NAMER


NAMER

მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი

https://i2.wp.com/i024.radikal.ru/1211/92/28ca58c5a0a9.jpg

Namer-ი (ებრაულად სიტყვა ნამერ-ი ლეოპარდს ნიშნავს, ამასთანავე ის ასევე არის სილაბური აბრევიატურა სიტყვა “Nagmash-ის” და “Merkava-სი”, პირველი მათგანი ჯავშანტრანსპორტიორს აღნიშნავს, ხოლო მეორე ებრაული ძირითადი საბრძოლო ტანკის სახელწოდებაა) ებრაული წარმოების მძიმე ჯავშანტრანსპორტიორია, რომელიც “Merkava” Mk4-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის შასიზეა ბაზირებული.

Continue reading

БТР-4


БТР-4

ჯავშანტრანსპორტიორი

უკრაინული წარმოების 8×8 თვლების ფორმულის მქონე ჯავშანტრანსპორტიორი БТР-4 ხარკოვის მოროზოვის სახელობის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიურომ (КП ХКБМ) საკუთარი ინიციატივით შექმნა, ახალი თაობის თვლიანი დაჯავშნული საბრძოლო მანქანის შექმნის პროექტის ფარგლები.

Continue reading

Patria AMV


Patria AMV

ჯავშანტრანსპორტიორი

ფინური წარმოების უახლესი ჯავშანტრანსპორტიორი Patria AMV (AMV – Armoured Modular Vehicle – დაჯავშნული მოდულარული მანქანა) ფინური შეიარაღების მწარმოებელ კომპანია Patria Vehicles-ის მიერ 2001 წელს შეიქმნა, ფინეთის თავდაცვით ძალებთან თანამშრომლობის შედეგად.

Continue reading

SEP 8×8


SEP 8×8

ჯავშანტრანსპორტიორი

 

თვლების 8×8 ფორმულიან ჯავშანტრანსპორტიორი SEP-ი იმ პროგრამის მიხედვით შეიქმნა, რომელიც თვლიან და მუხლუხა შასიზე ბაზირებული მოდულარული დიზაინის ჯავშანმანქანის შექმნას ისახავდა მიზნად. ჯავშანტრანსპორტიორს თანამედროვე და ინოვაციური კონსტუქცია გააჩნია. SEP 8×8 კომპანია BAE Systems Hagglunds-მა შეიმუშავა შვედეთის არმიის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით.

Continue reading

FNSS PARS


FNSS PARS

ჯავშანტრანსპორტიორი

PARS-ი (ლეოპარდი) არის ახალი თაობის, თვლიანი, ამფიბიური ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც დაპროექტებულია და იწარმოება თურქული კომპანიის FNSS Savunma Sistemleri-ის მიერ. მანქანა განკუთვნილია, როგორც თურქეთის არმიისათვის, ასევე საექსპორტო ბაზრებისათვისაც.

Continue reading

Nurol Ejder


Ejder

ჯავშანტრანსპორტიორი

„ეჯდერი“ წარმოადგენს ახალ, შასის  6x6 ფორმულით დაპროექტებულ თურქულ ჯავშანტრანსპორტიორს. მისი შემუშავება თურქულმა თავდაცვითი მრეწველობის კომპანია  Nurol Makina-მ 2006 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ თურქული კომპანიისა და რუმინეთის ერთობლივი მუშაობის შედეგს წარმოადგენდა RN-94-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც 1990-იანი წლების შუა ხანებში შეიქმნა. მასაც, ისევე როგოეც “ეჯდერს” თვლების 6x6 ფორმულა ჰქონდა.

Continue reading

БТР-90


БТР-90

ჯავშანტრანსპორტიორი

ჯავშანტრანსპორტიორ БТР-90-ზე მუშაობა რუსეთში 1990-იანი წლების  დასაწყისში დაიწო.  მისი პირველი პროტოტიპი 1994 წლისთვის აიგო, იმავე წელს მოხდა მისი პირველი წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის. ჯავშანტრანსპორტიორი წარმოადგენს БТР-80-ის ღრმად მოდერნიზებულ, განვითარებულ ვარიანტს, უფრო ძლიერი შეიარაღებით, გაზრდილი მობილურობით, გაუმჯობესებულ-გაძლიერებული დაცვითა და გაზრდილი შიდა მოცულობით. მცირე რაოდენობით БТР-90-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებაში იმყოფება.  მიუხედავად იმისა, რომ ჯავშანტრანსპოტიორის ექსპორტზე გატანა ნებადართულია, მას მყიდველები დღემდე არ გამოჩენია.

Continue reading

БТР-Т


БТР-Т

მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი

БТР-Т (Бронетранспортёр-Тяжелый) არის რუსული წარმოების მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი. კონფლიქტებსსა და ომებში თვლიანი ჯავშანტრანსპორტიორების მასირებულმა გამოყენებამ აჩვენა, რომ ისინი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებისათვის, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა თუ საარტილერიო ჭურვებისთვის შესანიშნავ სამიზნეს წარმოადგენენ და თავიანთი სუსტი ჯავშნის გამო ძალიან დაუცველნი არიან ამგვარი შეიარაღებისაგან. ამის გამო ნათელი გახდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ახალი თაობის ჯავშანტრანსპორტიორების დაცვის ისეთი მაღალი დონე ექნებოდათ, როგორიც ძირითად საბრძოლო ტანკებს გააჩნიათ.

Continue reading

БТР-80


БТР-80

ჯავშანტრანსპორტიორი

БТР-80 საბჭოური წარმოების მსუბუქი, თვლიანი, ამფიბიური  ჯავშანტრანსპორტიორია და ის მისი წინამორბედის, БТР-70 – ის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს. საბჭოთა კავშირში  ახალ ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა 1980 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირის არმიამ  კი БТР-80 შეარაღებაში  1986 წელს მიიღო. ჯავშანმანქანის სერიული წარმოებაც იმავე წლიდან დაიწყო. საბრძოლო მანქანის წარმოება ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე გორკის საავტომობილო ქარხანაში მიმდინარეობდა.  დღესდღეობით БТР-80 შეიარაღებაში მრავალ ქვეყანას აქვს და მან უამრავ კონფლიქტში თუ ომში მიიღო მონაწილეობა.

Continue reading

RG41


RG41

ჯავშანტრანსპორტიორი

RG41 არის 8×8 კონფიგურაციის თვლიანი დაჯავშნული საბრძოლო მანქანა, რომელიც შეიქმნა ბრიტანული კომპანიის „ბაე სისტემსის“ მიერ სპეციალურად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისათვის. ჯავშანტრანსპორტიორი უახლესი თაობის საბრძოლო მანქანებს განეკუთვნება. მასში თავმოყრილია ყველა ის აუცილებელი თვისება, რომელიც მოეთხოვება თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას, რათა ის მომზადებული აღმოჩნდეს სხვადასხვა ტიპის საბრძოლო დავალებების შესასრულებლად. ჯავშანტრანსპორტიორს ახასიათებს მაღალი მობილურობა, უმაღლესი დონის დაცვა და ძლიერი საცეცხლე შესაძლებლობები.

Continue reading