Barrett REC7


Barrett REC7

საიერიშო შაშხანა

საიერიშო შაშხანა Barrett REC7 (დასახელებაში არსებული აბრევიატურა REC ინგლისურად იშიფრება როგორც „Reliability-Enhanced Carbine“ – „საიმედოობა გაზრდილი კარაბინი“, ხოლო რიცხვი „7“ მისი შექმნის წელს, ანუ 2007-ს აღნიშნავს ) ამერიკული კომპანია Barrett Firearms-ის მიერ არის დაპროექტებული. აღნიშნული იარაღი შედარებით უფრო ადრინდელი მოდელის, M468-ს მოდერნიზაციას წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ სახელგანთქმული ავტომატურ შაშხანა M16-ის კონსტრუქციის ბაზაზე  შემუშავდა.

Continue reading

კალაშნიკოვის ავტომატი АК-47 და მისი მოდიფიკაციები – АКС – АКМ – АКМС


კალაშნიკოვის ავტომატი  АК-47 და მისი მოდიფიკაციები – АКС – АКМ – АКМС

კალაშნიკოვის ავტომატის ამ ქვეყნად მოვლინების  ისტორია სათავეს 1942 წლის მიწურულიდან იღებს, როდესაც  საბჭოთა ჯარებმა ვოლხოვის ფრონტზე  გერმანული ავტომატური კარაბინის (ან, უბრალოდ, ავტომატი) MKb.42(H)-ის პირველი ნიმუშები ჩაიგდეს ხელთ, რომელიც შუალედურ, 7.92х33 მმ-იან  ვაზნებზე იყო გათვლილი.

Continue reading

Heckler & Koch G36


Heckler & Koch G36

საიერიშო შაშხანა

Heckler & Koch G36-ის ტიპის გერმანული საიერიშო შაშხანა 1990-იანი წლების დასაწყისში HK-50-ის სახელით შეიქმნა. ახალი საიერიშო შაშხანის შემუშავების პროექტს საფუძვლად დაედო ის, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები – ბუნდესვერი – G11-ისა და G41-ის ტიპის შაშხანების პროექტის შეჩერების შემდეგ მოძველებული G3-ის ტიპის საიერიშო შაშხანის იმედად დარჩა. აღნიშნული იარაღი არ იყო შეთავსებადი „ნატოს“ სტანდარტებთან.

Continue reading