქვეითი ათეულის შემადგენლობაში შედის 10 ადამიანი, რომლებიც შეიარაღებული არიან 5.56-მმ-იანი საიერიშო შაშხანა FAMAS-ით, 7.5-მმ-იანი სნაიპერული შაშხანა FR-F1-ით, 7.62-მმ-იანი ხელის ტყვიამფრქვევ АА-52-თა და 89-მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარ LARC F1-ით.

მე-4 დრაგუნთა პოლკი სატანკო პოლკია, რომელიც მე-10 ჯავშანსატანკო დივიზიაზე იყო მიწერილი. ეს ქვედანაყოფი სრძ-ს არ განეკუთვნება, თუმცა კომლექტირებულია პროფესიონალურ საფუძველზე და მისთვის ნებადართულია საზღვარგარეთ გადასროლა. პოლკს შეიარაღებაში გააჩნდა 44 ტანკი АМХ-30В2 – ოთხი ესკადრონი ოთხ-ოთხი ოცეულით. ოცეული სამი ტანკისაგან შედგება. ტანკი АМХ-30В2, რომელიც მოდელ АМХ-З0B-ს მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს, უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისისთვის მოძველებულად მიიჩნეოდა. თუმცა, ვინაიდან უახლესი ტანკი AMX-56 „ლეკლერკი“ ჯერ კიდევ არ იყო შეიარაღებაში მიღებული, მათ ამ მანქანებით დაკმაყოფილება მოუხდათ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც სჯობნიდნენ ერაყულ ტანკთა უმრავლესობას.

ფრანგულ ჯარებს ყოველთვის ახასიათებდა საარტილერიო ქვედანაყოფების მცირე წილი, და არც მე-6 მჯდ წარმოადგენდა გამონაკლისს, ამიტომაც მასზე მიმაგრებული იქნა აშშ-ის მე-18 საარტილერიო ბრიგადის ნაწილები. საზღვაო ქვეითთა მე-11 საარტილერიო პოლკი სამ ბატარეას მოიცავდა. თითოეულ ბატარეაში 6 ერთეული 155-მმ-იანი TR-F1-ის ტიპის ჰაუბიცა შედიოდა. იარაღის ამ სახეობის ტრანსპორტირებისათვის სატვირთო „რენოები“ გამოიყენებოდა. 35-ე საპარაშუტო საარტილერიო პოლკს შეიარაღებაში გააჩნდა 105-მმ-იანი ჰაუბიცები და 120-მმ-იანი ნაღმსატყორცნები, მაგრამ ჯარების გადასროლაში ამ პოლკის მხოლოდ ჰაერსაწინაღო ბატალიონი მონაწილეობდა „მარტა მისტრალის“ ტიპის გადასატანი რაკეტებით. მე-11 საზღვაო ქვეითთა საარტილერიო პოლკმა (სქსპ) ასევე გადაისროლა თავისი „მისტრალების“ ბატარეა. ორივე ქვედანაყოფი ამერიკული წარმოების სარაკეტო კომპლექს „სტინგერებით“ იქნა გაძლიერებული.

უცხოური ლეგიონის მე-6 საინჟინრო პოლკი მე-6 მჯდ-ის საბრძოლო მოქმედებების უშულო საინჟინრო უზრუნველყოფას ახორციელებდა ოთხი მექანიზირებული საინჟინრო ასეულის მეშვეობით, რომლებიც მე-17 საინჟინრო-საპარაშუტო პოლკის ორი ასეულის ხარჯზე იყო გაძლიერებული.

ორი საბრძოლო საშვეულმფრენო პოლკი (სსპ) გაძიერებული იქნა მე-5 სსპ-ს ქვედანაყოფებით. სახმელეთო არმიის მსუბუქი ავიაციის უმრავლესობას „გაზელის“ ტიპის შვეულმფრენები შეადგენდა, რომლებიც ორი მოდელით იყო წარმოდგენილი – SA-342-თა და SA-341-ით, პირველი მათგანი აღჭურვილია „ჰოტ“-ის ტიპის ოთხი ტსმრ-ით, ხოლო მეორე კი 20-მმ-იანი ქვემეხით. „პუმა“ SA-330, რომელიც სადაზვერვო შვეულმფრენის სახით გამოიყენებოდა, ასევე 20-მმ-იანი ქვემეხით იყო აღიჭურვილი. ორივე სსპ-ს შემადგენლობაში იმყოფებოდა როგორც „გაზელები“, ისე „პუმები“.

საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთის არმიის ცხრა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ა რ ა ბ უ ლ ი   ლ ი გ ი ს   ჯ ა რ ე ბ ი 

სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (სყქთს) 1981 წელს შეიქმნა ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების (აგს) მიერ, რათა გაეერთიანებინათ ამ ქვეყნების თავდაცვითი ძალა მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე, რომელიც უპირველეს ყოვლისა ირანის მხრიდან მომდინარეობდა. ერთ-ერთი ოპერაცია, რომელიც სყქთს-ს ინიციატივით ჩატარდა იყო საუდის არაბეთის მეთაურობით ხაფრ-ალ-ბატინში (საუდის არაბეთი) ბაზირებული 20000-კაციანი  „ნახევარკუნძულის ფარის“ ჯარების სწრაფი გადასროლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ყველა დანარჩენმა წევრებმა. არაბულ ლიგაში, რომელშიც შედიოდა სყქთს-ს წევრი ყველა ქვეყანა და არაბული სამყაროს კიდეც 21 სახელმწიფო, ერაყის მიერ ქუვეითის მიერთების საკითხზე განხეთქილება ჩამოვარდა. ლიგის 14 წევრმა სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირა ერაყის მიერ ქუვეითის მიერთების ლეგეტიმურად ცნობას, და ეს ქვეყნები ანტიერაყულ კოალიციას მიუერთდნენ.

არაბული ლიგის გაერთიანებული ჯარების ჩრდილოეთ ჯგუფმა (გჯჩჯ) კორპუსის ზომას მიაღწია. მის შეიარაღებაში, ძირითადად, საბჭოთა კავშირში წარმოებული ტექნიკა შედიოდა. ნომინალურად რეგიონში ყველა უცხოური ჯარების საბრძოლო მოქმედებების სარდლად გენერალ-ლეიტენანტი პრინცი ხალედ ბინ სულთანი იყო (საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრის შვილი) დანიშნული.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში არაბული კოალიციის დანაკარგები მძიმე არ ყოფილა, დაღუპულთა შორის იყო საუდის არაბეთის არმიის 44 სამხედრო მოსამსახურე და არაბული კოალიციის სხვა ქვეყნების 56 წარმომადგენელი, რომელთა უმრავლესობასაც ეგვიპტისა და აგს-ის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს წარმოადგენდნენ. ქუვეითის ჯარების დანაკარგები ქვეყნის გათავისუფლების დროს უმნიშვნელო იყო.

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის სამეფომ, არაბთა ლიგის იმ წევრი სახელმწიფოების მომავალმა ლიდერმა, რომელებიც წინ აღუდგენ ერაყს, გადამწყვეტი როლი ითამაშა სპარსეთის ყურის ომში. კოალიციის ჯარების წყლით, საწვავით, საბაზისო აღჭურვილობით მომარაგებისა და მომსახურების ფართო სპექტრით უზრუნველყოფის გარდა, სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარ თავზე აიღო ლიდერის მოვალეობები „არაბეთის ნახევარკუნძულის ფარის“ დაჯგუფებაში, რომელშიც შედიოდა კოალიციის არაბული ქვედანაყოფები. საუდის არაბეთმა, როგორც სყქთს-ს ლიდერმა, აშშ-ს და სხვა დასავლურ ქვეყნებს თხოვნით მიმართა ქუვეითის დაკავებაზე პასუხად ერაყში ინტერვენცია დაეწყოთ.

კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი საუდის არაბეთის სამეფო სახმელეთო ჯარები (სა სსჯ) დაახლოებით 38000-კაციანი რიცხოვნობის სახმელეთო არმიას წარმოადგენდა. მობილიზაცია დაწყებული იქნა, თუმცა სა სსჯ ძირითადად მოხალისეებისგან შედგებოდა, რომლებიც 3-წლიან კონტრაქტს აფორმებდნენ. მოხალისეებს პროფესიონალური საოფიცრო კორპუსი მეთაურობდა.

სა სსჯ-ის  საბრძოლო მოქმედებებში მოაწილეობის ერთადერთი გამოცდილება იყო 1967 და 1973 წლებში ისრაელთან შეიარაღებულ კონფლიქტებში შეზღუდული კონტიგენტით მონაწილეობის მიღება. ქუვეითში შეჭრის შემდეგ მოქმედებაში მოყვანილი იქნა სარეზერვო ჯარები, და შეზღუდული მობილიზაცია დაიწყო. სა სსჯ-ის საფუძველს ორი ჯავშანსატანკო ბრიგადა წარმოადგენდა – მეფე ფაადის მე-4 ჯავშანსატანკო ბრიგადა, რომელსაც მომზადება ამერიკაში ჰქონდა გავლილი და ამერიკული შეიარაღებითვე იყო აღჭურვილი, და ხალიდ ბინ ვალიდის მე-12 ჯავშანსატანკო ბრიგადა, რომელის მომზადება და აღჭურვა საფრანგეთში მოხდა. ორივე ბრიგადა ტაბუ-კეში ბაზირებს, სადაც განლაგებულია ჯავშანსატანკო და სამხედრო-საჰაერო ჯარების სკოლა. აღნიშნული ნაწილების გარდა სა სსჯ მოიცავდა მე-8 და მე-12 მექანიზებულ ბრიგადებს.

ჯავშანსატანკო და მექანიზებულ ბრიგადებს შეიარაღებაში გააჩნდათ ამერიკული წარმოების 258 ტანკი М60АЗ და ფრანგული წარმოების 290 ტანკი AMX-30S, ასევე 800-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი М113А1 და მისი ვარიაციები, 350 მუხლუხა ქსმ АМХ-1-Р და 130 ფრანგული ჯტრ „პანარდ“ МЗ 4×4. ბრიგადის სადაზვერვო ასეულები 200 სადაზვერვო მანქანა AML-60-თა და AML-90 „პანარდ“ 4×4-ით იყო აღჭურვილი, რომლებიც 60-მმ-იანი და 90-მმ-იანი ქვემეხებით იყვნენ შეიარაღებული, შესაბამისად.

ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადები საკმაოდ დიდებია, ჯავშანსატანკო ბრიგადის შემადგენლობაში შედის სამი სატანკო პოლკი (ისინი იწოდებიან ბატალიონებად, თუმცა მისი ოცეულები რიცხოვნობით მრავალი ქვეყნის არმიის ასეული ტოლია) და მექანიზირებული ქვეითების პოლკი. მექანიზებულ ბრიგადაში კი პირიქით – სამი მექანიზირებული ქვეითი პოლკი და ერთი სატანკო პოლკი შედის. ბრიგადის შემადგენლობაში ასევე შედის თვითმავალი არტილერიის, ტსმრ-ის, სამხედრო-საინჟინრო, საინჟინრო-ელექტრონული და საინჟინრო-მექანიკური, სატრანსპორტო, სამედიცინო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონები, ასევე სადაზვერვო, კავშირის, საარტილერიო-ტექნიკური ასეულები და სამხედრო პოლიციის ასეული.

სპეციალური დანიშნულების ნაწილები მოიცავდა საჰაერო-სადესანტო ბრიგადას ორი სადესანტო ბატალიონით და სპეციალური დანიშნულების სამი ასეულით, ამას ემატებოდა სამეფო გვარდიის სამბატალიონიანი პოლკი. სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა საზღვაო ქვეითთა პოლკი, რომელიც სამი ბატალიონისაგან (1200 ადამიანი) შედგებოდა. პოლკს შეიარაღებაში ესპანური წარმოების მცურავი ქსმ BMR-600P გააჩნდა.

