РПГ-7


РПГ-7

ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ის შემუშავება 1958 წელს ГНПП „ბაზალტში“ (მაშინდელი ГСКБ-47) დაიწყო. ყუმბარსატყორცნის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ОКБ-575-ის უფროსმა და მთავარმა კონსტრუქტორმა . ნიკიფორენკომ, მთავარმა ინჟინერმა . პოტაპოვმა, მე-5 განყოფილების უფროსმა . სორკინმა, და ასევე წამყვანმა კონსტრუქტორებმა: . ბროვკინმა, . დეგტიარევმა, . ალიმოვმა, . გორბუნოვმა, . ივაშუტიჩმა, . სევასტიანოვამ და სხვებმა.

Continue reading

9M133 «Корнет»


9M133 «Корнет»

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი

მიუხედავად იმისა, რომ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „Конкурс“-ი საბჭოთა კავშირის არმიის შეიარაღებაში 1974 წელს მიიღეს და მიუხედავად მისი მრავალგზის მოდერნიზებისა, უკვე 80-იანი წლების შუა ხანებისათვის სარაკეტო კომპლექსი უკვე ვეღარ პასუხობდა იმდროინდელ მოთხოვნებს ჯავშანშეღწევადობის მხრივ, ასევე მას უკვე აღარ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული ოპტიკური დაბრკოლებებისათვის.

Continue reading

Milan-2 – Milan-2Т


Milan-2 – Milan-2Т

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი MILAN-ი (ფრანგ. – Missile d´Infanterie Léger Antichar – მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ქვეითებისათვის) საფრაგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს. კომპლექსი  ამ ორი ქვეყნის არმიათა საერთო მოთხოვნების გათვალისწინების საფუძველზე იქნა შემუშავებული. ტანკსაწინააღმდეგო სისტემაში ასევე გათვალისწინებული იქნა ანალოგიური კლასის შეიარაღებაზე არსებული  „ნატოს“ მოთხოვნებიც.

Continue reading

NLOS-LS


NLOS-LS

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი

ამერიკული წარმოების ტაქტიკური სარაკეტო დანადგარი NLOS-LS-ი ერთ-ერთი პირველი ნიმუში იყო იმ შეიარაღებისა, რომელებიც FCS -ის (Future Combat System – მომავლის საბრძოლო სისტემა), პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქვედანაყოფების შეიარაღება იყო დაგეგმილი. ამჟამად სარაკეტო კომპლექსის განვითარების პროგრამა დახურულია.

Continue reading

СКИФ


 СКИФ

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი

უკრაინული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი «СКИФ-ი» თანამედროვე მოძრავი თუ უძრავი, შეჯავშნული თუ შეუჯავშნავი სამიზნეების გასანადგურებლად შეიქმნა. «სკიფის» გამოყენებით შესაძლებელია განადგურებულ იქნეს როგორც კომბინირებული და მრავალშრიანი ჯავშნით, ისე დინამიკური დაცვის კომპლექსით დაცული ძირითადი საბრძოლო ტანკები თუ სხვა სახის ჯავშანტექნიკა. მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის გამოყენება ასევე შესაძლებელია შედარებით უფრო მცირე ზომის სამიზნეების გასანადგურებლადაც, მაგალითად, როგორიცაა ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები (ე. წ.  ДОТ-ები), ის ასევე გამოიყენება სანგრებში მყოფი ტანკების, მსუბუქად შეჯავშნული ობიექტებისა და შვეულმფრენების წინააღმდეგაც კი.

Continue reading

ADATS


ADATS

ჰაერსაწინააღმდეგო – ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა

ამერიკული წარმოების თვითმავალი სარაკეტო კომპლექსი ADATS-ი (Air Defense Anti-Tank System – საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა) ორმაგი დანიშნულებისაა და განკუთვნილია როგორც მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი (მათ შორის დაბალ სიმაღლეზე მფრენი) თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა თუ უპილოტო საფრენი აპარატების, ისე  სახმელეთო შეჯავშნული სამიზნეების (მაგალითად, ძირითადი საბრძოლო ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების და ა. შ.) აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. აღნიშნული კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია როგორც მობილური, ისე სტაციონარული ობიექტების დასაცავად.

Continue reading

MGM-166 LOSAT


MGM-166 LOSAT

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი

MGM-166 LOSAT-ი (Line-Of-Sight Anti-Tank – ვაზირების ხაზზე მოქმედი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი) ამერიკული წარმოების მიწა-მიწა კლასისი ტაკსაწინააღმდეგო რაკეტაა, რომელიც კომპანია Lockheed Martin Vought Systems-მა შეიმუშავა და მის მიერვე იწარმოებოდა.

Continue reading

Panzerfaust 3


Panzerfaust 3

ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

Panzerfaust 3 (Pzf 3) არის მესამე თაობის, პორტატული გერმანული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, რომლის შექმნის ისტორიას მეორე მსოფლიო ომის ერაში მივყავართ. უახლესი გერმანული ყუმბარსატყორცნის შორეულ წინაპარს ლეგენდარული Panzerfaust-ი წარმოადგენდა, რომლის ანგარიშზეც  მოწინააღმდეგის უამრავი განადგურებული ტანკია, ხოლო Panzerfaust 3-ის უშაულო წინამორბედი მეორე თაობის ყუმბარსატყორცნი Pzf-44 Lanze-ი იყო.

Continue reading

Carl Gustav


Carl Gustav

მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

„კარლ გუსტავი“ არის ცნობილი სახელი 84 მილიმეტრიანი, პორტაბელური, მრავალჯერადი ყუმბარსატყორცნისა, რომელიც იწარმოება შვედური კომპანიის – Saab Bofors Dynamics-ის მიერ. იარაღს სახელი შვედეთის მეფის საპატივცემულოდ ეწოდა. ყუმბარსატყორცნის პირველი პროტოტიპის ჯერ კიდევ 1946 წელს შეიქმნა. მის შექმნაზე უდიდესი გავლენა მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა ყუმბარსატყორცნებმა გერმანულმა Panzerschreck-მა და ამერიკულმა  „ბაზუკამ“ იქონია, რომლებმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომში, განსაკუთრებით კი გერმანულმა. მიუხედავად იმისა, რომ „კარლ გუსტავი“ უკვე  თითქმის სამოცდახუთი წლისაა ის მაინც რჩება რამდენიმე ათეული ქვეყნის არმიათა შეიარაღებაში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით მისი დროის სხვა ყუმბარსატყორცნები უკვე დიდი ხანია ამოღებულნი არიან შეიარაღებიდან.

Continue reading

AT4


AT4

       გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

AT4 არის 84 მილიმეტრიანი, უმართავი, პორტატული, ერთჯერადი, გლუვლულიანი  გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, რომელიც შეიქმნა შვედური კომპანიის Saab Bofors Dynamics-ის (ადრინდელი – Bofors Anti-Armour Systems-ი) მიერ. დღესდღეობით AT4 ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია მთელს მსოფლიოში.

Continue reading