РПГ-7


РПГ-7

ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ის შემუშავება 1958 წელს ГНПП „ბაზალტში“ (მაშინდელი ГСКБ-47) დაიწყო. ყუმბარსატყორცნის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ОКБ-575-ის უფროსმა და მთავარმა კონსტრუქტორმა . ნიკიფორენკომ, მთავარმა ინჟინერმა . პოტაპოვმა, მე-5 განყოფილების უფროსმა . სორკინმა, და ასევე წამყვანმა კონსტრუქტორებმა: . ბროვკინმა, . დეგტიარევმა, . ალიმოვმა, . გორბუნოვმა, . ივაშუტიჩმა, . სევასტიანოვამ და სხვებმა.

Continue reading

АГС-17


АГС-17

ავტომატური ყუმბარსატყორცნი

АГС-17 Пламя არის საბჭოთა წარმოების დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნი, რომელიც ამჟამად იწარმოება რუსეთის მიერ და რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაში იმყოფება. იარაღი შექმნილია ქვეითებისათვის საცეცხლე მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

Continue reading

Panzerfaust 3


Panzerfaust 3

ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

Panzerfaust 3 (Pzf 3) არის მესამე თაობის, პორტატული გერმანული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, რომლის შექმნის ისტორიას მეორე მსოფლიო ომის ერაში მივყავართ. უახლესი გერმანული ყუმბარსატყორცნის შორეულ წინაპარს ლეგენდარული Panzerfaust-ი წარმოადგენდა, რომლის ანგარიშზეც  მოწინააღმდეგის უამრავი განადგურებული ტანკია, ხოლო Panzerfaust 3-ის უშაულო წინამორბედი მეორე თაობის ყუმბარსატყორცნი Pzf-44 Lanze-ი იყო.

Continue reading

Carl Gustav


Carl Gustav

მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

„კარლ გუსტავი“ არის ცნობილი სახელი 84 მილიმეტრიანი, პორტაბელური, მრავალჯერადი ყუმბარსატყორცნისა, რომელიც იწარმოება შვედური კომპანიის – Saab Bofors Dynamics-ის მიერ. იარაღს სახელი შვედეთის მეფის საპატივცემულოდ ეწოდა. ყუმბარსატყორცნის პირველი პროტოტიპის ჯერ კიდევ 1946 წელს შეიქმნა. მის შექმნაზე უდიდესი გავლენა მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა ყუმბარსატყორცნებმა გერმანულმა Panzerschreck-მა და ამერიკულმა  „ბაზუკამ“ იქონია, რომლებმაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომში, განსაკუთრებით კი გერმანულმა. მიუხედავად იმისა, რომ „კარლ გუსტავი“ უკვე  თითქმის სამოცდახუთი წლისაა ის მაინც რჩება რამდენიმე ათეული ქვეყნის არმიათა შეიარაღებაში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით მისი დროის სხვა ყუმბარსატყორცნები უკვე დიდი ხანია ამოღებულნი არიან შეიარაღებიდან.

Continue reading

Milkor MGL


Milkor MGL

ყუმბარსატყორცნი

MGL-ი (იშიფრება როგორც: – Multiple Grenade Launcher – მრავალჯერადი ყუმბარსატყორცნი) არის მსუბუქი, 40 მილიმეტრიანი, ექვსმუხტიანი სამხრეთ აფრიკული წარმოების ყუმბარსატყორცნი, რომელიც იწარმოება კომპანია Milkor-ის მიერ. სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში 1983 წელს ყუმბარსატყორცნი Y2-ის სახელწოდებით მიიღეს. მას შემდეგ MGL-ი 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა თუ საპოლიციო სპეციალური დანიშნულების რაზმების შეიარაღებაში გამოჩნდა. იარაღი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა გარემოსა და კლიმატის პირობებში, მაგალითად უდაბნოებში, ტენიან ტროპიკულ ტყეებსა და სხვა. 1983 წლის შემდეგ, ანუ იარაღის სერიული წარმოების დაწყებიდან დღემდე,  50 000 ერთეულზე მეტი ამ ტიპის ყუმბარსატყორცნია წარმოებული.

Continue reading

AT4


AT4

       გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი

AT4 არის 84 მილიმეტრიანი, უმართავი, პორტატული, ერთჯერადი, გლუვლულიანი  გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, რომელიც შეიქმნა შვედური კომპანიის Saab Bofors Dynamics-ის (ადრინდელი – Bofors Anti-Armour Systems-ი) მიერ. დღესდღეობით AT4 ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია მთელს მსოფლიოში.

Continue reading