„ბრანდენბურგ-800“


„ბრანდენბურგ-800“

ისტორია ნაცისტური გერმანიის არმიული სპეცრაზმისა

ხშირად მეორე მსოფლიო ომში გერმანიის სადაზვერვო-დივერსიული ქვედანაყოფების მოქმედებები ასოცირდება სხვადასხვა საბრძოლო ჯგუფებთან სს-ის ჯარების შემადგენლობაში და „№ 1 ნაცისტი დივერსანტის“ – ოტო სკორცენის პიროვნებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარმა შეცდომამ ერთობ ფართო გავრცელება მოიპოვა თანამედროვე ლიტერატურაში, სადაც ძალიან ხშირად წინა პლანზე დგას ჩატარებული ოპერაციის „სენსაციურობა“ და არა მისი ჭეშმარიტი ისტორიული მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით ლეგენდარული სკორცენის პარაშუტისტების საქმიანობა ახლოსაც კი ვერ მივა იმ წვლილთან, რომელიც სამხედრო ხელოვნების განვითარებაში შეიტანა „ბრანდენბურგმა“ – ვერმახტის მთავარმა სადაზვერვო-დივერსიულმა ქვედანაყოფმა.

Continue reading