ბრიგადებზე მიწერილი საარტილერიო ბატალიონების გარდა, სა სსჯ-ის შემადგენლობაში ასევე შედიოდა 5 დამოუკიდებელი ბატალიონი, რომელთაც შეიარაღებაში 500 ერთეულზე მეტი თანამედროვე საარტილერიო საშუალება გააჩნდათ. ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადები 200 ერთეულზე მეტი ამერიკული წარმოების 155-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა М109А1-ით იყო აღჭურვილი. გააჩნდათ აგრეთვე სხვა სახეობის 155-მმ-იანი საარტილერიო საშუალებების მთელი რიგი, მათ შორის ჰაუბიცები მექანიკურ წევაზე М198 (აშშ) და FH-70 (დიდი ბრიტანეთი), ასევე თვითმავალი ჰაუბიცა GCT (საფრანგეთი). გარდა ამისა, შეიარაღებაში გააჩნდათ დაახლოებით 100 ერთეული 105-მმ-იანი ჰაუბიცა М101 და М102 (აშშ), ხოლო სადესანტო ბრიგადებში – 105-მმ-იანი ჰაუბიცა М56-ები (იტალია). საუდის არაბეთში ასევე გადაგზავნილი იქნა რამდენიმე ბრაზილიური წარმოების ზალპური ცეცხლის  დანადგარი „ასტროსი“, რომლებიც თავდაპირველად ერაყის მიერ იყო შეკვეთილი.

თანამედროვე ჰაერსაწინაღო რაკეტებისა და საზენიტო ქვემეხების უმრავლესობა განაწილებული იყო  33 ბატარეაში, რომლებიც ჰაერსაწინაღო სამხედრო ძალების (ჰსსძ) შემადგენლობაში შედიოდა. საფრანგეთის მიერ მიწოდებულ შეიარაღებას შორის იყო სარაკეტო დანადგარი „შაინი“ (6 რაკეტა АМХ-30-ის შასიზე), „კროტეილ“ P4R (4 რაკეტა 4×4 შასიზე), შეწყვილებული 30-მმ-იანი თვითმავალი ქვემეხი AMX-30SA. აშშ-ის მიერ მიწოდებულ იარაღს შორის კი იყო MIM-23 Hawk-ის ტიპის მოდერნიზებული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი  და 20-მმ-იანი თვითმავალი საზენიტო დანადგარი „ვულკან“ М163. ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების უფრო მოძველებული მოდელების გვერდით სსჯ იყენებდა „რედაისა“ და „სტინგერის“ ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.

M163 “ვულკანი”, ოპერაცია “უდაბნოს ფარი”

ეროვნული გვარდია – ეს ცალკეული ორგანიზაციაა სა სსძ-ის ფარგლებში, რომელმაც 1970-იანი წლების შუა ხანებში სწავლება გაიარა ვინელის კორპუსში, აშშ-ში. მასში შედიოდა რეგულარული ჯარების 10000 ადამიანი, რომელიც მხარდაჭერილი იყო სათადარიგო ჯარებითა და ბედუინებისაგან შემდგარი 26000 არარეგულარული ჯარით. რეგულარული ჯარები იყოფოდა რვა შერეულ მექანიზირებულ მსროლელ და თექვსმეტ ქვეით ბატალიონად, რომლებიც მექანიზებული ქვეითების ორ ბრიგადისა (ოთხი ბატალიონი თითოეულში) და ოთხ-ოთხ ბატალიონიანი ოთხი ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში შედიოდა. არარეგულარული ჯარები მსუბუქი ქვეითების დაახლოებით ოც ბატალიონს ადგენდა, რომლებიც იდეალური იყვნენ სადაზვერვო მოქმედებებისათვის შორ მოსაზღვრე ტერიტორიებზე. მექანიზებული ქვედანაყოფი იყენებდა 240 ჯტრ V-150 „კომანდოსა“ და 105-მმ-იან ჰაუბიცა М102-ებს.

ქვეთთა შეიარაღება მოიცავდა ავსტრიულ 5,56-მმ-იან შაშხანა AUG-სა და ავტომატ AUG/HRAR-ს, გერმანულ 5,56-მმ-იან შაშხანა Н&К G-33E-სა და 9-მმ-იან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ Н&К МР5-ს. ასევე გამოიყენებოდა იარაღის უფრო ძველი მოდელებიც, ისეთები როგორებიცაა ბელგიური 7,62-მმ-იანი შაშხანა FAL-ი და იტალიური 9-მმ-იანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „ბერეტა“. გამოყენებულ ნაღმმტყორცნთა შორსი იყო 81-მმ-იანი М29 (აშშ), L16F1 (დიდი ბრიტანეთი) და 4,2-დიუმიანი М30 (აშშ). ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები მოიცავდა 84-მმ-იან ყუმბარსატყორცნ „კარლ-გუსტავს“, ტსმრ „თოუ“-ს, „დრაკონსა“ და „ჰოტ“-ს.

მე-4 ჯავშანსატანკო და მე-20 მეანიზირებული ბრიგადა ქუვეითის არმიის ორ ბრიგადასთან ერთად ხალიდის დივიზიას შეადგენდა, რომელიც გჯჩჯ-ის შემადგენლობაში იბრძოდა, ეგვიპტურ და სირიულ დივიზიებთან ერთად. საუდის არაბეთის სხვა ბრიგადები გაერთიანებული ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის (გჯაჯ) მოქმედებებში მონაწილეობდნენ სანაპიროზე ყატარის ბრიგადასთან ერთად.

ქუვეითი

ქუვეითის მთავრობა ქვეყნის თავდაცვაში ყოველწლიურად თითქმის 1,5 მილიარდ აშშ დოლარს დებდა – ეს საკმაოდ მსხვილი თანხა იყო ასეთი პატარა ქვეყნისათვის, მიუხედავად ნავთობის მრეწველობით გამაგრებული მისი მთლიანი ეროვნული პროდუქტის მნიშვნელოვანი დონის გათვალისწინებითაც კი. ქუვეითის კარგად აღჭურვილმა არმიამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა დაზვერვის თანამედროვე საშუალებებმა ვერ შეძლეს ერაყის შეჭრის თავიდან არიდება ან თუნდაც გათვალისწინებაც კი. დახმარებამ, რომელიც ქუვეითმა ირან-ერაყის ომის დროს ერაყს აღმოუჩინა იმის შიშით, რომ, ირანი გამარჯვების მოპოვებას შეძლებდა, რითაც საამიროების საზღვრებს საფრთხეს შუქმნიდა, ასევე ვერ აიძულა ერაყი უარი ეთქვა აგრესიაზე.

ერაყის შეჭრის წინ ქუვეითის არმია შედგებოდა ერთი მექანიზირებული ქვეითი და ორი ჯავშანსატანკო ბრიგადისაგან, რომლებიც მხარდაჭერილი იყო საარტილერიო ბრიგადით. გაწვეულებისგან შემდგარ ნაწილებს, რომლებშიც სულ 16000 ადამიანი ირიცხებოდა, პროფესიონალური ბრიტანული საოფიცრე კორპუსი მეთაურობდა. ქუვეითის არმის შემადგენლობაში ასევე შედიოდა არც თუ ისე დიდი ეროვნული გვარდია, რომელიც  საამირო (სასახლის) და სასაზღვრო გვარდიას მოცავდა. ისინი ამერიკული წარმოების V-150-სა და V-300-ის ტიპის შეჯავშნული მანქანებით იყვნენ აღჭურვილი. ქუვეითის არმიაში ასევე შედიოდა ეროვნული პოლიცია, რიცხოვნობით 18000 ადამიანი. სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში საზღვაო მედესანტეთა ორი ბატალიონი შედიოდა.

ხუთი სატანკო პოლკი (მათი ზომა შეესაბამება ბატალიონის ზომას) აღჭურვილი იყო 143 ტანკით – „ჩიფტენ“ Mk5/2K-თა  (დიდი ბრიტანეთი) და 70 „ვიკერს“ Mk1-ით, რომლებიც შესაბამისად 120-მმ-იანი და 105-მმ-იანი ქვემეხებით იყვნენ შეიარაღებული. მექანიზებული ქვეითების ექვს პოლკს (მათი ზომაც აგრეთვე შეესაბამება ბატალიონის ზომას) შეიარაღებაში გააჩნდა 231 ჯტრ M113 (აშშ) და 130 ჯტრ „სარაცინ“ FV603 6×6 (დიდი ბრიტანეთი). ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულებს გააჩნდათ დაახლოებით 56 ერთეული ქსმ М901, ჯავშანტრანსპორტიორ M113-ის ბაზაზე. საბრიგადო სადაზვერვო ესკადრონებს განკარგულებაში გააჩნდათ 100 ერთეული ჯავშანმანქანა FV601 Mk2 6×6 „სალადინი“ და რამდენიმე ძველი ნიმუშის სადაზვერვო მანქანა „ფერეტი“.

ქუვეითის განკარგულებაში იყო თანამედროვე საარტილერიო ნაწილები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ 80 ერთეული 155-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა АМХ MkF3-ითა (საფრანგეთი) და თვრამეტი М109А1В-თი (აშშ). ეს საარტილერიო საშუალებები განაწილებული იყო ყველა ჯავშანსატანკო და მექანიზებულ ბრიგადაში სამ-სამი ბატალიონის რაოდენობით თითოეულში. დანარჩენი ნაწილები საარტილერიო ბრიგადის მრავალბატალიონიანი თვითმავალი პოლკის შემადგენლობაში შედიოდნენ. ჰაერსაწინაღო დაცვა ხორციელდებოდა ამერიკული „Hawk”-ისა და საბჭიური SA-6-ის (2К12 „კუბი“), SA-7-ისა (9К32 „სტრელა 2“) და SA-8-ს (9К33 „ოსა“) ტიპის საზენიტო საშუალებებით. შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ქუვეითს განზრახული ჰქონდა უფრო თანამედროვე „მიწა – ჰაერი“ კლასის  საბჭოური სისტემების შეძენა, თუმცა შეთანხმება შესყიდვაზე  გაუქმებული იქნა, ერაყში საბჭოური „მიწა – ჰაერის“ ტიპის რაკეტების გამოყენების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

ცეცხლსასროლი იარაღი უპირატესად დიდი ბრიტანეთიდან იყო მიწოდებული, მათ შორის  შედიოდა 7,62-მმ-იანი შაშხანა L1F1, 9-მმ-იანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „სტერლინგი“ და 7,62-მმ-იანი ერთიანი ტყვიამფრქვევი L7A2-ი. ქუვეითის შეიარაღებული ძალების მიერ აგრეთვე გამოიყენებოდა ამერიკული წარმოების იარაღიც. გამოყენებული ტანკსაწინააღმდეგო შეირაღებაში შედიოდა ამერიკული და ფრანგული ტსმრ „თოუ“ და „ჰოტ“-ი (შესაბამისად), აგრეთვე შვედური 84-მმ-იანი ყუმბარსატყორცნი „კარლ-გუსტავი“.

