მეტსახელად „თეთრი ბუმბული“


მეტსახელად „თეთრი ბუმბული“

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრს მიაჩნდა, რომ მომავალ ბრძოლებში მარტოხელა მებრძოლები ვერანაირ როლს ვერ ითამაშებდნენ. მასიური განადგურების იარაღის განვითარებისა და ახალი ტიპის სამხედრო ტექნიკის გამოჩენის გათვალისწინებით, მსოფლიოს ყველა არმიის მეთაურობა ფსონს მომავალი საბრძოლო მოქმედებების მასშტაბურობაზე აკეთებდა. გენერლები დივიზიებითა და არმიებით საბრძოლველად ემზადებოდნენ,  მოწინააღმდეგის თავდაცვის სწრაფი გარღვევებით. ყველაფერ ამასთან დაკავშირებით მრავალ სამხედრო სპეციალისტს „წითელი ბარათი“ უჩვენეს. ასე მაგალითად, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მათ რიცხვში მოხვდა სნაიპერის თანამდებობა და ის ამოღებული იქნა სახაზო ქვედანაყოფების შტატებიდან. დღეს ამის დაჯერება ცოტა რთულია, თუმცა კი ეს ასე იყო.

Continue reading

ვასილ კვაჭანტირაძე – ქართველი სნაიპერი


ვასილ კვაჭანტირაძე – ქართველი სნაიპერი

ამ ნამდვილად გამორჩეული ადამიანზე სამწუხაროდ ბევრი არაფერია ცნობილი. მე პირადად მისი არსებობის შესახებ დაახლოებით ორი წლის წინ გავიგე. მაშინაც და  შემდეგაც მრავალჯერ ვცადე მის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვება, თუმცა რამდენიმე აბზაცის გარდა, რომელიც ქვემოთ არის მოყვანილი, მნიშვნელოვანი ვერაფერი ვიპოვე.

Continue reading

მსოფლიოს ახალი სნაიპერული რეკორდი – დადასტურებული მკვლელობა 2815 მეტრის სიშორეზე


მსოფლიოს ახალი სნაიპერული რეკორდი – დადასტურებული მკვლელობა 2815 მეტრის სიშორეზე

დაახლოებით 2 თვის წინ  ავღანეთში ახალი რეკორდი დამყარდა შორ მანძილზე ზუსტ და შედეგიან სნაიპერულ გასროლაში. ახალი რეკორდის დამყარება უცნობმა ავსტრალიელი სნაიპერი შეძლო. რეკორდსმენი სნაიპერი ავსტრალიური სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი იყო. იგი  ამერიკული წარმოების „ბარეტ“ М82А1-ის ტიპის მსხვილკალიბრიანი, 12.7-მმ-იან ანტიმატერიალურ სნაიპერულ შაშხანას იყენებდა. მისი პირველივე გასროლა შედეგიანი აღმოჩნდა და ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის საველე მეთაურის ლიკვიდირება 2815 მეტრის სიშორეზე მოახდინა. აღსანშნავია აგრეთვე, რომ წინა რეკორდი ბრიტანელ სნაიპერ კრეიგ ჰერისონს ეკუთვნოდა, თუმცა მისი სარეკორდო მანძილი 2475 მეტრს შეადგენდა.

Continue reading