Falshimjagergewehr FG42


Falshimjagergewehr FG42

„მესამე რაიხის უნიკალური ავტომატური შაშხანა“

უნიკალური ავტომატური შაშხანის, FG42-ის, შექმნის ისტორია გერმანელი პარაშუტისტების შეიარაღებაში მძლავრი, შორსმსროლელი და ამავე დროს ახლო დისტანციებზე მანევრულ ბრძოლებში ეფექტური იარაღის მიღების საჭიროების გამოჩენით იწყება.

Continue reading

Barrett REC7


Barrett REC7

საიერიშო შაშხანა

საიერიშო შაშხანა Barrett REC7 (დასახელებაში არსებული აბრევიატურა REC ინგლისურად იშიფრება როგორც „Reliability-Enhanced Carbine“ – „საიმედოობა გაზრდილი კარაბინი“, ხოლო რიცხვი „7“ მისი შექმნის წელს, ანუ 2007-ს აღნიშნავს ) ამერიკული კომპანია Barrett Firearms-ის მიერ არის დაპროექტებული. აღნიშნული იარაღი შედარებით უფრო ადრინდელი მოდელის, M468-ს მოდერნიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ სახელგანთქმული ავტომატურ შაშხანა M16-ის კონსტრუქციის ბაზაზე  შემუშავდა.

Continue reading

კალაშნიკოვის ავტომატი АК-47 და მისი მოდიფიკაციები – АКС – АКМ – АКМС


კალაშნიკოვის ავტომატი  АК-47 და მისი მოდიფიკაციები – АКС – АКМ – АКМС

კალაშნიკოვის ავტომატის ამ ქვეყნად მოვლინების  ისტორია სათავეს 1942 წლის მიწურულიდან იღებს, როდესაც  საბჭოთა ჯარებმა ვოლხოვის ფრონტზე  გერმანული ავტომატური კარაბინის (ან, უბრალოდ, ავტომატი) MKb.42(H)-ის პირველი ნიმუშები ჩაიგდეს ხელთ, რომელიც შუალედურ, 7.92х33 მმ-იან  ვაზნებზე იყო გათვლილი.

Continue reading

Heckler & Koch G36


Heckler & Koch G36

საიერიშო შაშხანა

Heckler & Koch G36-ის ტიპის გერმანული საიერიშო შაშხანა 1990-იანი წლების დასაწყისში HK-50-ის სახელით შეიქმნა. ახალი საიერიშო შაშხანის შემუშავების პროექტს საფუძვლად დაედო ის, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები – ბუნდესვერი – G11-ისა და G41-ის ტიპის შაშხანების პროექტის შეჩერების შემდეგ მოძველებული G3-ის ტიპის საიერიშო შაშხანის იმედად დარჩა. აღნიშნული იარაღი არ იყო შეთავსებადი „ნატოს“ სტანდარტებთან.

Continue reading