ქუვეითის M84-ები

ნაწილები, რომლებმაც თავი საზღვარგარეთ შეაფარეს, ქუვეითის შეიარაღებული ძალების უბადრუკ ნარჩენებს წარმოადგენდა. თავიდან დარჩენილი ნაწილებიდან, რომლებშიც თითქმის 5000 ადამიანი შედიოდა, ორი არასრულ ბრიგადა იქნა ჩამოყალიბებული. 35-ე ჯავშანსატანკო ბრიგადა „შიდი“ („წამებული“) დარჩენილი 30 – 40 ერთეული „ჩიფტენისა“ და ვიკერსის“ ტიპის ტანკისაგან და რამდენიმე ქსმ-საგან იქნა ფორმირებული. არტილერია მათში პრაქტიკულად არ იყო. როგორც ჩანს, შემდგომ რამდენიმე დარჩენილი „ვიკერსი“ ჩამოწერილი და ჩანაცვლებული იქნა დიდი ბრიტანეთიდან მოწოდებული „ჩიფტენებით“, რის შედეგადაც ტანკების საერთო რაოდენობამ დაახლოებით ოთხმოცი ერთეული შეადგინა. 1989 წელს ქუვეითმა იუგოსლავიისგან თითქმის 200 ერთეული М-84-ის ტიპის ტანკი შეისყიდა  – М-84 ტანკ Т-72М-ის მოდერნიზებული მოდელია, რომელიც საბჭოური ლიცენზიით არის დამზადებული. ქუვეითმა სსრკ-ში ასევე შეუკვეთა 245 ერთეული ქსმ БМП-2, თუმცა დანიშნულ დროს მხოლოდ რამდენიმე მათგანის ჩაყვანა მოხერხდა. ქუვეითისთვის საბედნიეროდ, ოთხმოცი М-84 უკვე მზად იყო მიწოდებისთვის, და ისინი საუდის არაბეთში გადააგზავნეს. კონსულტანტების ჯგუფმა სწრაფად გაწვრთნა ეკიპაჟი, და ახალი ტანკები სატანკო პოლკებს მიუერთდა.

პოლკების ესკადრონები ათი მანქანისაგან შედგებოდა, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ  М-84-ებისგან და „ჩიფტენებისგან“ დაკომპლექტებულ  შერეულ  ჯგუფებში. გარდა ამისა, აშშ-ისა და სა სსჯ-ს საწყობებიდან მიღებული იქნა ჯტრ М113-ები და დამხმარე სატრანპორტო საშუალებები. ფორმირებული იქნა ახალი ბრიგადები, თუმცა მათი ნომრები და სახელწოდებები სხვადასხვა წყაროებში განსხვავებულია. მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილი იყო „ალ ფატის“ („გათავისუფლება“) ბრიგადა, რომელიც მსუბუქ მოტორიზებულ ქვეით ნაწილს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ქუვეითიდან ასევე მოხერხდა დაახლოებით 10 ერთეული „პუმა“ SA-330K-ს და 20 ერთეული „გაზელ“ SA-332K-სა და 342К-ს (ეს უკანასკნელი „ჰოტ“-ის ტიპის ტსმრ-ებით იყო შეიარაღებული) ტიპის შვეულმფრის გადმოყვანა, და მათგან ასევე ფორმირებული იქნა კიდევ ერთი ქვედანაყოფი.

სექტემბერში აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ნაწილებმა ქუვეითის ხუთი მსუბუქი ქვეითი ბრიგადიდან პირველის მომზადება დაიწყეს. ამ ხუთ ბრიგადაში შედიოდა  „შაჰიდი“, „ალ-ტაჰრირი“, „ჰაკი“ და „ჰუბიდი“. ეს იყო ის ბრიგადები, რომლებიც ფორმირებული იყო 7000-ზე მეტი გამოქცეული მოხალისისა და უცხოეთიდან დაბრუნეული სტუდენტებისგან, და გაძლიერებული იყო ქუვეითის არმიის კადრებით. აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ფორტ დიკში 262 ქუვეითელი სტუდენტის მომზადება დაიწყო, რომელთაც ამ ნაწილებში სამეთაურო პოზიციები უნდა დაეკავებინათ და მთარგმნელების ფუნქციებიც უნდა ეკისრათ. ეს ბრიგადები მონაწილეობას იღებდნენ ზურგის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ქუვეითისა და სხვა ტერიტორიების გათავისუფლებაში. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სწავლება ჩაუტარა აგრეთვე ორი რეგულარულ ბრიგადასაც და მათ მესანგრეთა საქმე და ქალაქის ქუჩებში ბრძოლის წარმოების ხერხები შეასწავლეს.

ეგვიპტე

არაბული ქვეყნებიდან ეგვიპტე საუდის არაბეთის შემდეგ ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტიგენტით იყო წარმოდგენილი, რითაც მან გაამაგრა როგორც არაბული ლიგის სიმტკიცე, ისე მნიშვნელოვნად გააძლიერა კოალიციის ჯარები. ეგვიპტის გადაწყვეტილებამ დასავლეთის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ამან ხმამაღალი პროტესტი გამოიწვია, თუმცა ქვეყნის მხოვრებთა უმრავლესობა გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა. ისრაელთან სისხლისმღვრელი ომების მთელის სერიის შემდეგ, 1973 წლიდან ეგვიპტურ არმიას შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის რამდენიმე ოფიცერს გააჩნდა ბრძოლებში მონაწილეობის გამცდილება. ეგვიპტელი ჯარისკაცები კარგად გაწვრთნილები და ეკიპირებულები იყვნენ, ხოლო ქვედანაყოფებს კი პროფესიონალი ოფიცრები მეთაურობდნენ.

ეგვიპტემ თავისი თორმეტი დივიზიიდან ორის გადასროლა მოახდინა. პირველი დივიზია საბრძოლო მოქმედებების ადგილზე სექტემბრის მიწურულსა და ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდა. ეს იყო მე-3 მექანიზებული დივიზია (ზოგჯერ  შეცდომით მოხსენიებულია მე-7-დ), გაძლიერებული ქიმდაცვისა და სადესანტო  ქვედანაყოფებით. დეკემბერში მას უკან მიჰყვა მე-4 ჯავშანსატანკო დივიზია. საერთო ჯამში, საუდის არაბეთში თავმოყრილი იქნა 36000-კაციანი ეგვიპტური კონტიგენტი; კიდევ 2500 ადამიანი დამხმარე ჯარების შემადგენლობაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იქნა გადასროლილი. დიდი ნაწილი საუდის არაბეთში ეგვიპტური С-130-ებით იქნა გადაყვანილი, ხოლო სამხედრო ტექნიკა მიწოდებული იქნა წითელი ზღვის გავლით საუდის არაბეთის პორტ იანბუში. ჯარები იმყოფებოდა გჯჩჯ-ის დაქვემდებარებაში, კორპუსის დონეზე სარდლის როლს გენერალ-მაიორი მოჰამედ ატია ხალიბი ასრულებდა.

მე-3 მექანიზებული დივიზია შედგებოდა მე-8 სატანკო, მე-11 და მე-12 მექანიზებული ბრიგადებისგან, მე-4 ჯავშანსატანკო დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა მე-6 მექანიზებული, მე-2 და მე-3 სატანკო ბრიგადები. ორივე დივიზია იბრძოდა 1973 წლის ომში ისრაელის წინააღმდეგ.  მათ შემადგენლობაში შედიოდა თვითმავალი არტილერიის პოლკი, სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინაღო და საინჟინრო ბატალიონები, ასევე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტური ჯარები ძირითადად საბჭოურ ჯავშანტექნიკას იყენებდნენ, ორივე ეს დივიზია მთლიანად ამერიკული М60АЗ-ის ტიპის ტანკებითა და ჯავშანტრანპორტიორ M113A2-ებით იყო აღჭურვილი; მე-3 მექანიზებულ დივიზიას დაახლოებით ორასი М60АЗ გააჩნდა, მე-4-ს კი დაახლოებით ხუთას ორმოცდაათი, თითოეულ დივიზიაში იყო მიახლოებით სამასი M113 და რამდენიმე ქსმ М901. ასევე გამოიყენებოდა ჯავშანტრანპორტიორის კიდევ ორი მოდელი, რომლებიც საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებებით იყვნენ შეიარაღებული. სანაღმტყორცნო ტრანსპორტიორი М106А2 მოდიფიცირებული იყო სსრკ-ში შემუშავებული და ეგვიპტეში წარმოებული 120-მმ-იანი ნაღმსატყორცნ М1943-ის შესაბამისად. ჯავშანტრანსპორტიორი M113A2-ები ასევე მოდიფიცირებული იყო და მათზე საფრანგეთში შემუშავებული კოშკურები იყო დაყენებული, რომლებიც სსრკ-ში შემუშავებული და ეგვიპტეში წარმოებული 23-მმ-იანი ორლულიანი საზენიტო ქვემეხი ZU-23M-ებითა და ოთხი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა „საკრ აი“-ებით („მიმინოს თვალი“ – საბჭოთა SА-7-ის („სტრელა 2“) ეგვიპტური მოდიფიკაცია) იყო აღჭურვილი.

ორივე დივიზია აღჭურვილი იყო ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცა М109А2-ებით. 1980-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტელმა ინჟინრებმა დააკოპირეს საბჭოური 122-მმ-იანი ჰაუბიცა Д-30 და ჩინური 130-მმ-იანი ქვემეხი „ტიპი 59-1“ (რომელიც თვითონ საბჭოური М-46-იდან იყო კოპირებული). ბუქსირებადი საარტილერიო საშუალების ორივე ეს  მოდელი, რომლებიც ცნობილი იყვნენ როგორც  D-30M და М59-1М, შესაბამისად, არასადივიზიო საარტილერიო ქვედანაყოფების შეიარაღებაში იქნა შეყვანილი. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ М59-1М  მოწინააღმდეგის არტილერიის ჩასახშობის საკმაოდ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა.

მონაცემები ეგვიპტის მიერ გადასროლილ სპეციალური დანიშნულების ჯარებზე არაზუსტია. სხვადასხვა წყაროებში ისინი აღწერილია როგორც სპეციალური დანიშნულები ჯარები, საპარაშუტო-სადესანტო  და დივერსიულ-სადესანტო ჯარები. ეგვიპტური არმიის შემადგენლობაში მრავალი ამგვარი ქვედანაყოფი შედის. შესაძლებელია, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო მე-5 საპარაშუტო ბრიგადამ, რომელიც გაძლიერებული იყო ოთხი ბატალიონისაგან შემდგარი „ას-საიკის“ სახელწოდებით ცნობილი დივერსიული-სადესანტო ჯგუფის ხარჯზე, საერთო რიცხოვნობით 1000 ადამიანი. ისინი გამოიყენებოდნენ გჯჩდ-ის დასავლეთ ფლანგის დასაფარად.

ეგვიპტურ არმიაში საბჭოთა კავშირში შემუშავებული ცეცხლსასროლი იარაღები გამოიყენებოდა, ესენი იყო АКМ-ისა და АКМС-ის ტიპის ავტომატები, РПД-ს ტიპის ხელისა და СГМ-ის ტიპის მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, აგრეთვე РПГ-7-ის ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები. ეგვიპტეში იწარმოებოდა საბჭოური ტოკარევის პისტოლეტ ТТ-33-ის  მოდიფიცირებული 9-მმ-იანი ვარიანტი – ეგრეთ წოდებული Tokagypt 58 . ამერიკული М2-ის ტიპის ტყვიამფრქვევები დაყენებული იყო ჯავშანტრანსპორტიორ M113-ებსა და ტანკ М60АЗ-ებზე.  ტსმრ-ებიდან ეგვიპტელები იყენებდნენ  ფრანგულ „მილანსა“, ფრანგულ/გერმანულ„ჰოტ“-ს, ამერიკულ „თოუ“-სა და კიდევ რამდენიმე მოძველებულ საბჭოურ მოდელს.  

