ბრძოლა ბრიტანეთისთვის


ბრძოლა ბრიტანეთისთვის

წინანდელ საბრძოლო კამპანიებში ლუფტვაფე მოქმედი სახმელეთო არმიის დამატების სახით გამოიყენებოდა: მფრინავი-გამანადგურებლები, როგორც წესი, ასრულებდნენ ჰაერში ბატონობის მოპოვებისა და შენარჩუნების ამოცანებს, სახმელეთო ოპერაციის მხარდაჭერის მსვლელობისას. აღნიშნული ამოცანების წარმატებით გადაჭრას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა გერმანული ჯარების გამალებული წინსვლა, რომლის წყალობითაც ირღვეოდა მოწინააღმდეგის კომუნიკაციები, წყდებოდა საბრძოლო მასალების მიწოდება და წარმოიშვებოდა მოკავშირეთა აეროდრომების დაკავების საფრთხე. თუმცა ეს ადრე, ამჯერად კი ყველაფერი შეიცვალა: ვერმახტის ნაწილები შეჩერებული იქნა ლა-მანშის სანაპიროზე, და ლუფტვაფე იძულებული იყო დამოუკიდებლად ემოქმედა.

Continue reading