მიდუეის ბრძოლა


მიდუეის ბრძოლა

მიდუეის ბრძოლა, რომელიც წყნარი ოკეანის ცენტრანლურ ნაწილში არსებულ მიდუეის ატოლთან გაიმართა, მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ უდიდეს და გადამწყვეტ ბრძოლად არის მიჩნეული. ბრძოლა 1942 წლის 4 – 7 ივნის მოხდა. ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის მიერ იაპონიის გაერთიანებულ ფლოტის დამარცხება წყნარი ოკეანის ომში ნამდვილ შემობრუნების წერტილად იქცა – თუკი მიდუეის ბრძოლამდე სტრატეგიული ინიციატივა ხელთ იაპონელებს  ეპყრათ, ბრძოლის შემდეგ ის უკვე ამერიკელთა მხარეს იყო. ბრძოლაში იაპონიის ფლოტის დანაკარგს 4 მძიმე ავიამზიდი, 248 თვითმფრინავი და საუკეთესო პილოტები წარმოადგენდა, რითაც მათ სამუდამოდ დაკარგეს სანაპირო ავიაციის დაფარვის ზონის გარეთ ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა.

Continue reading

МиГ-29К


 МиГ-29К
საგემბანო გამანადგურებელი

МиГ-29К — («9-31», «9-41», ორადგილიანი ვარიანტი МиГ-29КУБ-ი – «9-47», NATO-ს კლასიფიკაციით Fulcrum-D) — საბჭოთა/რუსული წარმოების მეოთხე თაობის მრავალმიზნობრივი საგემბანო გამანადგურებელია.  МиГ-29К 1980-იანი წლების მიწურულს შემუშავდა და ის გამანადგურებელ МиГ-29M-ის ბაზაზეა შექმნილი.

Continue reading