სირია

მაშინ, როდესაც ეგვიპტის ზომიერი მონაწილეობა სპარსეთის ყურის ომში ბუნებრივი იყო, მიმომხილველთა უმრავლესოbისათვის სრულიად მოულოდნელი გახდა სირიის მთავრობის უკომპრომისო გადაწყვეტილება თანამშრომლობა დაეწყოთ ძველ მტრებთან –  აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან. ქვეყნის შიგნით ბობოქარი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო, რომლებიც სასტიკად იქნა ჩახშობილი.

პირველი ქვედანაყოფი, რიცხოვნობით 1000 ადამიანზე მეტი,  საბრძოლო მოქმედებების ადგილზე აგვისტოს მიწურულში ჩავიდა, ამავე დროს სუეცის არხისა და წითელი ზღვის გავლით გადაზიდული იქნა სირიული მძიმე სამხედრო ტექნიკა. ისევე როგორც ეგვიპტე, სირიაც დიდი ხნის განმავლობაში ჩართული იყო ისრაელთან შეიარაღებულ კონფლიქტში, უკანასკნელად მისმა ჯარებმა საბრძოლო მოქმედებები 1982 წელს აწარმოეს, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის უკანასკნელი გამოცდილება მიღებული იქნა  ლიბანში ხანგრძლივი კონფლიქტის დროს.პრაქტიკულად სრულიად საბჭოური იარაღით აღჭურვილი, საბჭოთა არმიის ნიმუშის მიხედვით ორგანიზებული და ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში შექმნილი  სირიული არმია უფრო ერაყის არმიას ემსგავსებოდა, ვიდრე კოალიციურ ჯარებს. საერთო ჯამში სირიამ მიავლინა და მოკავშირეთა მეთაურობას დაუქვემდებარა 19000 ადამიანი, ხოლო კიდევ 50000-ზე მეტი ადამიანი სირია-ერაყის საზღვრის ახლოს იქნა განთავსებული.

ამ ჯარების ნაწილი, რიცხოვნობით დაახლოებით 15000 ადამიანი, მე-9 ჯავშანსატანკო დივიზიაში შედიოდა, რომელიც 1973 წლის „იომ ქიფურის“ ომში იბრძოდა. ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ დროს  ეს დივიზია წინა ხაზის ბრძოლებში არ მონაწილეობდა, ვინაიდან თანამედროვე ტექნიკა არ გააჩნდა. ძირითადად ის აღჭურვილი იყო მოძველებული ტანკებითა და მცირე რაოდენობით Т-72-ებით, რომლებიც სირიას სულ დაახლოებით 1100 ერთეულამდე ჰყავდა. სირიული დივიზია ოთხ საბრძოლო ბრიგადად იყო გაყოფილი, რომელთაგან ერთ-ერთიც საკადრო შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებისაგან იყო ფორმირებული. მე-9 დივიზიის მე-4 სატანკო ბრიგადა არასრული იყო. მე-9 დივიზიის შემადგენლობაში ასევე შედიოდა 43-ე მექანიზებული და 52-ე და 53-ე სატანკო ბრიგადები. დივიზიის ტანკების საერთო რაოდენობა 250 ერთეულს აღემატებოდა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად ეს იყო მოძველებული ტანკები – Т-55-ები და Т-62К/М-ები. დივიზიის შვიდი სატანკო ბატალიონიდან უმრავლესობას შეიარაღებაში მოძველებული საბჭოური ტანკები გააჩნდა. მხოლოდ ერთ თუ ორ ბატალიონს ჰქონდა Т-72-ები. ხუთი მექანიზებული ბატალიონი ძირითადად აღჭურვილი იყო БМП-1-ებით, ხოლო დამხმარე მოდელის სახით БТР-60-ებს იყენებდნენ. დივიზიის შემადგენლობაში ასევე შედიოდა საარტილერიო პოლკი და მცირე ზომის ჰაერსაწინაღო პოლკები, საინჟინრო და სასიგნალო ბატალიონები, სატრანსპორტო და სანიტარული ასეულები და ქიმსაწინააღმდეგო დაცვის ასეული.

საარტილერიო ქვედანაყოფების შეიარაღებაში იმყოფებოდა 122-მმ-იანი ბუქსირებადი ჰაუბიცა Д-30-ები, ჰაერსაწინაღო ქვედანაყოფებს გააჩნდათ საზენიტო რეკეტები SA-8 („ოსა“) და SA-9 („სტრელა 1“), სადაზვერვო ასეული აღჭურვილი იყო БРДМ-2-ის ტიპის სადაზვერვო მანქანებით. სირიის არმიის ცეცხლსასროლი იარაღი და ქვეითთა სხვა იარაღები პრაქიკულად არ განსხვავდებოდა ეგვიპტური არმიის იარაღისაგან.

სპეციალური დანიშნულების სირიულ ქვედანაყოფს ოფიციალურად მე-4 საპარაშუტო-სადესანტო დაჯგუფება („ფაუჯი“) ეწოდებოდა. მასში შედიოდა სამი მცირე ზომის ბატალიონი. ტრადიციულად მათ შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ ის ჯარისკაცები, რომლებიც „ალავიტების“ სექტას მიეკუთვნებოდა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ ჯარების ერთგულება მმართველი რეჟიმისადმი. მათი პირადი შემადგენლობის არასრულ ნაწილს გავლილი ჰქონდა სადესანტო ოპერაციებში მონაწილეობის შესაბამისი მომზადება. მრავალი მებრძოლი მონაწილეობდა ლიბანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და უდაბნოს ბრძოლებში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება გააჩნდათ. ეს ქვედანაყოფი, რომელიც 600 ადამიანისაგან შედგებოდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო ბაზირებული.

კოალიციის, და უპირველეს ყოვლისა აშშ-ის, ძალები ეჭვის თვალით უყურებდნენ ოპერაციაში სირიის მონაწილეობადე. სირიამ უხალისოდ წარმოადგინა სადაზვერვო მონაცემები, მის მოქმედებებზე მუდმივი დაკვირვება ხორციელდებოდა. თავდაპირველად სირიული დივიზია გჯჩჯ-ის დასაფარად გამოიყენებოდა. 5 თებერვალს იგი მოკლე შეტაკებაში ჩაერთო  ერაყის ჯარებთან. უშუალოდ სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ მე-9 ჯავშანსატანკო დივიზია უკან იქნა გადაყვანილი. ქუვეითისა და საუდის არაბეთის არმიების ქვედანაყოფებმა და ორმა ეგვიპტურმა დივიზიამ გჯჩდ-ის შეტევა დაიწყო  საზღვრის გავლით, ხოლო სირიული ჯარები სარეზერვო კორპუსში იქნა დატოვებული.

სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების დაწყების დროისთვის არაბული კოალიციური  ჯარები გაერთიანებული ჯარების ორ ჯგუფში იყო განაწილებული, ესენი იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ ჯგუფები (გჯაჯ და გჯჩჯ). გჯჩჯ, რომელიც განთავსებული იყო აშშ-ის XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსსა და საზღვაო ქვეითთა 1-ლ საექსპედიციო დივიზიას შორის, შედგებოდა ეგვიპტის მე-3 და მე-4 ჯავშანსატანკო დივიზიებისგან, მე-9 სირიული ჯავშანსატანკო დივიზიისაგან, ორივე ქვეყნის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფისაგან, საუდის არაბეთის მე-4 ჯავშანსატანკო და მე-20 მექანიზირებული ქვეითი ბრიგადებისგან და ქუვეითის ორი ბრიგადისგან – „შაჰიდისა“ და „ალ-ტარირისაგან“.

გჯაჯ, რომელიც სანაპიროზე იყო დისლოცირებული, სპეციალური დანიშნულების სამი დაჯგუფებისაგან შედგებოდა:

  • „ომარი“: საუდის არაბეთის არმიის 10-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, არაბთა გაერთიანებული საამიროების მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა, მე-6 სამეფო მაროკოული პოლკის მოტორიზებული ქვეითი ბატალიონი.
  • „ოტმანი“: საუდის არაბეთის 8-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადა, ქუვეითური ბრიგადა „ალ-ფატა“, ბაჰრეინის ქვეითი ასეული.
  • „აბუ ბაქრი“: საუდის არაბეთის ეროვნული გვარდიის 2-ე მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა, ყატარის მექანიზებული ბატალიონი ფრანგული ტექნიკით.

სყქთს-სა და არაბული კოალიციის სხვა ჯარები, რიცხოვნობით დაახლოებით 40 000 ადამიანი, ასრულებდა ზურგის ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დავალებას ან რეზერვში იმყოფებდა.

ე რ ა ყ ი ს   ა რ მ ი ა

იმ დროს, როდესაც მრავალეროვნული ჯარები სასწრაფოდ იყრიდნენ თავს სპარსეთის ყურის რაიონში, ამერიკული ჯარებმა გადასროლა დაიწყეს იმაში მტკიცედ დარწმუნებულებმა, რომ ერაყის არმია საბჭოთა ნიმუშის მიხედვით იყო ორგანიზებული და საბჭოური ნიმუშით ჰქონდა აგებული თავისი ტაქტიკაც.  ეს არასწორი შეხედულება ძირითადად დაფუძნებული იყო საბჭოური შეიარაღების აშკარა სიჭარბეზე და ერაყში ამ შეიარაღების თანმხლები კონსულტანტებისა და სპეციალისტების ყოფნაზე. ეს მითი გამყარებული იყო არეთვე ისტორიებით მასიური საარტილერიო შეტევებისა და სატანკო ბრძოლების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ირანისა და ერაყის ომის დროს, რამაც „საბჭოური არმიის კლონის“ თეორია კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა.

პირველი სიურპრიზი, რომელიც ამერიკული ჯარებს მოელოდა, იყო იმ არასაბჭოური სამხედრო ტექნიკის მრავალფეროვნება და სიჭარბე, რომელიც ერაყის არმიას გააჩნდა. ხოლო მეორე სიურპრიზი კი გახდა ის, რომ ერაყის ჯარების უმრავლესობა იარაღისა და ავიაციის მრავალი ისეთი ტიპით იყო აღჭურვილი, რომლებიც კოალიციის ჯარებს გააჩნდათ: ამრიგად, ჯარები ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ხშირად იარაღის ერთსა და იმავე სახეობებს იყენებდნენ, რომელებიც დამზადებული იყო ბრაზილიში, დიდი ბრიტანეთში, ჩინეთში, საფრანგეთში, სარ-ში, სსრკ-სა და ა.შ.

ამის შედეგად, როგორც სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების, ისე საჰაერო იერიშების წარმოებისას, გამოწვეული იქნა გართულებები საბრძოლო ტექნიკის სახეობის განსაზღვრასა და შეტევის დაწყებაში. აშშ-ის ჯარების წინაშე დამატებითი სირთულეები წარმოიშვა დაცულ ზონაში არაბული კოალიციის ქვეყნების შეზღუდული კონტიგენტების გადასროლის შემდეგ, რომლებიც ისევე იყვნენ ეკიპირებულნი, როგორც ერაყული ჯარები. ასევე არსებობდა საშიშროება იმისა, რომ შეცდომით ცეცხლი შესაძლოა გახსნილიყო იმ უცნობი სახის სამხედრო ტექნიკის წინააღმდეგ, რომელიც არა ერაყის არმიის, არამედ კოალიციის ძალების კუთვნილება იქნებოდა. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომლსაც შეცდომით შესაძლოა მრავალი შეტაკება მოჰყოლოდა თვით კოალიციის წევრი ქვეყნების ჯარებს შორის, და ეს საფრთხეები სავსებით არ იყო საფუძველს მოკლებული.

