თავდასხმა პერლ-ჰარბორზე


თავდასხმა პერლ-ჰარბორზე

პერლ-ჰარბორის ტრაგედიის მიზეზებზე ცალსახა პასუხის გაცემა, ალბათ, შეუძლებელია.  ამერიკელი ისტორიკოსები მეტწილად აქცენტირებენ იაპონელთა თავდასხმის მოულოდნელობასა და „მუხანათობაზე“. მართლაც, 1930-იანი წლების რთულ საერთაშორისო ვითარებაში აშშ მთელი ძალებით ცდილობდა შეენარჩუნებინა მშვიდობა წყნარ ოკეანეში და არ დაეშვა ურთიერთობების გამწვავებას იაპონიასთან. აკეთებდა ამას არა მხოლოდ და არა იმდენად მშვიდობისმოყვარეობიდან გამომდინარე.  უბრალოდ ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდლობა თვლიდა, რომ მათი ქვეყანა მზად არ იყო მომავალი მსოფლიო ომის ორ ფრონტზე ბრძოლისთვის, და პრიორიტეტის სახით ევროპის მიმართულება აირჩია. ამერიკელები არა მხოლოდ არ ერეოდნენ იაპონია-ჩინეთის ომში, არამედ რეაგირებაც კი არ მოახდინეს იაპონური თვითმფრინავების მიერ ამერიკული საკანონერო გემ „პენაის“ განადგურებაზე, რომელმაც ბორტზე მიიღო აშშ-ის საელჩოს ევაკუირებული თანამშრომლები (ინციდენტი მოხდა 1937 წლის 12 დეკემბერს მდინარე იანძზე).

Continue reading

ჯავშანტექნიკა ოპერაციაში „შოკი და შიში“ (2003 წ.)


ჯავშანტექნიკა ოპერაციაში „შოკი და შიში“ (2003 წ.)

2003 წლის ერაყის სამხედრო კამპანია 1991 წლის ომისგან ჯავშანსატანკო ტექნიკის გამოყენების მცირე მასშტაბებით განსხვავდებოდა. თუკი ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ დროს მრავალეროვნულმა ძალებმა რეგინში თავი მოუყარეს 5600 ტანკისგან ფორმირებულ ჯავშანმუშტს, საიდანაც 2000 ამერიკული М1А1 იყო (1223 М1А11 НА, 733 М1А1, და ასევე 580 М1 და 1РМ1), 2003 წელს ოპერაცია „შოკი და შიშის“ (Shock and awe; ოპერაციის ოფიციალური სახელწოდებაა „თავისუფლება ერაყს“, რაც შეეხება სახელწოდება „შოკი და შიშს“, ის მომდინარეობს 1996 წელს შემუშავებული ამავე სახელწოდების სამხედრო დოქტრინიდან, რომლის გამოყენებაც მოხდა ერაყში 2003 წელს) ჩასატარებლად ამერიკელებმა ქუვეითში სულ 640 ტანკი М1А1НА და М1А2 ჩაიტანეს. ინგლისელმა მოკავშირეებმა ამერიკელებს აგრეთვე დაახმარეს „ჩელენჯერების“ მცირე რაოდენობაც – სულ 120 ტანკი, 1991 წლის 250-ის წინააღმდეგ. თუმცა კი ახალ კამპანიაში უფრო თანამედროვე „ჩელენჯერ-2“-ები მონაწილეობდა.

Continue reading

ივოძიმას ბრძოლა


ივოძიმას ბრძოლა

ბრძოლა კუნძულ ივოძიმასათვის იაპონიის იმპერიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებს შორის წყნარ ოკეანეში 1945 წლის 16 თებერვალს დაიწყო და ამავე წლის 26 მარტს დასრულდა აშშ-ის გამარჯვებით. ეს იყო ამერიკული ძალების პირველი სამხედრო ოპერაცია იაპონიის ტერიტრიაზე. იაპონიის საიმპერატორო არმიამ კუნძულზე თავდაცვის მძლავრი სისტემა ააგო,  რომლის წყალობითაც მთელი თვის განმავლობაში შეძლო მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიება. ეს ბრძოლა იყო იაპონიის სახმელეთო ძალების ერთადერთი ოპერაცია, რომელშიც მათ უფრო ნაკლები საერთო დანაკარგები განიცადეს, ვიდრე აშშ-მა, მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგები დაღუპულთა სახით იაპონელთა მხარეს გაცილებით უფრო დიდი იყო.

Continue reading

სპარსეთის ყურის ომი (ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“) ნაწილი II


სპარსეთის ყურის ომი

(ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“)

ნაწილი II

1991 წლის 15 იანვარს ამოიწურა ერაყისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რომელიც გაეროს 678-ე რეზოლუციით იყო გამოცხადებული. კოალიციამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისათვის ფორმალური საბაბი მიიღო, ვინაიდან ამ დროს ერაყის ჯარებს ქუვეითის ტერიტორია  დატოვებული არ ჰქონდათ და არც აპირებდნენ ამას. როგორც სტატიის პირველ ნაწილში იყო აღწერილი, ამ დროისათვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო კონტიგენტები სრულად იყო დისლოცირებული საბრძოლო მოქმედებების თეატრში.

Continue reading