NLOS-LS


NLOS-LS

ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი

ამერიკული წარმოების ტაქტიკური სარაკეტო დანადგარი NLOS-LS-ი ერთ-ერთი პირველი ნიმუში იყო იმ შეიარაღებისა, რომელებიც FCS -ის (Future Combat System – მომავლის საბრძოლო სისტემა), პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქვედანაყოფების შეიარაღება იყო დაგეგმილი. ამჟამად სარაკეტო კომპლექსის განვითარების პროგრამა დახურულია.

Continue reading

ADATS


ADATS

ჰაერსაწინააღმდეგო – ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა

ამერიკული წარმოების თვითმავალი სარაკეტო კომპლექსი ADATS-ი (Air Defense Anti-Tank System – საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა) ორმაგი დანიშნულებისაა და განკუთვნილია როგორც მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი (მათ შორის დაბალ სიმაღლეზე მფრენი) თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა თუ უპილოტო საფრენი აპარატების, ისე  სახმელეთო შეჯავშნული სამიზნეების (მაგალითად, ძირითადი საბრძოლო ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების და ა. შ.) აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. აღნიშნული კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია როგორც მობილური, ისე სტაციონარული ობიექტების დასაცავად.

Continue reading