F/A-18E/F Super Hornet


F/A-18E/F Super Hornet

საგემბანო გამანადგურებელ-ბომბდამშენი

საგემბანო გამანადგურებელ-ბომბდამშენი F/A-18 „ჰორნეტი“, რომელიც სახმელეთო ბაზირების ექსპერიმენტული გამანადურებლის, Northrop YF-17-ის (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ მეოთხე თაობის მსუბუქი გამანადგურებლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში General Dynamics YF-16-ის მთავარი მეტოქე) ბაზაზე 1970-იანი წლების მეორე ნახევარში შეიქმნა, დასაწყისიდანვე განკუთვნილი იყო როგორც წმინდა „გამანადგურებლური“ მოვალეობების, ისე დამრტყმელი ამოცანების შესასრულებლად.

Continue reading

ერიხ ჰარტმანი


ერიხ ჰარტმანი

ერიხ ჰარტმანი (Erich Hartmann) გერმანელი სამხედრო მფრინავი და მეორე მსოფლიო ომის და ზოგადად, ყველაზე შედეგიანი ასი.  გამარჯვებათა საერთო რაოდენობა – 352 (ყველა მათგანი აღმოსავლეთის ფრონტზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 7 ერთეული გამანადგურებელი P-51 „მუსტანგი“ რუმინეთის თავზე). პიველი ბრძოლა: აღმოსავლეთის ფრონტი, 1942 წლის ოქტომბერი. გაფრენათა საერთო რაოდენობა: 1425. დაჯილდოვებულია რაინდის ჯვრით მუხის ფოთლებით, ხმლებითა და ბრილიანტებით.

Continue reading

Су-25КМ „სკორპიონი“


Су-25КМ „სკორპიონი“

მოიერიშე თვითმფრინავი

ე

Су-25КМ „სკორპიონი“ საბჭოური წარმოების მოიერიშე თვითმფრინავ Су-25-ის მოდერნიზებული ვერსიას წარმოადგენს. თვითმფრინავი ქართული კომპანია ТАМ-ის (ყოფილი „თბილისის საავიაციო ქარხანა“, ახლანდელი „თბილავიამშენი“) მიერ იწარმოებოდა, ებრაულ კომპანია  Elbit Systems Ltd-სთან ერთობლივი თანამშრომლობით.

Continue reading

МиГ-29К


 МиГ-29К
საგემბანო გამანადგურებელი

МиГ-29К — («9-31», «9-41», ორადგილიანი ვარიანტი МиГ-29КУБ-ი – «9-47», NATO-ს კლასიფიკაციით Fulcrum-D) — საბჭოთა/რუსული წარმოების მეოთხე თაობის მრავალმიზნობრივი საგემბანო გამანადგურებელია.  МиГ-29К 1980-იანი წლების მიწურულს შემუშავდა და ის გამანადგურებელ МиГ-29M-ის ბაზაზეა შექმნილი.

Continue reading

A-10 Thunderbolt II


A-10 Thunderbolt II

მოიერიშე თვითმფრინავი

Fairchild Republic A-10 Thunderbolt II არის ამერიკული ერთადგილიანი, ორძრავიანი, სწორფრთიანი მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც შეიმუშავა კომპანია Fairchild-Republic-მა, 1970-იანი წლების დასაწყისში. ეს მოიერიშე თვითმფრინავი ამერიკის შეერთებული შტაების საჰაერო ძალების დაკვეთითა და მისი მოთხოვნილებათა გათვალისწინებით შეიქმნა.

Continue reading

СУ-25


СУ-25

მოიერიშე

СУ-25  (NATO-ს კლასიფიკაციით – “Frogfoot”-ი ) არის ერთადგილიანი, ორძრავიანი, რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავი. თვითმფრინავი საბჭოთა კავშირში, „სუხოის“ საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა. იგი სახმელეთო ძალებისთვის საჰაერო მხარდაჭერის აღმოსაჩენად არის განკუთვნილი. მის მოვალეობაში მოწინააღმდეგის ტაქტიკურ-ოპერატიულ სიღრმის წინა ხაზზე მოქმედება და მოძრავ თუ სტაციონარულ  სახმელეთო სამიზნეებზე, ცოცხალი ძალასა და იშვიათად, თუმცა მაინც, დაბალი სიჩქარით მფრენ საჰაერო ობიექტებზე იერიშის მიტანა წარმოადგენს.

Continue reading