LAR-160


LAR-160

160-მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

ისრაელში ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემაზე მუშაობა კომპანია „Israel Military Industries LTD“-იმ (TAAS) წამოიწყო. 70-იანი წლების მიწურულს, აღნიშნული კომპანიის მიერ შემუშავებული იქნა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ზცრს) აღნიშვნით LAR-160. სისტემის შექმნის საწყის ეტაპზე რეაქტიული ჭურვების საბრძოლო ნაწილად ჩვეულებრივი 155-მმ-იანი საარტილერიო ჭურვების გამოყენება იყო დაგეგმილი. ამან განაპირობა ზცრს-ის კალიბრის არჩევაც – 160 მმ, თუმცა კი საბრძოლო ნაწილად საარტილერიო ჭურვების გამოყენების განზრახვა განხორციელებული არ იქნა.

Continue reading

RM-70


RM-70

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

1960-იანი წლების მიწურულს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის თავდაცვითმა მრეწველობამ   მუშაობა დაასრულა ზალპური ცეხლის რეაქტიულ სისტემა RM-70-ზე,  რომელიც საბჭოური წარმოების ანალოგიური ტიპის საბრძოლო მანქანაზე – БМ-21 „გრადზე“  იყო ბაზირებული.  RM-70-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების სერიული წარმოება 1970 წლიდან დაიწყო. ამჟამინდელი მონაცემებით აღნიშნული საარტილერიო სისტემები  ჩეხეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, საქართველოს, ანგოლის, ინდონეზიის, ირანის, ლიბიის, ზიმბაბვესა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში იმყოფება. 

Continue reading

M270 MLRS


M270 MLRS

ზალპური  ცეცხლის რეაქტიული სისტემა

M270 MLRS (Multiple Launch Rocket System) ამერიკული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული  სისტემაა, რომელიც კომპანია Lockheed Martin Missiles and Fire Control-ის მიერ იწარმოებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ საარტილერიო სისტემა შეიარაღებაში 1983 წელს მიიღო, აშშ-ის არმიას ამავე წელს გადაეცა  სისტემის პირველი ნიმუშებიც. ამის შემდგომ ის ასევე იქნა მიღებული NATO-ს წევრი რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებაშიც. ამჟამინდელი მონაცემებით M270 თოთხმეტამდე ქვეყნის შეიარაღებაში იმყოფება, მათ შორის არიან: საფრანგეთი, გაეთიანებული სამეფო, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, თურქეთი და სხვა.

Continue reading