ერაყის არმია იმ დროისათვის რიცხოვნობის მხრივ მსოფლიოში რიგით მეოთხე იყო. მის შემადგენლობაში შედიოდა რეგულარული ჯარების 955 000 ადამიანი და კიდევ 480 000 ადამიანი სარეზერვო კორპუსში (თუმცა ეს რიცხვები სხვადასხვა წყაროებში განსხვავებულია). იგი საბრძოლო მოქმედებების წარმოების უდიდეს გამოცდილებას ფლობდა და კარგად იყო აღჭურვილი. თუმცა ამავე დროს ერაყის არმიას მრავალი სერიოზული ნაკლოვანება გააჩნდა.

ტ ე ქ ნ ი კ ა   დ ა   შ ე ი ა რ ა ღ ე ბ ა 

ერაყის ჯავშანსატანკო, მექანიზებულ, საარტილერიო და საჰაერო ძალებს თავიანთ დაქვემდებარებაში შეიარაღების ფართო ნომენკლატურა გააჩნდათ. ერაყმა მოახერხა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და თავისი ჯარების სათადარიგო ნაწილებით დროულად მომარაგების ამოცანის გამარტივება, უპირველეს ყოვლისა, ერთი და იმავე ტიპის სატანსპორტო საშუალებებისა და იარაღის ერთსა და იმავე ბრიგადებსა და ქვედანაყოფებში კონცენტრაციის გზით. მიუხედავად ამისა, არმიაში მაინც იყო გარკვეული დეტალების დეფიციტი, განსაკუთრებით მიკროელექტრონიკისა და საავიაციო რადიოელექტრონიკისათვის. ერაყის სამრეწველო სექტორმა ომის დასაწყისამდე თავისი შესაძლელობები წარმოაჩინა არა მხოლოდ აუცილებელი სათადარიგო ნაწილების გამოშვებით, არამედ იარაღის კომპონენტების წარმოების, იარაღის კონსტრუქციაში უმჯობესობების დანერგვისა და ახალი სისტემების კონსტრუირების მხრივაც (ჩვეულებრივ უკვე არსებულთა საფუძველზე).

თუმცა ერაყის არმიის ნაწილებში ხშირად უხდებოდათ მანქანების იმ ნაწილების მეშვეობით გარემონტება, რომლებიც სხვა მანქანებიდან იყო მოხსნილი. მიუხედავად იმისა, რომ ერაყის არმიაში ადგილობრივად მოდიფიცირებული თუ შემუშავებული იარაღის მრავალი სახეობა გამოიყენებოდა, ამას უფრო გამონაკლისის სახე ჰქონდა, ვიდრე წესის.

თუმცა ერაყის სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 1960 – 1970 წლებში იყო გამოშვებული და თავისი მახასიათებლებით დასავლურ ტექნიკას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა, ამიტომაც კოალიციური ძალების მრავალი სარდალი მათ შესაძლებლობებს დიდად არ აფასებდა. ტექნიკის სახეობათა უმრავლესობა მოდერნიზებული იყო, და, გარდა ამისა, ტექნიკის ზოგიერთი სახეობის ერთეულთა რაოდენობა აკომპენსირებდა მათ ნაკლოვანებებს. კოალიციის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, არმიათა სარდლობას ყველა დონეზე გამოცდილი კადრები ახორციელებდნენ, თუმცა კი ეს ცნობები მოგვიანებით რამდენადმე გაზვიადებული აღოჩნდა.

ერაყის ჯავშანსატანკო ჯარები, რომელთა შემადგენლობაში დაახლოებით 5500 ტანკი შედიოდა, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. სატანკო პარკის უმრავლესობას 100-მმ-იანი ქვემეხებით აღჭურვილი 3600 საბჭოური Т-54/55-ის ტიპის ტანკი წარმოადგენდა. ამ რიცხვში შედიოდა აგრეთვე რამდენიმე ასეული „ტიპ 59“-სა და „ტიპ 69“-ს ტიპის ტანკები, რომლებიც ზემოთ აღიშნული საბჭოური წარმოების მანქანების ასლებს წარმოადგენდნენ, და ასევე რუმინული ТР-77, რომელიც ასევე Т-55-ის ასლი იყო. ეს ტანკები მიწერილი იყო რამდენიმე ჯავშანსატანკო და მექანიზებულ ბრიგადაზე, ისინი, მცირე რაოდენობით, ასევე შედიოდნენ რამდენიმე ქვეითი დივიზიის შეიარაღებაშიც. რაოდენობით მეორე მოდელი 115-მმ-იანი ქვემეხით აღჭურვილი საბჭოთა Т-62 იყო (მათი რაოდენობა დაახლოებით 1200 ერთეულს შეადგენდა). ეს ტანკები ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიების ბატალიონთა ნახევარზე მეტის შემადგენლობაში შედიოდა.  125-მმ-იანი ქვემეხებით შეიარაღებული Т-72-ის ტიპის ტანკები (მათი რაოდენობა 500 ერთეულს აღემატებოდა) ერაყის არმიის შეიარაღებაში შემავალ ძირითადი საბრძოლო ტანკის ერთადერთ თანამედროვე მოდელს წარმოადგენდა.

“ასად ბაბილი”

გამოიყენებოდა ამ მოდელის სამი ვარიანტი: ადრეული მოდელის Т-72Б, რომელიც  სსრკ-ში იყო წარმოებული, გაუმჯობესებული ვერსია Т-72Г, რომელიც პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიაში გამოდიოდა, და კიდევ უფრო მოდერნიზირებული მოდელი Т-72М1, რომელიც ცნობილი იყო როგორც „ასად ბაბილი (ბაბილონის ლომი) და რომელიც საბჭოური და ერაყული დეტალებით ერაყში იქნა აწყობილი. ეს ტანკები რესპუბლიკური გვარდიის (რგ) ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადებში გამოიყენებოდა.

გარდა ამისა, ერაყის არმიას გააჩნდა  სხვა მოდელის ტანკების უმნიშვნელო რაოდენობაც, მათ შორის ბრიტანული „ჩიფტენ“ Mk3/3R-სა და Mk5/3R-ს  (200 – 300 ასეთი ტანკი ირანში იქნა ნაალაფარი) და დაახლოებით 100 საბჭოური ПТ-76. შესაძლოა, რომ ერაყი ასევე იყენებდა ქუვეითში ნაალაფარ „ჩიფტენებსაც“.

ერაყის მექანიზებული და ჯავშანსატანკო დივიზიები აღჭურვილი იყვნენ ჯავშანტრანსპორტიორების სხვადასხვა ტიპებით, რომელთა საერთო რიცხვი დაახლოებით 8000 ერთეულს აღწევდა. მათ შორის უმრავლესობას საბჭოური წარმოების მოძველებული მოდელები წარმოადგენდა, ესენი იყო:  მუხლუხა БТР-50ПК-ები და თვლიანი БТР-60ПВ-ები და БТР-152-ები. გარდა ამისა, გამოიყენებოდა ჩეხოსლოვაკიური ОТ-62Б (БТР-50-ის ანალოგიური) და ОТ-64С 8×8. რესპუბლიკური გვარდიის ქვედანაყოფების შემადგენლობაში დაახლოებით ათასი საბჭოთა БМП-1 და БМП-2 შედიოდა. ასევე გამოიყენებოდა საბჭოთა სამეთაურო ჯავშანტრანსპორტიორების სხვადასხვა მოდელები. რგ-ის საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, რომელიც ქუვეითის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას, აღჭურვილი იყო ბრაზილიური მცურავი ჯავშანტრანსპორტიორ ENGESAЕЕ-11 „იურუტუ“-თი.

გარდა ამისა, ერაყის არმიაში იყო ჯავშანტრანსპორტიორთა სხვა სახეობების უცნაური ნარევი, რომელთა ნაწილიც ირან-ერაყის ომის მსვლელობისას მესამე მხარის მიერ იყო მიწოდებული. მათ შორის იყო ჩინური მუხლუხა YW531, უნგრული PShZ-IV, ფრანგული АМХ-10Р „პანარდ“ МЗ, იტალიური „ფიატ-ოტო მალერა“ 6614 4×4 და იუგოსლავიური მუხლუხა М-60Р. ზოგიერთი ამ მოდელებიდან სადაზვერვო მანქანის სახით გამოიყენებოდა და არა როგორც ჯავშანტრანსპორტიორი. სხვები დივიზიებისა და კორპუსების სადაზვერვო ქვედანაყოფებში გამოიყენებოდა, მათ შორის იბრაზილიური ENGESAEE-9, ფრანგული AML-90 და AML60-7 „პანარდი“, ასევე საბჭოთა БРДМ-1-ებისა და -2-ების დიდი რაოდენობა. პრაქტიკულად ყველა ეს ჯავშანტრანსპორტიორი და სადაზვერვო მანქანა ტყვიამფრქვევების განსხვავებული კომბინაციებით იყვნენ აღჭურვილი, თუმცა БМП-1 და БМП-2, ჩვეულებრივად, 73-მმ-იანი და 30-მმ-იანი ქვემეხებით იყვნენ შეიარაღებული. სხვა მსუბუქი შეჯავშნული მანქანები ქუვეითში იყო ნაალაფარი. მათ შორის იყო ჯავშანტრანპორტიორ „სარაცინის“ (დიდი ბრიტანეთი) 130  და ჯავშანტრანსპორტიორ М113-ის (აშშ) 230 ერთეული. ქუვეითში ასევე იქნა ნაალაფარი ამერიკული წარმოების რამდენიმე ქსმ М901-იც.

კორპუსებისა და დივიზიების ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონებს განკარგულებაში გააჩნდათ ტსმრ-ით აღჭურვილი თვლიანი მანქანები. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი საბჭოური БРДМ-1-ები და БРДМ-2-ები იყო, რომლებიც საბჭოური ტსმრ-ების – АТ-2-ის („ფალანგა“) (მხოლოდ БРМД-1), АТ-3-ების („მალიუტკა“) ან АТ-5-ების („კონკურსი“) ასლებით იყვნენ აღჭურვილი. გამოიყენებოდა აგრეთვე ტსმრ „ჰოტ“-ით აღჭურვილი დაახლოებით ასი ფრანგული VCR/TH. კორპუსების რამდენიმე ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონი და სარეზერვო ქვეითი ბატალიონები უზრუნველყოფილნი იყვნენ საბჭოური ბუქსირებადი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებით: 85-მმ-იანი Д-44-თა და 100-მმ-იანი М-1955-ით. ქვეით ბატალიონებს შეიარაღებაში აგრეთვე გააჩნდათ სახმელეთო ტსმრ-ები, მათ შორის АТ-3 და АТ-4, ასევე „მილანი“, „ჰოტ“-ი და საბჭოური 73-მმ-იანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი СПГ-9-ები, უუკუგორებო ქვემეხი Б-10 და Б-11.

