სტალინგრადის ბრძოლა (ნაწილი I)


სტალინგრადის ბრძოლა

(ნაწილი I)

აღწერა

სტალინგრადთან საბჭოთა ჯარების გერმანულ ჯარებზე გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელოვანი ფურცელია დიდი სამამულო ომის მატიანეში. 200 დღე და ღამე – 1942 წლის 17 ივლისიდან 1943 წლის 2 თებერვლამდე – გრძელდებოდა სტალინგრადის ბრძოლა, ორი მხრიდან ძალთა დაძაბულობის მუდმივი ზრდით. პირველი ოთხი თვის განმავლობაში შეუპოვარი თავდაცვითი ბრძოლები მიდიოდა, თავიდან დონის დიდ კლაკნილში, ხოლო შემდეგ ქალაქის მისადგომებთან და უშუალოდ თვით ქალაქში. ამ პერიოდის განმავლობაში საბჭოთა ჯარებმა მოქანცეს ვოლგისკენ გაჭრილი გერმანული დაჯგუფება და აიძულეს ის თავდაცვაზე გადასულიყო. შემდგომი ორ-ნახევარი თვის განმავლობაში კონტრშეტევაში გადასულმა წითელმა არმიამ გაანადგურა მოწინააღმდეგის ჯარები სტალინგრადის ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთით, ალყაში მოაქცია გერმანელთა 300-ათასიანი დაჯგუფება და მოახდინა მისი ლიკვიდირება.

Continue reading

1977 წლის ლიბია-ეგვიპტის ომი


1977 წლის ლიბია-ეგვიპტის კონფლიქტი

რეაქტიული „მიგ“-ების ჯგუფმა პილონებზე დაკიდებული ბომბებითა და რაკეტებით გამალებით გადაისრიალა უდაბნოს თავზე, იმდენად დაბლა, რომ თითქმის ქვიშის ბარხანების წვეროებს ეხებოდნენ. როდესაც სამიზნემდე – მოწინააღმდეგის აეროდრომამდე – რამდენიმე წუთი რჩებოდა, ჰაერი შეირხა და მიწიდან მათი მიმართულებით საზენიტო სარაკეტო კომპლექსების, „პეჩორასა“ და „ვოლგას“, რაკეტები გაფრინდა…

Continue reading

ბერლინის შტურმი


ბერლინის შტურმი

ბერლინის ოპერაცია არ ყოფილა ყველაზე რთული საბჭოთა ჯარებისთვის. 1945 წელს, როდესაც ყველა, მათ შორის ყველაზე გამოუცდელი მებრძოლებიც კი, ფიქრობდნენ, რომ ომის დასასრულამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, მაშინ, როდესაც მტრისგან პრაქტიკულად მთლიანად იყო გაწმენდილი მშობლიური მიწა, ხოლო საბჭოთა ჯარები, რომელიც აღემატებოდა მოწინააღმდეგეს შეიარაღების როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით, ჰიტლერის ბუნაგის მისადგომებთან იდგა, ბრძოლა უფრო ადვილი იყო, ვიდრე 41 წლის გამანადგურებელ ზაფხულში, ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ, როდესაც მტერი ერთი-მეორის მიყოლებით იღებდა ქალაქებსა და ოლქებს. ის, რომ საუკეთესო საბჭოელი სარდლების მიერ შემუშავებული გეგმა წარმატებით დასრულებოდა, ეჭვს არავის აღუძრავდა: არც მოსკოვში და არც აგონიაში მყოფ ბერლინში, საიდანაც ფიურერი განაგრძობდა დირექტივების გაგზავნას არმიათა შტაბებში და „იმპერიას“ უწოდებდა დაბომბვებით დაფლეთილ და გაქცეულებით გავსებულ ნაგლეჯს ცენტრალური ევროპისას.

Continue reading

ჯავშანტექნიკა ოპერაციაში „შოკი და შიში“ (2003 წ.)


ჯავშანტექნიკა ოპერაციაში „შოკი და შიში“ (2003 წ.)

2003 წლის ერაყის სამხედრო კამპანია 1991 წლის ომისგან ჯავშანსატანკო ტექნიკის გამოყენების მცირე მასშტაბებით განსხვავდებოდა. თუკი ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ დროს მრავალეროვნულმა ძალებმა რეგინში თავი მოუყარეს 5600 ტანკისგან ფორმირებულ ჯავშანმუშტს, საიდანაც 2000 ამერიკული М1А1 იყო (1223 М1А11 НА, 733 М1А1, და ასევე 580 М1 და 1РМ1), 2003 წელს ოპერაცია „შოკი და შიშის“ (Shock and awe; ოპერაციის ოფიციალური სახელწოდებაა „თავისუფლება ერაყს“, რაც შეეხება სახელწოდება „შოკი და შიშს“, ის მომდინარეობს 1996 წელს შემუშავებული ამავე სახელწოდების სამხედრო დოქტრინიდან, რომლის გამოყენებაც მოხდა ერაყში 2003 წელს) ჩასატარებლად ამერიკელებმა ქუვეითში სულ 640 ტანკი М1А1НА და М1А2 ჩაიტანეს. ინგლისელმა მოკავშირეებმა ამერიკელებს აგრეთვე დაახმარეს „ჩელენჯერების“ მცირე რაოდენობაც – სულ 120 ტანკი, 1991 წლის 250-ის წინააღმდეგ. თუმცა კი ახალ კამპანიაში უფრო თანამედროვე „ჩელენჯერ-2“-ები მონაწილეობდა.

