Mauser C-96


Mauser C-96

პისტოლეტი

პისტოლეტ „მაუზერ“ C-96-ის კონსტრუქცია შემუშავებული იქნა 1893 წელს ძმების, ფიდელის, ფრიდრიხისა და ჯოზეფ ფედერლეების მიერ. ძმების მიერ შექმნილი კონსტრუქცია ერთობლივად გააუმჯობესეს პაულ მაუზერმა და ოსტატ-მეიარაღე გაიზერმა. იარაღის დასახვეწი სამუშაოები 1895 წელს დასრულდა. მაშინვე დაიწყო საცდელი პარტიის წარმოებაც.

Continue reading

Uzi


Uzi

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი

ისრაელის სახელმწიფოს არსებობის პირველ წლებში, დამოუკიდებლობისათვის ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის არმია თანამედროვე და ტექნოლოგიური ცეცხლსასროლი იარაღის მწვავე უკმარისობას განიცდიდა. ისრაელის მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება  არმიისათვის ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავების შესახებ, რომელიც უპასუხებდა თანამედროვე მოთხოვნებს, იქნებოდა ტექნოლოგიური და ადაპტირებული სერიული წარმოებისთვის არსებულ  დაზგურ მოწყობილობებზე. კონკურსის რეზულტატებისა და საჯარისო გამოცდების შედეგად გამარჯვება მოიპოვა ახალგაზრდა ოფიცრის, უზიელ გალის პროექტმა, რომელიც 1951 წელს მიღებული იქნა შეიარაღებაში სახელწოდებით „უზი“.

Continue reading

ტოკარევის პისტოლეტი ТТ


ტოკარევის პისტოლეტი ТТ

თვითდამტენი პისტოლეტი

პისტოლეტი ТТ ტულის საიარაღო ქარხნის საპროექტო-საკონსტურქტორო ბიუროში იქნა შექმნილი კონსტრუქტორთა ჯუფის მიერ, რომელსაც ფიოდორ ვასილევიჩ ტოკარევი ხელმძღვანელობდა. პისტოლეტი კონსტრუირებული იქნა მისთვის წაყენებული მოთხოვნილებების შესაბამისად.

Continue reading

Falshimjagergewehr FG42


Falshimjagergewehr FG42

„მესამე რაიხის უნიკალური ავტომატური შაშხანა“

უნიკალური ავტომატური შაშხანის, FG42-ის, შექმნის ისტორია გერმანელი პარაშუტისტების შეიარაღებაში მძლავრი, შორსმსროლელი და ამავე დროს ახლო დისტანციებზე მანევრულ ბრძოლებში ეფექტური იარაღის მიღების საჭიროების გამოჩენით იწყება.

Continue reading

ОРСИС Т-5000


ОРСИС Т-5000

მაღალსიზუსტიანი სნაიპერული შაშხანა

მაღალი სიზუსტის სნაიპერული შაშხანა ОРСИС Т-5000 (ОРСИС  – ОРужейные СИСтемы; ასევე ORSIS T-5000) სამრეწველო ჯგუფ „Промтехнологии“-ის საიარაღო ქარხანა „ОРСИС“-ის მიერ იწარმოება, რომელიც მოსკოვში მდებარეობს. ეს ქარხანა, რომელიც 2011 წლის მაისში ამოქმედდა,  უნიკალურია რუსული საიარაღო მრეწველობისთვის.

Continue reading

Barrett REC7


Barrett REC7

საიერიშო შაშხანა

საიერიშო შაშხანა Barrett REC7 (დასახელებაში არსებული აბრევიატურა REC ინგლისურად იშიფრება როგორც „Reliability-Enhanced Carbine“ – „საიმედოობა გაზრდილი კარაბინი“, ხოლო რიცხვი „7“ მისი შექმნის წელს, ანუ 2007-ს აღნიშნავს ) ამერიკული კომპანია Barrett Firearms-ის მიერ არის დაპროექტებული. აღნიშნული იარაღი შედარებით უფრო ადრინდელი მოდელის, M468-ს მოდერნიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ სახელგანთქმული ავტომატურ შაშხანა M16-ის კონსტრუქციის ბაზაზე  შემუშავდა.

Continue reading

Colt M1911


Colt M1911

თვითდამტენი პისტოლეტი

მოდელ M1911-ის შექმნამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითდამტენ პისტოლეტებს უკვე მოპოვებული ჰქონდათ საკმაოდ დიდი გავრცელება, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაზე, სადაც ბრაუნინგის პისტოლეტები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ. თუმცა, ძირითადად,  ამერიკასა და ევროპაში გავრცელებული იყო ისეთი თვითდამტენი პისტოლეტები, რომლებიც ლულის არხის  თავისუფალი საკეტით დაკეტვის პირნციპით მუშაობდნენ და შესაბამისად მცირე სიმძლავრის ვაზნებს იყენებდნენ.

Continue reading

კალაშნიკოვის ავტომატი АК-47 და მისი მოდიფიკაციები – АКС – АКМ – АКМС


კალაშნიკოვის ავტომატი  АК-47 და მისი მოდიფიკაციები – АКС – АКМ – АКМС

კალაშნიკოვის ავტომატის ამ ქვეყნად მოვლინების  ისტორია სათავეს 1942 წლის მიწურულიდან იღებს, როდესაც  საბჭოთა ჯარებმა ვოლხოვის ფრონტზე  გერმანული ავტომატური კარაბინის (ან, უბრალოდ, ავტომატი) MKb.42(H)-ის პირველი ნიმუშები ჩაიგდეს ხელთ, რომელიც შუალედურ, 7.92х33 მმ-იან  ვაზნებზე იყო გათვლილი.

Continue reading

FALCON OP96 / OP99


FALCON OP96 / OP99

მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა

„ფალკონი“ თანამედროვე ჩეხური წარმოების  მსხვილკალიბრიანი – 12.7 მმ კალიბრის ვაზნებზე გათვლილი სნაიპერული შაშხანაა. სნაიპერული შაშხანა ჩეხური კომპანია ZVI-ის მიერ შეიქმნა და მის მიერვე იწარმოება. იარაღი განკუთვნილია, როგორც ჩვეულებრივი სახმელეთო ძალების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების რაზმებისათვის.

Continue reading

AMSD OM 50 Nemesis


AMSD OM 50 Nemesis

მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა

კონცეფცია, რომელის მიხედვითაც მოგვიანებით მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა „Nemesis-ი“ შეიქნა, 2001 წელს ორი ყოფილი სამხედროს მიერ იქნა შემუშავებული. ერთ-ერთი მათგანი  ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარი ოფიცერი ჯეიმს ოუენსი იყო, ხოლო მეორე შვეიცარიელი კრის მოვიგლიატი. სნაიპერული შაშხანის პირველი პროტოტიპის გამოცდა მისი კონსტრუქციის შექმნიდან სულ რაღაც სამ თვეში ჩატარდა. 2003 წელს შვეიცარიულმა კომპანია AMSD-მა სნაიპერული შაშხანის პირველი სერიული პარტია გამოუშვა. ეს კომპანია მაღალ დონეზეა სპეციალიზირებული სამხედრო დანიშნულების მსუბუქი ზუსტი შეიარაღების წარმოებაზე.

Continue reading