ერაყის ოთხი ათას ერთეულზე მეტ საარტილერიო საშუალებას შორის წარმოდგენილი იყო იმაზე უფრო მეტი უცხოური იარაღი, ვიდრე ჯარების სხვა სახეობებში. დივიზიის დონეზე იარაღის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ტიპი საბჭოური 122-მმ-იანი ჰაუბიცა Д-30-ის იუგოსლავიური ვერსია და მისი ერაყული ანალოგი „სადამი“ იყო. დივიზიის არტილერიის სხვა სახეობები იყო ძველი საბჭოური 85-მმ-იანი ქვემეხი Д-44-ები, 100-მმ-იანი М1944-ები და 122-მმ-იანი ჰაუბიცა М1938-ები. დიდი რაოდენობით საბჭოური 130-მმ-იანი М-46 გამოიყენებოდა მოწინააღმდეგის არტილერიის ჩახშობისათვის. საკორპუსე არტილერია ასევე იყენებდა საბჭოურ 122-მმ-იან ქვემეხ М-1931/37-ებსა და Д-74-ებს, 152-მმ-იან ჰაუბიცა М-1937-ებსა და Д-20-ებს, ასევე 152-მმ-იან ჰაუბიცა М-1943-ებს. მრავალი საბჭოური 130-მმ-იანი და 152-მმ-იანი საარტილერიო საშუალება მოდიფიცირებული იყო 155-მმ-იანი ლულებით. ერაყი აწარმოებდა სამხრეთ აფრიკულ ERFB-BB-ის ტიპის მაღალეფექტური ჭურვებს და ამ კალიბრის სტანდარტიზებას ესწრაფვოდა. ერაყმა იორდანიის მეშვეობით ასევე მიიღო ორასი ავსტრიული 155-მმ-იანი ჰაუბიცა GHN-45 და სარ-ის წარმოების ასი ერთეული 155-მმ-იანი ჰაუბიცა G5. გამოიყენებოდა აგრეთვე რამდენიმე ამერიკული 155-მმ-იანი ჰაუბიცა M114 და მცირე რაოდენობით დასავლური წარმოების 105-მმ-იანი ჰაუბიცები.

თვითმავალი საარტილერიო საშუალებები ერაყის არტილერიის მხოლოდ და მხოლოდ 10%-ს თუ შეადგენდა, და ყველა მათგანი რესპუბლიკური გვარდიის შეიარაღებაში იმყოფებოდა. მათ რიცხვში იყო საბჭოური ჰაუბიცები: 122-მმ-იანი 2С1 „გვოზდიკა“ და 152-მმ-იანი 2СЗ „აკაცია“. ირან-ერაყის ომის დროს ქუვეითმა ერაყს განკარგულებაში ფრანგული 155-მმ-იანი თვითმავალ ქვემეხ MkF3-ების ბატარეა გადასცა, ხოლო კიდევ 80 ერთეული ასეთი ქვემეხი ერაყის არმიის ხელში ქუვეითში შეჭრის შემდეგ მოხვდა. ერაყის შეიარაღებაში ასევე იყო 85 ერთეული ფრანგული თვითმავალი 155-მმ-იანი ქვემეხი GCT. საინტერესოა, რომ 1982 წელს საუდის არაბეთმა ერაყს რამდენიმე ერთეული თავისი ქვემეხი GCT იმ დრომდე დაუთმო, სანამ ერაყი თავის მიერ შეკვეთილ ქვემეხებს არ მიიღებდა. ადრე ერაყმა ირანში ხელში ჩაიგდო უცნობი რაოდენობის ამერიკული 155-მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა М109-ები. 155-მმ-იანი „მაჯნუნი“-სა და 210-მმ-იანი „ალ-ფაო“-ს ტიპის ცნობილი შორსმსროლელი ქვემეხები, რომლებიც ერაყში შეიქმნა, ჯერ კიდევ გამოცდების სტადიაში იმყოფებოდა.

ერაყის არტილერიის კიდევ 10%-ს ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები წარმოადგენდნენ. გაბატონებული ტიპები იყო საბჭოური 40-ლულიანი 122-მმ-იანი БМ-21, ჩინური 12-ლულიანი 107-მმ-იანი დანადგარი „ტიპ 63“ და ძველი საბჭოური მოდელი БМ-13-16, ასევე ბრაზილიური AVIBRAS „ასტროს II“ სამ -127-მმ-იან (32-ლულიანი), 180-მმ-იან (16-ლულიანი) და 300-მმ-იან (4-ლულიანი) ვარიაციაში.

შეიარაღებაში გააჩნდათ ნაღმყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის საბჭოური 82-მმ-იანი M1937-ები და 120-მმ-იანი М1943-ები. ყველზე უფრო გავრცელებული ნაირსახეობა იყო ერაყში წარმოებული 60-, 80-, 82-, 120-და 160-მმ-იანი ნაღმსატყორცნების სერია, რომლებიც ცნობილი იყო „ალ-ჯალილის“ დასახელებით და იუგოსლავიური მოდელების ბაზაზე იყო კონსტრუირებული.

ერაყის საარტილერიო ჯარების მასშტაბმა კოალიციის ჯარებში მღელვარება გამოიწვია. ერაყული არტილერიას გააჩნდა უდიდესი რაოდენობით საბჭოურ და დასავლურ ცეცხლის მართვის, რადიოლოკაციური და მეტეორორლოგიური სისტემები. განსაკუთრებული საფრთხე კოალიციის საშტაბო და დამხმარე ქვედანაყოფების მოწყვლადობასთან დაკავშირებით წარმოშვა შორი მოქმედების შეიარაღებამ, ასევე იმ ფაქტმა, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელი იყო მოწინააღმდეგის არტილერიის ჩახშობაც. ეს საფრთხე, მოგვიანებით, უსაფუძვლო აღმოჩნდა.

გამოიყენებოდა მთელი რიგი საბჭოური „მიწა – ჰაერი“ კლასის რაკეტები – СА-6, СА-7, СА-8, СА-9, СА-13 და СА-14, ასევე ფრანგული რაკეტა „პოლანდ“-ები (СА-2-ები და СА-3-ები მხოლოდ ჰსთ-ის ჯარების მიერ გამოიყენებოდა). საზენიტო ქვემეხების რიცხვში იყო საბჭოთა ოთხლულიანი 23-მმ-იანი თვითმავალი ЗСУ-23-4 „შილკა“, შეწყვილებული 23-მმ-იანი ბუქსირებადი ЗУ-23, ოთხლულიანი 14.5-მმ-იანი ЗПУ-4 და 57-მმ-იანი ბუქსირებადი С-60. ისინი მხარდაჭერილი იყვნენ წინსწრების რთული რადარული სისტემებით და სამიზნეთა აღმოჩენის ქსელით, და მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემების პრაქტიკულად სრულად ნეიტრალიზება მოხერხდა, უნდა ითქვას, რომ ეს მარტივი არ ყოფილა.

ცეცხლსასროლი იარაღის სახით ერაყის არმია იყენებდა საბჭოურ ავტომატ АКМ-სა და АКМС-ს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე იწარმოებოდა (ისინი ცნობილი იყო „ტაბუკის“ სახელწოდებით), ასევე მათ აღმოსავლეთგერმანულ და რუმინულ ანალოგებს. გამოყენებულ ტყვიამფრქვევთა რიცხვში შედიოდა საბჭოთა 7.62-მმ-იანი ხელის ტყვიამფრქვევი РПД და РПК, რომლები ერაყში, ალ-უდსის ქარხანაში იყო შექმნილი, ასევე 7.62-მმ-იანი СГМ. 7.62-მმ-იანი MAG-58 რამდენიმე სახის შეჯავშნულ მანქანაზე იყო დაყენებული. სნაიპერული შაშხანის სახით გამოიყენებოდა როგორც საბჭოთა 7.62-მმ-იანი СВД, ისე მისი რუმინული ანალოგი FPK. ერაყში ასევე გამოდიოდა СВД-ს ლიცენზირებული იუგოსლავიური ვერსია – „ალ-კადისია“. გამოყენებულ პისტოლეტთა შორის იყო საბჭოთა 7.62-მმ-იანი ТТ-33 და იტალიური 9-მმ-იანი „ბერეტა“ М1951-ის ასლი, რომელსაც ერაყში „ტარიკს“ უწოდებდნენ. საბჭოური ხელის ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ების გარდა ასევე გამოიყენებოდა ადგილობრივი საწარმო „ალ-ნასირის“ მიერ გამოშვებული მისი ასლებიც.

მ ე თ ა უ რ ო ბ ი ს   ს ტ რ უ ქ ტ უ რ ა 

ერაყის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შძგშ) შედგებოდა სამხედრო კონტროლის დირექტორატისაგან და შტაბის უფროსის მოადგილეებისგან ოპერატიული საკითხების, საბრძოლო მომზადებისა და ინსტრუქტაჟისა და ზურგის საკითხების მხრივ.  ამ უკანასკნელს მართავდა კადრების გენერალური დირექტორატი და მომარაგების გენერალური დირექტორატი. მომარაგების გენერალური დირექტორატი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყველა ფუნქციასა და ტექნიკის ყველა სახეობის რემონტსა და მხარდაჭერაზე აგებდა პასუხს. შძგშ უშუალოდ ახორციელებდა 1-ლი, მე-7 და მე-9 კორპუსების, სპეციალური დანიშნულების 1-ლი კორპუსის, რესპუბლიკური გვარდიის ჯარების დაჯგუფების, შძგშ-ის ჯარების (მოიცავდა დიდი რაოდენობით საარტილერიო ბატალიონებსა და საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონებს), სადაზვერვო დივიზიებისა და შძგშ-ის  და ავიაციის ბრიგადების მართვას. სსძ, ჰსთ და სსფ საკუთარი შტაბებით იმართებოდა, რაც სირთულეებს წარმოშობდა შეთანხმებულ მართვაში, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევად წარმოჩნდა ირან-ერაყის ომის დროს და 1990-1991 წლის მოვლენებისას. შეიარაღებული ძალების ის ნაწილები, რომლებიც ქუვეითში შევიდნენ, შძგშ-ის ბასრაში მდებარე მოწინავე შტაბის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

ულმობელი ომის 8 წლის განმავლობაში ერაყის არმიამ უდიდესი საბრძოლო გამოცდილება დააგროვა და რთული საბრძოლო ოპერაციების ჩატარების უნარიც მიიღო. შტაბებმა ყველა დონეზე კოორდინირებული მასირებული საარტილერიო ცეცხლის წარმოების, რთული მანევრების შესრულებისა და მითითებულ დროში მნიშვნელოვან სიშორეზე ჯარებს სწრაფი გადასროლის შესაძლებლობა წარმოაჩინეს. ერაყული არმიის ღირსებებს წარმოადგენდა ქვედანაყოფების სწრაფი მანევრირების უნარი, საკმაოდ ეფექტური მართვის სისტემა, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა. თუმცა იყო ნაკლოვანებებიც. უმცროსი მეთაურები ხშირად, წარუმატებლობის შემთხვევაში სასჯელის შიშით, არ იჩენდნენ ინიციატივიანობასა და თავდაჯერებულობას. მეთაურობის უმაღლეს დონეზე შეინიშნებოდა თანამშრომლობის ნაკლებობა სხვადასხვა სამეთაურო სტრუქტურებს შორის. კოალიციის სარდლობა მისთვის უარესის – ეფექტურად ორგანიზებული და მართული, ყველაფერი საჭიროთი სრულად უზრუნველყოფილი ერაყული არმიის დანახვას ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ სრულიად საპირისპიროზე მოწმობდა.

ასეთი ფრთხილი დამოკიდებულების მიზეზი იყო ისეთი ერაყული არმია, როგორიც ის  ირანთან ომის ბოლო ეტაპზე იყო. 8-წლიანი ომის განმავლობაში მან შეიმუშავა თავდაცვითი ტაქტიკა, რომელიც მოძრავი სარეზერვო ჯარების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. კოალიციის მეთაურობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე გამოიწვია  ადგილობრივ პირობებში ბრძოლის წარმოების მისმა უნარებმა, თავდაცვისათვის საგულდაგულოდ მომზადების შესაძლებლობასთან ერთად. საფრთხის ძირითადი წყარო იყო ის პროფესიონალიზმი, რომელიც ერაყელებმა 1988 წლის აპრილ – აგვისტოში კამპანია, „ტავაკალნა ალა ალლა“-ს („ჩვენ გვწამს ღმერთის“)ფარგლებში ჩატარებული 5 შეტევითი ოპერაციის მსვლელობისას აჩვენეს. ეს ოპერაციები, რომლებიც ძირითადად რესპუბლიკური გვარდიის ძალებით ჩატარდა, უაღრესად წარმატებული იყო და ერაყს მთელი თავისი ტერიტორიების დაბრუნებისა და ირანის არმიის სრული განადგურების საშუალება მისცა, რის შედეგადაც ომი ერაყისათვის სასურველი შედეგით დასრულდა.