Continue reading

სპარსეთის ყურის ომი (ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“) ნაწილი II


სპარსეთის ყურის ომი

(ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“)

ნაწილი II

1991 წლის 15 იანვარს ამოიწურა ერაყისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რომელიც გაეროს 678-ე რეზოლუციით იყო გამოცხადებული. კოალიციამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებისათვის ფორმალური საბაბი მიიღო, ვინაიდან ამ დროს ერაყის ჯარებს ქუვეითის ტერიტორია  დატოვებული არ ჰქონდათ და არც აპირებდნენ ამას. როგორც სტატიის პირველ ნაწილში იყო აღწერილი, ამ დროისათვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო კონტიგენტები სრულად იყო დისლოცირებული საბრძოლო მოქმედებების თეატრში.

Continue reading

სპარსეთის ყურის ომი (ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“). ნაწილი I


სპარსეთის ყურის ომი

(ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“) 

ნაწილი I

1990-1991 წწ. სპარსეთის ყურის ომი, რომლის ყველაზე უფრო აქტიური ფაზაც ცნობილია როგორც ოპერაციაუდაბოს ქარიშხალი“, გახდა პირველი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელმაც ნათლად აჩვენა ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური ომების წარმოების მეთოდები. ის, რაც პირველად იქნა გამოყენებული ერაყსა და ქუვეითში 90-იანი წლების დასაწყისში, შემდგომში დასავლეთის ქვეყნების მიერ განვითარებული ომის წარმოების სტანდარტი გახდა. ეს იყოსაერთაშორისო კოალიციისსაფარქვეშ შენიღბული ამერიკული დამრტყმელი მუშტის, ავიაციის გადამწყვეტი როლის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და მაღალტექნოლოგიური იარაღის, აგერეთვე საბრძოლო მოქმედებებთან ერთად კარგად მოფიქრებული და მძლავრი საინფორმაციო კამპანიის გამოყენება.

Continue reading

ისრაელის სატანკო ჯარები იომ-ქიფურის ომში: ბრძოლა გოლანის სიმაღლეებისთვის


ისრაელის სატანკო ჯარები იომ-ქიფურის ომში:

ბრძოლა გოლანის სიმაღლეებისთვის

იომ-ქიფურის ომი (რიგით მეოთხე არაბეთ-ისრაელის ომებიდან) ისრაელის სატანკო ჯარების ისტორიაში ყველაზე მძიმე იყო. საქმე თვით ისრაელის სახელმწიფოს არსებობას ეხებოდა. ამ კონფლიქტში ისრაელელებს წინ აღუდგა  არაბული ქვეყნების კოალიცია, რომელშიც ეგვიპტე, სირია, იორდანია და ერაყი შედიოდა. ამასთანავე ჩამოთვლილ ქვეყნებს სერიოზული სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა ჰქონდა სსრკ-ისაგან.

Continue reading

კურსკის ბრძოლა


კურსკის ბრძოლა

საბჭოთა კავშირის არმიის უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკი 1943 წლის მარტში სტრატეგიული შეტევის გეგმაზე მუშაობდა, რომლის ამოცანასაც გერმანული არმიათა ჯგუფების, „სამხრეთისა“ და „ცენტრის“ ძირითადი ძალები განადგურება და  მოწინააღმდეგის თავდაცვის შემუსვრა წარმოადგენდა, სმოლენსკიდან შავი ზღვამდე არსებულ ფრონტზე. განზრახული იყო, რომ საბჭოთა ჯარები პირველად უნდა გადასულიყვნენ შეტევაზე. თუმცა კი, აპრილის შუა რიცხვებში იმ მონაცემების საფუძველზე, რომლის თანახმადაც ვერმახტის სარდლობა კურსკზე შეტევის განხორციელებას გეგმავდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საბჭოელებს გერმანული ჯარები მძლავრი თავდაცვით უნდა დაეუძლურებინათ, ხოლო შემდეგ კი კონტრიერიშზე გადასულიყვნენ. სტრატეგიული ინიციატივის მფლობელმა საბჭოთა მხარემ, წინასწარი განზრახვით, საბრძოლო მოქმედებები არა შეტევით, არამედ თავდაცვით დაიწყო. მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ ეს ჩანაფიქრი გამართლებული იყო.

Continue reading

Ми-24


Ми-24

მრავალმიზნობრივი დამრტყმელი შვეულმფრენი

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ ვიეტნამში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სპეციალიზირებული საბრძოლო შვეულმფრენების წარმატებით გამოყენებამ, ხოლო ამის შემდეგ მსგავსი ტიპის შვეულმფრენების სხვა ქვეყნების არმიებში გამოჩენამ, საბჭოთა კავშირში ასეთივე შვეულმფრენის შემუშავების აუცილებლობა გამოიწვია.

Continue reading

მიდუეის ბრძოლა


მიდუეის ბრძოლა

მიდუეის ბრძოლა, რომელიც წყნარი ოკეანის ცენტრანლურ ნაწილში არსებულ მიდუეის ატოლთან გაიმართა, მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ უდიდეს და გადამწყვეტ ბრძოლად არის მიჩნეული. ბრძოლა 1942 წლის 4 – 7 ივნის მოხდა. ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის მიერ იაპონიის გაერთიანებულ ფლოტის დამარცხება წყნარი ოკეანის ომში ნამდვილ შემობრუნების წერტილად იქცა – თუკი მიდუეის ბრძოლამდე სტრატეგიული ინიციატივა ხელთ იაპონელებს  ეპყრათ, ბრძოლის შემდეგ ის უკვე ამერიკელთა მხარეს იყო. ბრძოლაში იაპონიის ფლოტის დანაკარგს 4 მძიმე ავიამზიდი, 248 თვითმფრინავი და საუკეთესო პილოტები წარმოადგენდა, რითაც მათ სამუდამოდ დაკარგეს სანაპირო ავიაციის დაფარვის ზონის გარეთ ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა.

Continue reading