რ ე ს პ უ ბ ლ ი კ უ რ ი   გ ვ ა რ დ ი ა

ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ემბლემა

ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ემბლემა

რესპუბლიკური გვარდია (რგ) 1980 წელს იქნა ფორმირებული, ეს იყო ერთადერთი ბრიგადა სადამის მშობლიური ქალაქიდან, ტიკრიტიდან. თავდაპირველად გვარდიის შექმნის მიზანი რეჟიმის დაცვა იყო, თუმცა მოგვიანებით ის გამოიყენებოდა სტრატეგიული სარეზერვო ქვედანაყოფის სახით, თუმცა კი  იშვიათად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ირან-ერაყის ომის დროს. 1986 წლისათვის ის მნიშვნელოვნად იქნა გაფართოებული და 5 კარგად ეკიპირებულ ბრიგადას მოიცავდა.

1986 წლისათვის ერაყი სრულიად მოქანცული იყო  ომისგან, მიუხედავად ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარემ უდიდესი დანაკარგები განიცადა. ირანმა დაიკავა ალ ფაუ, ქალაქი რომელიც მდინარეების ტიგრისა და ევფრატის შესართავთან მდებარეობდა, და ზურგის ჯარებმა მმართველი პარტია ბაასიდან უფრო გადამწყვეტი მოქმედებების გატარების მოთხოვნა დაიწყეს. პარტია ბაასის საგანგებო კონგრესმა, რომელიც 1986 წლის ივლისში იქნა მოწვეული, საჩქაროდ შეიმუშავა ახალი სტრატეგია და ერაყის შეიარაღებული ძალების რადიკალური გარდაქმნის მექანიზმი აამოქმედა. ძირითადი პრობლემა იყო პირადი შემადგენლობის უკმარისობა. დაწყებული იქნა მასიური მობილიზაცია, რომელიც მოიცავდა იმ მოქალაქეების ძალდატანებით შეკრებას, რომლებიც თავს არიდებდნენ გაწვევას სახალხო არმიაში – პარტია ბაასის მილიციში.

ადამიანური რესურსების ერთადერთ დარჩენილი წყაროს უნივერსიტეტების სტუდენტები წარმოადგენდნენ. გამოცხადებული იქნა, რომ უნივერსიტეტები ახალ სასწავლო წელს არ იმუშავებდნენ. სტუდენტებმა მიიღეს განკარგულება, რომლის თანახმადაც საზაფხულო სამხედრო ბანაკებს უნდა სწვევოდნენ, სადაც ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებასა და რეჟიმის მხარდაჭერაზე კეთდებოდა. სტუდენტები მორჩილად ჩაეწერნენ არმიაში, ვინაიდან ახალი სასწავლო წლის დასაწყისის შესახებ განცხადება არც ყოფილა. მთავრობის შემდგომი ნაბიჯი იყო განცხადება იმის შესახებ, რომ ახლა უკვე  ახალწვეულები რესპუბლიკურ გვარდიაში მიიღებოდნენ ერაყის ყველა რეგიონიდან, და არა მხოლოდ ტიკრიტის რაონიდან. შექმნილი იქნა სტიმული სტუდენტთა უდიდესი მასებისთვის. არ სურდათ რა ყოფილიყვნენ გაწვეულები ჩვეულებრივ  საფრონტო ქვედანაყოფებში, ათასობით განათლებული, ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდა ადამიანი ჩქარობდა მოხვედრილიყო ელიტარულ ჯარებში და დამტკბარიყო პრეზიდენტთან კეთილგანწყობილი ურთიერთობითა და იმ პრივილეგიებით, რომლებსაც მათ ასეთი სამსახური მოუტანდა ომის დასრულების შემდეგ. ისინი, ვისაც არ სურდათ რგ-ში შესვლა, 1987 წელს ბანაკებში იქნენ დაბრუნებულნი, და მრავალმა მათგანმა მოგვიანებით თავისი აზრი შეიცვალა.

რგ სწრაფად გაიზარდა 25 ბრიგადამდე, რომლებსაც სხვა ქვედანაყოფებიდან გადმოყვანილი რეჟიმისადმი ერთგული ოფიცრები მეთაურობდნენ, თუმცა კი ამის შედეგად მეთაურობის პროფესიონალურმა დონემ დაბლა დაიწია. სწორედ ამ ახალმა დაჯგუფებამ განახორციელა წარმატებით კამპანია „ტავაკალნა ალა ალლას“ დიდი ნაწილი. რგ-ის წევრებმა არმიის დანარჩენ ქვედანაყოფებთან შედარებით მიიღეს უფრო კარგი კვება, მაღალი  ანაზღაურება, ხარისხიანი ტანსაცმელი და აღჭრურვილობა. რგ-მ განაგრძო ზრდა და სპარსეთის ყურის ომის დროს მასში შედიოდა:

  • 1-ლი ჯავშანსატანკო დივიზია „ჰამურაბი“;
  • 2-ე ჯავშანსატანკო დივიზია „მედინა“;
  • მე-3 მექანიზებული დივიზია „ტავაკალნა“;
  • მე-4 მექანიზებული დივიზია „ალ ფაუ“;
  • მე-5 მექანიზებული დივიზია „ბაღდადი“;
  • მე-6 მექანიზებული დივიზია „ნაბუქოდონოსორი“;
  • მე- 7 მექანიზებული დივიზია „ადნანი“;
  • მე-8 სპეციალური დანიშნულების დივიზია;
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფების დიდი რაოდენობა.

ჯავშანსატანკო, მექანიზებული და ქვეითი ბრიგადები, საზღვაო ქვეითთა და რგ-ის სპეციალური დანიშნულების ბრიგადები უზრუნველყოფილნი იყვნენ საუკეთესო ხარსხისა და უფრო მეტი რაოდენობის ტექნიკით, ვიდრე არმიის დანარჩენი ნაწილები. სწორედ რგ მეთაურობდა ქუვეითში შეჭრას, გაიარა 80 მილი პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე და 12 საათზე ნაკლებ დროში კონტროლქვეშ აიყვნა დედაქალაქი. მან ტაქტიკური დაგეგმვისა და კოორდინაციის მაღალი დონე წარმოაჩინა. მალე რგ გადმოყვანილი იქნა მოწინავე პოზიციებიდან, შემტევი არმიის თავდაცვითში გადაყვანის აუცილებლობასთან დაკავშირებით. რგ-ის ნაწილები გადასროლილნი იქნენ ერაყისა და ქუვეითის საზღვრის  ორივე მხარეს და ბაღდადის ირგვლივ სტრატეგიული რეზერვის სახით.

კ ო რ პ უ ს ე ბ ი

ქვედანაყოფების ტაქტიკური ორგანიზაცია ბევრად განსხვავდებოდა საბჭოური მოდელისაგან. ერაყელებმა არმიის ორგანიზაციის ბევრი თავისებურება ბრიტანული, ამერიკული და საბჭოური არმიისგან გადმოიღეს, აგრეთვე 8-წლიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში მათ მრავალი თავისებურების მოდიფიცირება მოახდინეს აუცილებლობის, ტერიტორიის მახასიათებლებისა და მტრის ჯარების შესაბამისად. გასაკვირი არ არის, რომ ერაყის არმიაში ამა თუ იმ დონის დაჯგუფებას იმაზე უფრო დიდი მანევრული ქვედანაყოფები ემაგრებოდა, ვიდრე მსოფლიო სანდარტითაა საჭირო.

ერაყის არმიის რვიდან თითოეული კორპუსის შემადგენლობაში შედიოდა 6-მდე ან უფრო მეტი დივიზია და რამდენიმე ცალკეული ბრიგადა (მათ შორის ერთი ან მეტი საპარაშუტო-სადესანტო ბრიგადას წარმოადგენდა). დივიზიების რაოდენობა და კომბინაცია დამოკიდებული იყო კორპუსის ამოცანაზე.

მე-2, მე-3 და მე-7 კორპუსები ქუვეითში იყვნენ შეყვანილი და ერაყისა და საუდის არაბეთის საზღვრის გასწვრივ 80 კმ-ის სიგრძეზე დისლოცირებული.

მე-9 კორპუსი მოგვიანებით იქნა ფორმირებული სარეზერვო დივიზიებისგან და ასევე გადასროლილი იქნა ქუვეითში. 1-ლი, მე-4, მე-5 და მე-6 კორპუსები ბაღდადის რაიონში და  თურქეთისა და სირიის საზღვრის გასწვრივ დარჩა.

კორპუსის საარტილერიო ბრიგადების შემადგენლობაში შედიოდა შორი მოქმედების საარტილერიო საშუალებებით აღჭურვილი ოთხიდან რვამდე ბატალიონი და კიდევ რადიოლოკაციური ბატალიონი. ჰსთ-ის ბრიგადები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ხუთიდან რვამდე ბატალიონს, რომლებიც საბჭოური საქვემეხო-სარაკეტო შეიარაღებისა და ტექნიკის ფართო სპექტრით იყვნენ შეიარაღებული. კორპუსის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო (ორი ან მეტი), მესანგრეთა, რადიოელექტრონული, კავშირის, დამხმარე, სატრანსპორტო, სამედიცინო და ხიდგამდები ბატალიონები. კორპუსი ასევე მოიცავდა ოთხი ესკადრილიიდან შემდგარ საავაციო ქვედანაყოფს, რომელთაც შეიარაღებაში, ძირითადად, საბჭოური და ფრანგული შვეულმფრენები გააჩნდათ.

დ ი ვ ი ზ ი ე ბ ი

ექვსი ჯავშანსატანკო და ოთხი მექანიზებული დივიზია სამი ან მეტი ჯავშანსატანკო და მეანიზებული ბრიგადისაგან შედგებოდა. შემდგომში სარეზერვო ქვედანაყოფებისგან ფორმირებული იქნა კიდევ ორი ჯავშანსატანკო დივიზია, თუმცა ისინი ცუდად იყვნენ აღჭურვილები.

ერაყის არმიაში ორმოცდაათი ქვეითი დივიზია იყო, რომელთაგან ცხრაც ქუვეითში შეჭრის შემდეგ იქნა მობილიზირებული თადარიგის ჯარებისგან და 100000 ადამიანისაგან (30 წლისა და მეტი ხნის მამაკაცები) შედგებოდა. ქუვეითში  და საუდის არაბეთთან საზღვრის გასწვრივ გადასროლილი იქნა თითქმის ორმოცდაათი დივიზია, რომლებიც რამდენიმე ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადით იყო მხარდაჭერილი. ექვსი ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზია ქუვეითის დასავლეთითა და ბასრას სამხრეთით განლაგებული იყო უდაბნოში, ტაქტიკური რეზერვის სახით ამ ფლანგის დაცვისათვის. დივიზიისათვის შეიძლებოდა რვამდე ბრიგადის მიმაგრება.

დივიზიის არტილერია ჩვეულებრივ მოიცავდა 3-4 ბატალიონს, რომლებიც, ძირითადად, 122-მმ-იან ჰაუბიცებს იყენებდნენ, თუმცა მათ ზოგჯერ კორპუსის შემადგენლობიდან დამატებითი ბატალიონები უერთდებოდა, რითაც შეიარაღების საერთო რაოდენობა ას ერთეულამდე იზრდებოდა. ჰსთ-ის ტექნიკა ძალიან განსხვავებული იყო. ჯავშანსატანკო და მექანიზებული დივიზიები აღჭურვილი იყვნენ რამდენიმე თვითმავალი ЗСУ-23-4-ით, ბუქსირებადი 37/57-მმ-იანი ქვემეხებითა და SA-9-ს („სტრელა-1“) ტიპის „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებით. ქვეით დივიზიებში ჩვეულებრივ იყო ერთი-ორი ჰსთ-ის ბატალიონი, რომელთაც შეიარაღებაში 14.5-მმ-იანი ტყვიამფრქვევები და 23/37/57-მმ-იანი ქვემეხები გააჩნდათ. ყველა დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა სადაზვერვო, ტანკსაწინააღმდეგო, მესანგრეთა, რადიოელექტრონული, საინჟინრო-მექანიკური, კავშირის, დამხმარე, სატრანსპორტო, სამედიცინო ბატალიონები, ასევე სამხედრო პოლიციისა და ქიმსაწინააღდმეგო დაცვის ბატალიონები. ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში ასევე შედიოდა მცირე ჯავშანსატანკო ბატალიონი.

ბ რ ი გ ა დ ე ბ ი

ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბრიგადები მოიცავდა ოთხ საბრძოლო ბატალიონს, ჩვეულებრივ სამი ერთზე გათვლით, ესე იგი სამ მექანიზებულ და ერთდ ჯავშანსატანკო ბატალიონს (ჯავშანსატანკოს შემთხვევაში) და პირიქით (მექანიზებულის შემთხვევაში). რგ-ის ბატალიონები ორგანიზებული იყო ოთხი ერთზე გათვლით. ქვეით ბრიგადაში სამი ბატალიონი შედიოდა. ყველა ტიპის ბრიგადაში შედიოდა ბრიგადის შტაბი, კავშირის, დამხმარე, სატრანსპორტო და საიერიშო-საინჟინრო ასეულები, ასევე სადაზვერვო ოცეული და ტანკსაწინააღმდეგო დაცვის ოცეული. ზოგიერთ ბრიგადაში შედიოდა სადესანტო ასეული, მსუბუქი არტილერიის ბატარეა და/ან სანაღმტყორცნო ბატარეა. ცაკეული ბრიგადები კორპუსის შემადგენლობაში ხშირად ძლიერდებოდა დამატებითი არტილერიის ხარჯზე. პატარა სადესანტო ბრიგადები მოიცავდა ორ-სამ ბატალიონსა და დამხმარე ასეულს. ქუვეითში ასეთი ქვედანაყოფები სწრაფად დაიშალა, რაც დაკავშრებული იყო საბომბე დარტყმების დროს გარდაცვლილებისა და აგრეთე დეზერტირების ჩანაცვლების აუცილებლობასთან.

ოცდახუთი სადესანტო ბიგადის გარდა, ერაყს სპეციალური დანიშნულების მრავალი ქვედანაყოფი გააჩნდა, რომელთა უმრავლესობა რესპუბლიკური გვარდიის ჯარების დაჯგუფებაზე იყო მიწერილი. მათ რიცხვში იყო სპეციალური დანიშნულების ნაწილები, საჰაერო-სადესანტო და აერომობილური ბრიგადები და საზღვაო ქვეითთა ბრიგადები. ირანთან ომის დროს ერაყული მხარე თავის სპეციალური დანიშნულების ნაწილებს საკმაოდ უხალისოდ და ნაკლები წარმატებებით იყენებდა მოწინააღმდეგესთან შედარებით. სადესანტო ქვედანაყოფები ყველა დონეზე არსებობდა: ესენი, ძირითადად, მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფები იყო (ზოგჯერ სატვირთოებით), რომელთა ამოცანასა დაზვერვა და ჩასაფრებიდან დარტყმები წარმოადგენდა, ისინი ასევე გამოიყენებოდნენ არიერგარდისა და რეზერვის სახითაც, აგრეთვე მნიშვნელოვანი სამიზნეების დასაკავებლად ძირითადი ძალების შეტევის წინ, მტრის ზურგში გადასხმით. მათი წვლილი სპარსეთის ყურის ომის მსვლელობაში უმნიშვნელო იყო.

ბ ა ტ ა ლ ი ო ნ  ე ბ ი

ბრიტანული სისტემით ერაყული საბრძოლო ბატალიონები პოლკებს შეესაბამებოდნენ, თუმცა აქ სიმარტივისთვის ჩვენ მათ ბატალიონებად მოვიხსენიებთ. ჯავშანსატანკო და მექანიზებული ბატალიონები მოიცავდა საშტაბო, ადმინისტრაციულ ასეულს და ბრძოლის მატერიალურ-ტექიკური უზრუნველყოფის ასეულს. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში შედიოდა ტანკსაწინააღმდეგო (ოთხი ტსმრ БРДМ-ზე, ოთხი უუკუგორებო ქვემეხი)  და სანაღმტყორცნო (ექვსი 82-მმ-იანი ნაღმსატყორცნი) ოცეული, ასევე სადაზვერვო ოცეული (ექვსი სადაზვერვო მანქანა).

მექანიზებული ბატალიონის თითოეული მექანიზირებული ასეულის შემადგენლობაში შედიოდა საშტაბო (ერთი ჯტრ, ორი სამი სატვირთო), საიარაღო და სამი მსროლელი ოცეული. მსროლელი ოცეულები მოიცავდა შტაბსა და სამ 10 – 10-კაციან ათეულს ერთი ჯტრ-ით. საიარაღო ოცეულს გააჩნდა რამდენიმე ჯტრ ან მსუბუქი სატვირთო, ოთხი 12.7-მმ-იანი ტყვიამფრქვევი, სამი 60-მმ-იანი ნაღმსატყორცნი და თორმეტი РПГ-7 (ეს უკანასკნელი საჭიროებისამებრ მსროლელ ათეულებს ემატებოდა). ჯავშანსატანკო ბატალიონები მოიცავდა სამ-სამ სატანკო ასეულს, რომლებიც შედგებოდნენ გააჩნდათ საშტაბო ოცეულისა, რომელშიც ორი ტანკი და ერთი ჯტრ შედიოდა, და სამი სამტანკიანი ოცეულისგან. რგ-ის ასეულში ოთხი ოცეული შედიოდა.

ქვეითი ბატალიონები მექანიზებულთა მსგავსი იყო, თუმცა მათში არ იყო ჯტრ-ები და ჩვეულებრივ ნაკლები რაოდენობით მძიმე შეიარაღება გააჩნდათ, განსაკუთრებით სარეზერვო ქვედანაყოფებში. სადესანტო ბატალიონები პირადი შემადგენლობის რაოდენობითა და შეიარაღებით ჩამოუვარდებოდნენ ქვეით ბატალიონებს. სადესანტო ქვედანაყოფები ყველა დონეზე მსუბუქ ქვეითებს წარმოადგენდნენ, რომლებიც გამოიყენებოდნენ ზურგის დაცვისთვის და ძირითადი ჯარების დასაფარად. ისინი იშვიათად გამოიყენებოდნენ სპეცოპერაციების ჩასატარებლად, მათ შორის ირანთან ომის დროსაც კი.

საექსპედიციო ბატალიონები ჩვეულებრივ იყოფოდნენ და ძლიერდებოდნენ ბრიგადისა და დივიზიის ელემენტების ხარჯზე, და საბრძოლო დაჯგუფებას ქმნიდნენ. სატანკო საბრძოლო დაჯგუფება, მაგალითად, მოიცავდა სამ სატანკო და თითო-თითო ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და საინჟონრო ასეულს, ასევე საარტილერიო ან სანაღმტყორცნო ბატარეას. თითოეული სატანკო ასეულისთვის შესაძლებელი იყო მექანიზებული მსროლელი ოცეულის მიმაგრება. მოწინავე თავდაცვით პოზიციებზე მყოფი თვით ცუდად აღჭურვილი ქვეითი ბატალიონებიც კი გაძლიერდა დამატებითი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ხარჯზე, გარდა ამისა, ბრიგადის რეზერვში ყოველთვის იყო სატანკო ასეული, რომელიც კონტრშემტევი ჯგუფის როლს ასრულებდა. 

იხილეთ აგრეთვე:

წყარო: modernarmy.ru

პ ი რ ო ბ ი თ ი   შ ე მ ო კ ლ ე ბ ე ბ ი :

ადჯ – ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი
ამდ – ავიამობილური დივიზია
გჯაჯ – გაერთიანებული ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფი
გჯჩჯ – გაერთიანებული ჯარების ჩრდილოეთ ჯგუფი
დდჯმ – დივიზიის დამხმარე ჯარების მეთაურობა
ემსც – ერთობლივ მომზადების სასწავლო ცენტრში
მტუჯ – მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი
ოჯ – ოპერატიულ ჯარები
რგ – რესპუბლიკური გვარდია
რებ – რადიო-ელექტრონული ბრძოლის (თვითმფრინავი)
საპდ – საპარაშუტო დივიზია
სარ – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სდგ – საავიამზიდო დამრტყმელი გაერთიანება
სრძ – სწრაფი რეაგირების ძალები
სსდ – საჰაერო-სადესანტო დივიზია
სსფ – სამხედრო-საზღვაო ფლოტი
სსოჯ – საჰაერო-სახმელეთო ოპერატიული ჯგუფი
სსძ – სამხედრო-საჰაერო ძალები
სქდ – საზღვაო ქვეითთა დივიზია
სქპ – საზღვაო ქვეითთა პოლკი
სქსდ – საზღვაო ქვეითების საექსპედიციო დივიზიები
სყქთს – სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო
სჯეგ – სახმელეთო ჯარების ეროვნული გვარდია
ტსმრ – მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკტა
ულქპ – უცხოური ლეგიონის ქვეითი პოლკი
შრლა – შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის (თვითმფრინავი)
შძგშ – შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
ცსს – ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო
ჯსპ – ჯავშანსატანკო საკავალერიო პოლკები
ჰსთ – ჰაერსაწინაღო თავდაცვა

 

6 thoughts on “სპარსეთის ყურის ომი (ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“). ნაწილი I

  1. Good Morning

    I hope you are well.

    I would like to contribute to your blog one of the articles I have written on blockchain-based gun control.

    I have saved the article on my google drive which you can find here:

    https://drive.google.com/drive/folders/12vxe0Uo7O1Qzon2Yuj0AhGI3dxJaONIo?usp=sharing

    I am sorry but I did not have any time to find any royalty free images so it would be fab if you could add some.

    I will try to write up a few more articles on my gun collection as and when I get some free time!

    I hope your readers enjoy reading my article. It would be great if you could send me a link once you have had a chance to put it up so that I could show it off to my friends haha!

    Cheers

    Tony

  2. Hello

    For some bizarre reason, my previous message to you was not delivered according to a system generate email I have gotten back, so here goes again. It would be fab if you could acknowledge receipt.

    As mentioned in my previous message, I would like to contribute one of my articles on cryptocurrency regulation in the UK that I have written during the course of the past few weeks. I used to work for a couple of big law firms in London and so I have a good handle on cryptocurrency law and I thought that my article would be interesting to your readers.

    I am terribly sorry but I did not have much time to find royalty free images. It would be great if you could add a pretty picture to the blog post.

    I have saved my article inside a Word document on my Google drive:

    https://drive.google.com/drive/folders/1_-tVDcJS3NjR1Tz0bnXse_TebOnhf5Nm?usp=sharing

    I hope your readers will enjoy reading my guide.

    I would be most grateful if you could send me a link to the guide once you have published it!

    I can write a couple more articles as and when I get some more free time – it is crazy busy at work after all the festivities.

    Have a great day!

    Regards
    Tony

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s